გიზო ნიშნიანიძის ქუჩა

გიზო ნიშნიანიძის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს მთაწმინდის რაიონში (სოლოლაკი); ლადო ასათიანის ქუჩიდან ამაღლების გასასვლელამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. გზა მიემართებოდა კოჯრისაკენ და სათავეს იღებდა თბილისში კოჯრის კართან. XIX საუკუნის 40-იან წლებში გზის საწყის მონაკვეთს ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩამდე ეწოდა ალექსი ველიამინოვის სახელი (ახლანდელი შალვა დანიას ქუჩა), ქუჩის შუა ნაწილს — ბაღის ქუჩა (ახლანდელი ლადო ასათიანის ქუჩა), ხოლო ბოლო მონაკვეთს შერჩა გავრცელებული სახელწოდება — კოჯრის გზა. თბილისის 1867 წლის გეგმაზე დატანილია როგორც კოჯრის ქუჩა. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. 2015 წლის 30 ოქტომბერს მიენიჭა გიზო ნიშნიანიძის სახელი.[1]

გიზო ნიშნიანიძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
უბანი სოლოლაკი
წინა სახელები კოჯრის გზა, კოჯრის ქუჩა

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. ქ. თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯრის ქუჩისთვის მწერალი გიზო ნიშნიანიძის სახელის მინიჭების შესახებ. საკანონმდებლო მაცნე (30 ოქტომბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-25. ციტირების თარიღი: 25 დეკემბერი, 2019.