ტრისტან მახაური (დ. 1 ოქტომბერი, 1959 – გ. 4 იანვარი, 2018) — ქართველი მწერალი, მეცნიერი, ფოლკლორისტი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე იყო თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.

ტრისტან მახაური
დაბადების სახელი ტრისტან მახაური
დაბადების თარიღი 1 ოქტომბერი, 1959
გომეწარი, დუშეთის რაიონი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 4 იანვარი, 2018 (58 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება უმაღლესი
ალმა-მატერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი
საქმიანობა მწერალი, მეცნიერი, თსუ-ს პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ტრისტან მახაური დაიბადა სოფელ გომეწარში 1959 წლის 1-ელ ოქტომბერს. 1978-1984 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ნაშრომი, „მესტვირეობის ტრადიცია ფშავში“ გამოაქვეყნა 1981 წელს ჟურნალ „ცისკრის“ მე-4 ნომერში. გამოქვეყნებული აქვს ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული და ლიტერატურულ-კრიტიკული ხასიათის წერილები, რეცენზიები, ნარკვევები, საკუთარი ლექსები, თარგმანები.[1]

ტრისტან მახაური გარდაიცვალა 2018 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია სოფელ გომეწრის სასაფლაოზე.

პროფესიული საქმიანობა[2]

რედაქტირება
წლები სამუშაო ადგილი სამუშაოს დასახელება
1977-1978 საქართველოს მეცნიერებათა აკადემია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის
ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის
ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ლაბორანტი
1985-2003 თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის ლაბორანტი
2003-2006 თსუ ფოლკლორისტიკის კათედრის უფროსი მასწავლებელი
2006-2009 თსუ ასოცირებული პროფესორი
2009-2012 თსუ მოწვეული პედაგოგი
2012-2017 თსუ თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში მონაწილეობა[2]

რედაქტირება
პერიოდი პროგრამის დასახელება დამფინანსებელი როლი პროგრამაში
2014-2017 „ქართულ-ჩრდილოკავკასიური
ფოლკლორული ურთიერთობები:
XIX-XX საუკუნის წყაროები და
თანამედროვე ნარატივები“
რუსთაველის ფონდი ძირითადი პერსონალი
2009 წლის 1 იანვარი
2009 წლის 31 დეკემბერი
„აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის
საკულტო ტექსტები“
რუსთაველის ფონდი ძირითადი პერსონალი

ტრისტან მახაურის სამეცნიერო შრომები[2]

რედაქტირება
  1. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი IV, „უნივერსალი“, თბილისი, 2016
  2. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი III, „უნივერსალი“, თბილისი, 2011
  3. ხალხური პოეზიის ანთოლოგია, შედგენილი ზურაბ კიკნაძისა და ტრისტან მახაურის მიერ, შესავალი წერილით (გვ. 7-9), შენიშვნებითა და ვარიანტებით (გვ. 243-313), ლექსიკონით (გვ.319-323), საძიებლებით (გვ.325-333). ქართული წიგნის მხარდაჭერის ფონდი „მემკვიდრეობა“, თბილისი, 2010
  4. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი II, „უნივერსალი“, თბილისი, 2008
  5. ლიტერატურული ნარკვევები, „უნივერსალი“, თბილისი, 2008
  6. ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული ნარკვევები, წიგნი I, „ამარანტები“, თბილისი, 2005
  7. მოსემ თქვა (ხალხური მთქმელის შემოქმედებითი პორტრეტი და ლექს-კაფიები), „ეროვნული მწერლობა“, თბილისი, 2005
  8. ქართული ხალხური საგმირო ბალადა (მონოგრაფია), „ლომისი“, თბილისი, 2003
  9. „მე ჯავახეთს რა მიშავდა“ (ისტორიულ-ფილოლოგიური ნარკვევების კრებული. თანაავტორი ბუბა კუდავა), „უნივერსალი“, თბილისი, 2003
  10. დარდისას გეტყვი (გიორგი ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი კრებული), „საარი“, თბილისი, 2001
  11. ჯვარ-ხატთა სადიდებლები, შესავალი წერილით, ლექსიკონით და საძიებლით
  12. ქართული ხალხური პოეზია, შესავალი წერილით და შენიშვნებით (თანაავტორი: ზურაბ კიკნაძე), თსუ გამომცემლობა, თბილისი, 1992
  1. მიხეილ ლაკერბაის ნოველა „სტუმარი“ და მისი ლიტერატურულ-ფოლკლორული პარალელები (ქართულ და აფხაზურ ენებზე), ჟურნალი „ცისკარი“, № 7, 2015
  2. ვახტანგ თვარელაშვილის ლექს-კაფიების მეორე გამოცემის წინასიტყვაობა, ვახტანგ თვარელაშვილი, ლექსებით მომიგონებენ, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2015, გვ. 11-13
  3. აკაკი წერეთლის „გამზრდელი“ და მიხეილ ლაკერბაის „არგუნ სეიდიყი“ (შედარებითი ანალიზი), მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმის - „ტრადიცია და თანამედროვე მწერლობა“ (ეძღვნება აკაკი წერეთლის გარდაცვალების 100 წლისთავს) - თეზისები, თსუ გამომცემლობის სტამბა, თბ., 2015, გვ. 168-169
  4. ზმა აკაკი წერეთლის პოეზიასა და ხალხურ სიტყვიერებაში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „აკაკი წერეთელი და მისი ეპოქა“ - მასალები, თსუ გამომცემლობის სტამბა, თბ., 2015, გვ. 96-97
  5. ქართული ხალხური ბალადა „ქვაჩადალაში თუშებსა“..., ფოლკლორისტთა 52-ე სამეცნიერო კონფერენციის თეზისები, თსუ შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამოცემა, თბ., 2015, გვ. 24-26
  6. ქართული ხალხური საგმირო ბალადა „ლაშარს მოვიდა თილისძე“, კრებული „ქართული ფოლკლორი“, № 7 (XXIII), თბ., 2014 გვ. 199-214
  7. ქართული ხალხური საგმირო ბალადა „მამუკა ქალუნდაურის მოკვლა“, კრებული „ლიტერატურული კვლევები“, № 1, თსუ გამომცემლობა, თბ., 2014, გვ. 197-209
  8. დევ-კერპთა გარეგნობის ასახვა ხალხურ თქმულებებსა და ლექსებში, ფოლკლორისტთა 51-ე სამეცნიერო კონფერენციის მასალები, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2014, გვ. 35-36
  9. სანდრო შანშიაშვილის ორი ბალადა, ჟურნალი “ჩვენი მწერლობა“, № 12, 2014 წლის 13 ივნისი, გვ. 54-57
  10. ბედი მიხა ხელაშვილისა, წიგნიდან: „ მიხა ხელაშვილი, სიტყვა ლექსებად ნაქარგი“, თბ., 2013, გვ. 138-144
  11. “ წარმართული დანაშრევები“ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის საკულტო ტექსტებში, პროფესორ ვერა ბარდაველიძის 110 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო შრომების კრებული, გამომცემლობა „უნივერსალი“, თბ., 2013, გვ. 185-198
  12. ქართული ხალხური საგმირო ბალადა „ლომ-ხუზაურნი“, ფოლკლორისტთა 50-ე სამეცნიერო კონფერენციის მასალები, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2013, გვ. 24-25
  13. ვაჟა-ფშაველა ქართველ მთიელთა სარწმუნოების შესახებ, ეთნოლოგიური სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემა, თბ., 2012, გვ. 23-24
  14. „ბინდისფერია სოფელი“ (ლექსის ავტორობის საკითხისათვის), ფოლკლორისტთა 49-ე სამეცნიერო კონფერენციის მასალები, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2012, გვ. 37-38
  15. ეროვნული დაუმორჩილებლობის განცდა ოთარ ჩხეიძის „ბორიაყში“, სამეცნიერო კონფერენციის მასალები, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2011, გვ. 111-121
  16. ხალხური ეპოსის გმირი, ბოლოთქმა მიხეილ ღანიშაშვილის წიგნისა „გოგია ჭიჭოშვილის ეპოსი“, გამომცემლობა „ქართული წიგნი“, თბ., გვ. 65-69
  17. „ჩვენა ვართ ძირნი და ეგენი რტონი“ ანუ ვაჟა და ქვეყნიერება, ბოლოთქმა მიხო მოსულიშვილის წიგნისა „ვაჟა-ფშაველა“, გამომცემლობა „პეგასი“, თბ., 2011, გვ. 378-382
  18. ვაჟა-ფშაველას შვილი ლევანი, ჩანართი წიგნში: „ს. ყუბანეიშვილი, ვაჟა-ფშაველა“, III გამოცემა, გამომცემელი „საქპრესა“, თბ., 2011, გვ. 215-221
  19. ვაჟა-ფშაველა და ხალხური მელექსენი, V საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები „ვაჟა-ფშაველა - 150“, I ნაწილი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ., 2011, გვ. 102-110
  20. საკულტო ტექსტების შემსრულებელთა (ხუცეს-ხევისბერთა) ტიპოლოგიური დახასიათება, კრებული „საქართველო და ქრისტიანობა“, გამომცემლობა „მერიდიანი, თბ., 2011, გვ. 61-74

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება