მთავარი მენიუს გახსნა

მიხა ხელაშვილი

ქართველი სახალხო პოეტი

მიხეილ (მიხა) ხელაშვილი (დ. 25 იანვარი, 1900, ახადი, — გ. 25 იანვარი, 1925, ჩარგალი) — ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტი-საბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი.

მიხა ხელაშვილი
დაბ. თარიღი 25 იანვარი 1900(1900-01-25)
დაბ. ადგილი ახადი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 იანვარი 1925(1925-01-25) (25 წლის)
გარდ. ადგილი ჩარგალი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

ავტორია პოპულარული ლექსისა „ლექსო ამოგთქომ ოხერო“, რომელიც ზეპირად ვრცელდებოდა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კერძოდ ხელაშვილის მშობლიურ ფშავში. 1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში. გავრცელებული ვერსიით საკუთარ დაბადების დღეს, 25 წლის ასაკში, მოკლა საბჭოთა ხელისუფლების მიერ მოსყიდულმა მეგობარმა. სხვა ვერსიით დაიღუპა დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს. საბჭოთა პერიოდში ხელაშვილის ლექსები იბეჭდებოდა ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე.

ლიტერატურარედაქტირება

  • ლიქოკელი, ივანე, „ხევსურები და ქაქუცა“ — თბილისი, „არტანუჯი“, 2006

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება