ტრადიციული კორეული მედიცინა
ტრადიციული კორეული მედიცინა (კორ. 한의학, ჩინ. 韩 医学) — განვითარდა სხვადასხვა ტრადიციული აღმოსავლური მედიცინის გავლენით. ამასთან, მისი მკურნალობის მეთოდებსა და დიაგნოსტიკას არა მხოლოდ საერთო მახასიათებლები აქვს, არამედ მნიშვნელოვანად განსხვავდება სხვა სახის ტრადიციული მედიცინისგან. ტრადიციული კორეული მედიცინა ფესვებს პრეისტორიულ ხანაში იღებს.
ისტორია
რედაქტირებაკორეული მედიცინა წარმოიშვა უძველესი პრეისტორიული ხანიდან, რომელიც სავარაუდოდ ჩვ. წ. აღ.-მდე 3000 წლით თარიღდება. ამის დასტურია ქვისა და ძვლის ნემსები, რომლებიც ნაპოვნია ჰამგიონგ-პუკდოში, თანამედროვე ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. ეს არის უძველესი არქეოლოგიური აღმოჩენა, რომელიც ასოცირდება აკუპუნქტურასთან. [1] [2]ისტორიულ პოემაში „ჩევან უნგი“ (კორ.제왕운기) სალბი და ნიორი აღწერილია, როგორც "მედიკამენტები შინაგანი მოხმარებისთვის", რაც ამტკიცებს, რომ კორეაში სამკურნალო მცენარეებს წამლის სახით იყენებდნენ. ასევე ცნობილია, რომ სალბი და ნიორი ძველ ჩინურ ფიტოლოგიაში არ გვხვდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კორეულმა ტრადიციულმა მედიცინამ შეიმუშავა საკუთარი უნიკალური პრაქტიკა ან მემკვიდრეობით მიიღო სხვა კულტურებიდან. [3][4][5]
სამი სამეფოს პერიოდში კორეული ტრადიციული მედიცინა სხვა ტრადიციული, მაგალითად ჩინური ტრადიციული მედიცინის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.
კორიოს დინასტიის დროს, ჩინური მედიცინის გავლენით, უფრო ინტენსიური კვლევები მიმდინარეობდა ადგილობრივი ბალახების შესახებ, რის შედეგადაც გამოიცა არა ერთი წიგნი ადგილობრივ სამკურნალო მცენარეებზე . იმ დროისთვის სამედიცინო თეორიები ემყარებოდა იუანის (დინასტიის) და სონგის (დინასტიის) მედიცინას, მაგრამ რეცეპტები ემყარებოდა ერთიანი სილას მედიცინას, მაგალითად სამედიცინო ტექსტი " პირველადი დახმარების რეცეპტები საკუთარი ინგრედიენტების გამოყენებით" ან "ჰანიაქ გუგიბანგი" (კორ. 향약구급방 ),რომელიც გამოიცა 1245 წელს.[6][7]
ჩოსონის პერიოდში მედიცინა აყვავდა. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია „სამედიცინო რეცეპტების კლასიფიცირებული კრებული“ (ჩინური 医 方 类 聚, კორ. 의 방류 취). ეს ნაშრომი დაწერილია კიმ იე მონგისა (ჩინ. 金 礼 蒙, კორ. 김예몽) და სხვა ოფიციალური კორეელი ექიმების მიერ 1443–1445 წლებში. იგი მოიცავს 50,000-ზე მეტ რეცეპტს ძველი ჩინეთის 152 სამედიცინო ნაშრომიდან მე -15 საუკუნემდე. იგი ასევე შეიცავს რეცეპტებს კორეის სამედიცინო წიგნიდან "სასახლის ექიმების მოკლე რეცეპტები" (ჩინ. 御医 撮要 方, კორ. 어의촬요방), რომელიც ჩხე ჩონგ ჯუნმა დაწერა (ჩინ. 崔宗峻, კორ. 최종준) 11226 წელს. წიგნს "სამედიცინო რეცეპტების კლასიფიცირებული კრებული" ძალიან მნიშვნელოვანი კვლევითი ღირებულება აქვს, რადგან მასში შემონახულია მრავალი ძველი ჩინური სამედიცინო წიგნის შინაარსი, რომლებიც დაიკარგა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
მოგვიანებით სამედიცინო შინაარსის ბევრი წიგნი გამოიცა. ჩოსონის დინასტიიდან (1392-1910) სამი ექიმის სახელია ცნობილი, რომლებსაც ზოგადად ტრადიციული კორეული მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ესენი არიან ხო ჯუნი, საამ ი და იი ჯე მა. 1592 წელს იაპონიის შემოჭრის შემდეგ (კორ. 동의보감), კარის ერთ-ერთმა გამოჩენილმა ექიმმა- თერაპევტმა ხო ჯუნმა, დაწერა სამედიცინო წიგნი დონგე დოგამი. მოგვიანებით ამ ნამუშევარმა იმ დროის კორეული და ჩინური მედიცინების ინტეგრირება მოახდინა, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს ჩინურ, იაპონურ და ვიეტნამურ მედიცინაზე.
კორეულ ტრადიციულ მედიცინაზე შემდეგი მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნაშრომმა "მეტაბოლიზმის თეორია" ან სასანგი იიხაკი (კორ.사상 의학). იი ჯე მამ თავის წიგნში "ხანგრძლივობის ცხოვრების პრინციპი აღმოსავლურ მედიცინაში" (ჩინ. 东 医 寿 世 保 元, კორ. 동의 수세 보원) მოახდინა მეტაბოლიზმის თეორიის სისტემატიზაცია და გამარტივება. ი ჯე მამ გააცნობიერა, რომ მაშინაც კი, თუ პაციენტები დაავადებულები არიან მსგავსი დაავადებით, საჭიროა სხვადასხვა მცენარეული მედიკამენტების გამოყენება სხვადასხვა პაციენტში იმავე დაავადების სამკურნალოდ, მეტაბოლიზმის სხვაობის გამო. სასანგ იიხაკი (კორ. 사상 의학) ან ოთხი მეტაბოლიზმის თეორია ყურადღებას ამახვილებს პაციენტების ინდივიდუალურ განსხვავებებზე სხეულის ფორმისა და ინდივიდუალური მახასიათებლების საფუძველზე. დაავადების მკურნალობა უშუალო მოქმედებით დაავადების გამომწვევ მიზეზზე სწორი დიაგნოზის დადგენის საშუალებით —ამისათვის პირველ რიგში, მთავარია, თითოეულ პაციენტში ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) ტიპის განსაზღვრა.
შემდეგი აღიარებული მკურნალი—საამი, ექიმი-მღვდელი, რომელიც, სავარაუდოდ, მე -16 საუკუნეში ცხოვრობდა. მის შესახებ ბევრი რამ უცნობია, მათ შორის მისი ნამდვილი სახელი და დაბადების თარიღი, მაგრამ დაფიქსირებულია, რომ იგი სწავლობდა ცნობილ ბერ სამიანგთან. მან შეიმუშავა აკუპუნქტურის სისტემა, რომელიც იყენებს ხუთი ელემენტის თეორიას. პოზიტივიზმი ფართოდ იყო გავრცელებული ჩოსონის დინასტიის გვიან პერიოდში.[8]
კლინიკური მონაცემები ყველაზე ხშირად გამოიყენებოდა დაავადების კვლევისა დაავადებების შესწავლისა და მკურნალობის განვითარების საფუძვლად. მეცნიერებმა, რომლებაც ზურგი შეაქციეს პოლიტიკას, თავი დაავადებების მკურნალობას მიუძღვნეს და, შედეგად, დაარსდა ტრადიციული მედიცინის ახალი სკოლები.გამოიცა მარტივი წიგნები მედიცინის შესახებ უბრალო ხალხისთვის. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მესამე ისტორიული მკურნალმა იი ჯემამ, რომელმაც შეიმუშავა ტრადიციული კორეული მედიცინა, დაწერა სასანგი იიხაკი (კორ. 사상 의학). წიგნი ემოციების საფუძველზე, რომელიც პიროვნებაზე დომინისრებს, ადამიანებს ოთხ მთავარ კატეგორიად ყოფს. ამის მიხედვით შემუშავებულია მკურნალობას თითოეული ტიპისთვის. ოთხი ტიპია Tae-yang და So-yan, Tae-um და So-um.
თანამედროვე განვითარება
რედაქტირებაამერიკის შეერთებულ შტატებში ბოლო წლებში კორეელი იმიგრანტების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით თანამედროვე მედიცინისთვის მნიშვნელოვანი ხდება ტრადიციული თერაპიისა და კორეული თემების მიერ გამოყენებული მკურნალობის მეთოდების გამოყენების გზების გააზრება. კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები კორეელი ემიგრანტების დაახლოებით ნახევარი დასავლურ ტექნოლოგიასთან ერთად, ამა თუ იმ ფორმით ზოგჯერ ტრადიციული მკურნალობის გარკვეულ ფორმებსს იყენებს. უფრო ტრადიციული მეთოდებით მკურნალობის ექსპერიმენტების სტატისტიკურმა ანალიზმა, რომელიც ასევე ითავსებდა ბალახეულით მკურნალობასა და აკუპუნქტურას, აღმოაჩინა რომ პაციენტების ფსიქიკური მდგომარეობა უფრო მოდუნებულია და მისი ემოციური კეთილდღეობა ხშირად უმჯობესდება უფრო ტრადიციული საშუალებებით მკურნალობის შემდეგ, დასავლურ მედიკამენტებთან შედარებით, რომლის შემთხვევაშიც შეიმჩნეოდა გონებრივი და ემოციური სტაბილურობის გარკვეული შემცირება[9]. სამედიცინო აპარატურა გერიატრიულ საფუძველზე ტრადიციულ კორეულ მედიცინასთან ერთად წარმატებით სარგებლობს არა მხოლოდ კორეელ პაციენტებში, არამედ თეთრკანიანებშიც.ამერიკის შეერთებულ შტატებში მრავალი ექიმისთვის ცხადი ხდება, რომ მათი კორეელი პაციენტების, მათ შორის მოხუცი პაციენტების კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, ტრადიციული კორეული მეთოდების გამოყენებით "ახალი" მეთოდები არამარტო სასურველია ავადმყოფებისთვის, არამედ ასევე აუცილებელია მათი კარგი ჯანმრთელობისათვის.
მკურნალობის ზოგადი მეთოდები
რედაქტირებანკურნალობის ზოგად მეთოდებში შედის: ფიტოთერაპია, აკუპუნქტურა, მოქსიბუსცია, არომათერაპია და მედიტაცია.
ლიტერატურა
რედაქტირება- Jeon, Sang-woon. A history of science in Korea (неопр.). — Seoul: Jimoondang, 1998. — ISBN 89-88095-11-1.
- Kang, Gun-Il. «A Korean Skeptic’s Report: New Ager-Occupied Territory.» The Committee for Skeptical Inquiry 10.1 (March 2000). 22 February 2008 <https://web.archive.org/web/20090720122213/http://csicop.org/sb/2000-03/korea.html>.
- Kim, Miyong, et al. «The Use of Traditional and Western Medicine among Korean American Elderly.» Journal of Community Health 27.2 April 2002: 109—120.
- Kim, Yong-Suk, et al. «Korean Oriental Medicine in Stroke Care.» Complementary Health Practice Review 10.2 (April 2005). 25 February 2008 <http://chp.sagepub.com/cgi/content/abstract/10/2/105>.
- ---. «The Practice of Korean Medicine: An Overview of Clinical Trials in Acupuncture.» Oxford Journals 2.3 (3 August 2005). 25 February 2008 <https://web.archive.org/web/20090705060812/http://ecam.oxfordjournals.org/cgi/reprint/2/3/325>.
- Micozzi, Marc S., and Lisa Meserole. «Herbal Medicine.» Fundamentals of Complementary and Integrative Medicine. Ed. Marc S. Micozzi and C. Everett Koop. St. Louis: Saunders El Sevier, 2000.
- Pizzorno, Joseph E. Jr. and Pamela Snider «Naturopathic Medicine.» Fundamentals of Complementary and Integrative Medicine. Ed. Marc S. Micozzi and C. Everett Koop. St. Louis: Saunders El Sevier, 2000.
- Rodgers, Denise. «Mind-Body Modalities.» Fundamentals of Complementary and Integrative Medicine. Ed. Marc S. Micozzi and C. Everett Koop. St. Louis: Saunders El Sevier, 2000.
- Yoon, Sung Chan, et al. «Antitumor Activity of Soamsan, a Traditional Korean Medicine, via Suppressing Angiogenesis and Growth Factor Transcription.» Journal of Ethnopharmacology 93 (22 April 2004). 25 February 2008 <www.elsevier.com/locate/jetpharm>.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Acupuncture Stimulated Healing
- ↑ Vancouver Acupuncture Blog
- ↑ https://web.archive.org/web/20081121092057/http://www.altpetdoc.com/Acupuncture-Evolution.pdf
- ↑ "Acupuncture Stimulated Healing". Archived from the original on 2015-04-09.
- ↑ Archaeology of Psychotherapy in Korea: A Study of Korean Therapeutic Work ... By Haeyoung Jeong
- ↑ Micozzi, Marc S., and Lisa Meserole (2000). Marc S. Micozzi and C. Everett Koop (ed.). Herbal Medicine: Fundamentals of Complementary and Integrative Medicine. St. Louis: Saunders El Sevier.
- ↑ The Influence of Chinese Clothing | Oriental Style დაარქივებულია 8 ოქტომბერი 2011წ.
- ↑ Lin Z.B., Zhang H.N. Anti-tumor and immunoregulatory activities of Ganoderma lucidum and its possible mechanisms (англ.) // Acta Pharmacologica Sinica : journal. — 2004. — November (vol. 25, no. 11). — P. 1387—1395. — PMID 15525457.
- ↑ Acupuncture NHSChoices. Retrieved 2 May 2015.