სალბი (ლათ. Salvia) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახები, ნახევრად ბუჩქები, იშვიათად ბუჩქებია (Salvia garedzhii). ყვავილები რგოლურადაა გაწყობილი და შეკრებილია თავაკისებრ ან საგველა ყვავილებად.

სალბი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Salvia

700-მდე სახეობა გავრცელებულია ყველგან, ძირითადად კი ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყლებში. საქართველოში იზრდება 12-მდე სახეობა. მათგან და საქართველოს ლოკალური ენდემებია. სამკურნალო სალბი (Salvia officinalis) ნახევრად ბუჩქია, იისფერი ყვავილები აქვს.

იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთში. ყოფილ სსრკ-ში კულტივირებულია როგორც სამკურნალო მცენარე. მის ფოთოლში ეთერზეთები, ალკალოიდები და მთრიმლავი ნივთიერებებია. ნაყენი ყელისა და პირის ღრუს გამოსავლებად იხმარება.

ხარისვარდა (Salvia sclarea) მრავალწლოვანი ბალახია. ყვავილისაგან იღებენ ეთეროვან ზეთს, რომელსაც იყენებენ ფარმაცევტულ, ლიქიორის, საკონდიტრო და თამბაქოს წარმოებაში. სალბის ბევრი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა

რედაქტირება