ტინდფიადლაიეკუდლი

ტინდფიადლაიეკუდლი (ისლ. Tindfjallajökull) — მყინვარი სამხრეთ ისლანდიაში. მდებარეობს ისლანდიის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სუდურლანდის რეგიონის ტერიტორიაზე, მყინვარ მირდალსიეკუდლიდან ჩრდილო-დასავლეთით 12 კილომეტრში.[1] მყინვარის ფართობი შეადგენს 19 კმ²-ს, სიგრძე და სიგანე — ≈ 5 კმ-ს. მყინვარი ფარავს კალდერას და ნაწილობრივ ამავე სახელწოდების სტრატოვულკანის ფერდობებს, რომელიც შედგება ბაზალტური და ლიპარიტული ქანების კომპოზიციისგან.[2] ტინდფიადლაიეკუდლი კვებავს მრავალ მდინარეს.

ტინდფიადლაიეკუდლი
Tindfjallajökull
ტინდფიადლაიეკუდლი
ტინდფიადლაიეკუდლი
კოორდინატები: 63°47′09″ ჩ. გ. 19°34′00″ დ. გ. / 63.78583° ჩ. გ. 19.56667° დ. გ. / 63.78583; -19.56667
ქვეყანა ისლანდიის დროშა ისლანდია
ფართობი 19 კმ²
სიგრძე ≈ 5 კმ
ტინდფიადლაიეკუდლი — ისლანდია
ტინდფიადლაიეკუდლი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება