ისლანდიის პლატო
ისლანდიის მაღლობი მოიცავს ისლანდიის შიდა ტერიტორიის უდიდეს ნაწილს. მდებარეობს ზღვის დონიდან 400-500 მეტრზე და წარმოადგენს დაუსახლებელ ვულკანურ უდაბნოს. წვიმისა და თოვლის წყალი სწრაფად შეიწოვება მიწაში, რის გამოც აქ შეუძლებელია მცენარის გაზრდა. ტერიტორია ძირითადად ნაცრისფერი, შავი ან ყავისფერია და მოიცავს ლავასა და ვულკანურ ფერფლს. წარმოდგენილია რამდენიმე ოაზისი, ისიც მდინარეთა სიახლოვეს.
მაღლობი ასევე მოიცავს რამდენიმე მყინვარს. სწორედ მყინვარული მდინარეების პირასაა გავრცელებული მწირი მცენარეულობა. ზოგიერთ ადგილას შეინიშნება ვულკანური აქტივობა.
ისლანდიის მაღლობების გადაკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულში, დანარჩენ პერიოდში გზები ჩაკეტილია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Photos from www.islandsmyndir.is დაარქივებული 2004-04-20 საიტზე Wayback Machine.
- Photos and information
- Actual road conditions დაარქივებული 2011-04-08 საიტზე Wayback Machine.