ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ტიერა ელენა ვეკი (ინგლ. Tierra Helena Whack; დ. 11 აგვისტო, 1995, ფილადელფია, პენსილვანია, აშშ) — ამერიკელი რეპერი და მომღერალი. კარიერის დასაწყისში იყენებდა ფსევდონიმს „Dizzie Dizz". სადებიუტო სტუდიური ალბომი, Whack World, გამოვიდა 2018 წლის მაისში და კრიტიკოსების ფართო მოწონება დაიმსახურა.[2][3] კომპოზიციამ „Mumbo Jumbo" მიიღო ნომინაცია 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს კატეგორიაში. მუსიკოსს გამოშვებული აქვს კომპოზიციები ბიონსესთან, ალიშა კისთან, Tyler, The Creator-სა და მელანი მარტინეზთან ერთად.

ტიერა ვეკი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტიერა ელენა ვეკი
დაბ. თარიღი 11 აგვისტო, 1995 (1995-08-11) (29 წლის)
დაბ. ადგილი ფილადელფია
წარმოშობა ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, ჰიპ-ჰოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი
აქტიური 2011 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope Records[1]
საიტი tierrawhackmerch.net
ტიერა ვეკი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ვეკი დაიბადა 1995 წელს ჩრდილოეთ ფილადელფიაში.[4] ის დედამ ორ უმცროს და-ძმასთან ერთად გაზარდა. მუსიკოსი ინტროვერტი იყო, რის გამოც ხშირად წერდა. სწორედ ამ დროს დაინტერესდა მუსიკით. ვეკმა სიმღერა ისწავლა ბენჯამინ რაშის სამხატვრო აკადემიაში.[5]

15 წლის ასაკში დაიწყო კარიერა ფსევდონიმით „Dizzle Dizz".[6] ამ დროს საცხოვრებლად ატლანტაში გადავიდა, თუმცა მალევე ფილადელფიაში დაბრუნება მოუწია.[7]

2015 წლისთვის ვეკი დაბრუნდა ფილადელფიაში და ხმის ინჟინერსა და მუსიკალურ პროდიუსერ კენეტ სიმსთან ერთად დაიწყო მუსიკაზე მუშაობა. 2017 წელს მუსიკოსმა კონტრაქტი გააფორმა ლეიბლ Interscope Records-თან.[8] სწორედ ამ დროს გახდა ჯონი მონტინა მისი მენეჯერი. 2017 წლის მარტში გამოუშვა სადებიუტო ნამუშევარი „Tierra Whack“. 2017 წლის ოქტომბერში გამოუშვა ახალი სინგლი „Mumbo Jumbo". ამავე პერიოდში გამართა ტურნე Flying Lotus-თან ერთად.

სადებიუტო ალბომი, Whack World, გამოვიდა 2018 წლის 30 მაისს. ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. ალბომში შემავალი თითოეული სიმღერა ზუსტად ერთწუთიანი იყო. მუსიკოსმა გამოაქვეყნა სიმღერები ინსტაგრამზე, თითოეულს კი თან ახლდა მოკლე ფილმი. ზოგიერთმა კრიტიკოსმა ვეკი მისი ელიოტს შეადარა. კომპოზიციამ „Mumbo Jumbo" მიიღო ნომინაცია საუკეთესო მუსიკალური ვიდეოს კატეგორიაში 2019 წლის გრემის დაჯილდოებაზე.[9]

მუსიკოსმა იმავე პერიოდში გამოუშვა მუსიკალური კლიპი სინგლისთვის „Unemployed". ვიდეოში იყვნენ შემდეგი მუსიკოსები: Kash Doll, CupcakKe, Mulatto, Tay Money და That Girl Lay Lay. მან ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევარი Meek Mill-სადა Childish Gambino-სთან ერთად. 2018 წელს მან გამართა ტურნე 6lack-სთან ერთად. 2019 წლის 19 თებერვალს დაიწყო სიმღერების გამოშვება. მან 5 კვირის განმავლობაში 5 კომპოზიცია გამოუშვა, მათ შორის: „Only Child", „Clones", „Gloria", „Wasteland" და „Unemployed".[10][11][12][13][14]

იმავე წელს ითანამშრომლა Flying Lotus-თან და გამოუშვა ნამუშევარი „Yellow Belly" მუსიკოსის 2019 წლის ალბომისთვის Flamagra. 2019 წელს იმღერა რამდენიმე ფესტივალზე, მათ შორის კი Coachella-ზე, Primavera Sound-ზე, Lollapalooza-ზე, Outside Lands-ზე, Camp Flog Gnaw-ზე, Osheaga-სა და Austin City Limits-ზე.[15] მუსიკოსის სიმღერა „Unemployed" გამოიყენეს თამაშში FIFA 20.

მელანი მარტინეზთან ერთად დაწერა სინგლი „Copy Cat", რომელიც გამოვიდა 2020 წლის 10 თებერვალს.[16] იმავე წლის მაისში ამერიკელ რეპერ Lil Yachty-სთან ერთად გამოუშვა კომპოზიცია „T.D". ნამუშევარი კოლაბორაციული სტილის იყო და მასში გამოჩნდნენ ისეთი მუსიკოსები, როგორიცაა ASAP Rocky და Tyler, Creator. კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში 84-ე ადგილზე გავიდა. იმავე პერიოდში ალიშა კისთან ერთად ჩაწერა სიმღერა „Me x 7" კისის მეშვიდე სტუდიური ალბომისთვის, Alicia, რომელიც გამოვიდა 2020 წლის სექტემბერში.

2020 წლის ოქტომბერში ვეკმა გამოუშვა ახალი სინგლი სახელწოდებით „Dora". 2020 წლის ნოემბერში მუსიკოსი გამოვიდა Apple-ის სადღესასწაულო რეკლამაში „The Magic of Mini". აქ იმღერა ახალი სინგლები, „Peppers and Onions" და „feel good".[17][18] 2021 წლის აპრილში გამოუშვა სინგლი სახელწოდებით „Link". 2021 წლის დეკემბერში გამოუშვა სამი EP, Rap?, Pop? და R&B?.[19]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ვეკი პოეზიით პატარაობაში დაინტერესედა.[20] ეს მისთვის იყო საშუალება გამკლავებოდა ინტროვერტობას. მუსიკოსი ამჟამად ფილადელფიაში დედასთან და ორ და-ძმასთან ერთად ცხოვრობს. მისი თქმით ფილადელფია მისი სახლია.[21] მას ჰყავს კატა, რომელსაც სტარკი ჰქვია წყლის ბრენდის Whole Foods-ის გამო. მუსიკოსი არ სვამს ალკოჰოლს და არ ეწევა სიგარეტს. ვეკს მწერებზე აქვს ალერგია. სწორედ ამის შესახებაა მისი მუსიკალური კლიპი „Bugs Life".[20]

დისკოგრაფია

რედაქტირება
  • Whack World (2018)
  • World Whack Wild (2024)

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ტიერა ვეკი საიტზე Discogs

  1. HITS Daily Double : The B-Side – Tierra Whack (Interscope).
  2. Whack World by Tierra Whack. Apple Music. ციტირების თარიღი: August 4, 2019.
  3. Coscarelli, Joe (June 6, 2018). „15 Songs in 15 Minutes: Inside Tierra Whack's Whimsical, Twisted World“. The New York Times. ციტირების თარიღი: September 1, 2018.
  4. From homelessness to Philly rap sensation, Tierra Whack is the real deal en (June 3, 2019). ციტირების თარიღი: October 23, 2019
  5. Kameir, Rawiya (November 1, 2018). „Tierra Whack“. The Fader. the Fader. ციტირების თარიღი: November 20, 2018.
  6. Bailey, Samaria (May 15, 2018). „A conversation with Tierra Whack about self-confidence, Philadelphia and that last name“. Revolt.tv. ციტირების თარიღი: November 20, 2018.
  7. From homelessness to Philly rap sensation, Tierra Whack is the real deal en (June 3, 2019). ციტირების თარიღი: October 23, 2019
  8. Kameir, Rawiya (November 1, 2018). „Tierra Whack“. The Fader. the Fader. ციტირების თარიღი: November 20, 2018.
  9. Grammys | Tierra Whack. ციტირების თარიღი: June 30, 2023
  10. Yoo, Noah. Tierra Whack Drops New Song 'Only Child': Listen (February 19, 2019). ციტირების თარიღი: March 13, 2019.
  11. Strauss, Matthew. Listen to Tierra Whack's New Song 'CLONES' (February 26, 2019). ციტირების თარიღი: March 13, 2019.
  12. Blais-Billie, Braudie; Strauss, Matthew. Tierra Whack Performs on 'Kimmel,' Shares New Song 'Gloria': Listen (March 5, 2019). ციტირების თარიღი: March 13, 2019.
  13. Strauss, Matthew. Tierra Whack Shares New Song 'Wasteland': Listen (March 12, 2019). ციტირების თარიღი: March 13, 2019.
  14. Tierra Whack – "Unemployed" (March 19, 2019). ციტირების თარიღი: March 19, 2019
  15. Jaksa, Urska. (November 6, 2019) The Weird Child of Hip Hop: How Tierra Whack Blew Up. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2020. ციტირების თარიღი: March 5, 2020
  16. Melanie Martinez's "Copy Cat" Lyrics Meaning en-US (February 11, 2020). ციტირების თარიღი: February 13, 2020
  17. The magic of mini feat. Tierra Whack – Apple. ციტირების თარიღი: November 25, 2020.
  18. „Tierra Whack Drops Two New Songs, 'Peppers and Onions,' 'Feel Good'. Rolling Stone. November 18, 2020. ციტირების თარიღი: November 19, 2020.
  19. Callas, Brad. Tierra Whack Releases Three EPs en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 6, 2022. ციტირების თარიღი: January 6, 2022
  20. 20.0 20.1 St. Felix, Doreen (July 1, 2018). „Tierra Whack Stretches the Limits of One-Minute Songs“. The New Yorker. ციტირების თარიღი: November 20, 2018.
  21. Cineas, Fabiola. (March 23, 2019) North Philly Rapper Tierra Whack Is the Future of Hip-Hop en-US. ციტირების თარიღი: May 2, 2019
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტიერა_ვეკი“-დან