ტიბეტის იმპერია
ტიბეტის იმპერია (ტიბეტური. བོད་ཆེན་པོ; ჩინ.: 吐蕃) — იარლუნგის დინასტიის გავლენის გაფართოების შედეგად ტიბეტის მთიანეთში წარმოშობილი იმპერია. იმპერატორის ტიტული VII საუკუნეში იარლუნგების 33-ე მეფე სონგსტენ გამპომ მიიღო. იმპერია 38-ე მეფე ტრისონგ დეცენამდე ფართოვდებოდა. ტანის დინასტიასთან დადებულმა 821–823 წლების ხელშეკრულებამ განსაღვრა ტიბეტის იმპერიის საზღვრები, რომელიც ცდებოდა ტიბეტის მთიანეთს და ვრცელდებოდა: აღმოსავლეთით ჩანანამდე, დასავლეთით თანამედროვე ავღანეთის ჩათვლით, ხოლო სამხრეთით თანამედროვე ინდოეთის ტერიტორიაზე და ბენგალის ყურეზე.
ტიბეტის იმპერია བོད་ཆེན་པོ ბოდ ჩენ პო | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ტიბეტის იმპერია მისი გავლენის ზენიტში (გვიანი VIII და ადრეული IX საუკუნეები)[1] | |||||||
დედაქალაქი | ლასა | ||||||
ენა | ტიბეტური ენები | ||||||
რელიგია | ტიბეტური ბუდიზმი, ბონი | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
დინასტია | იარლუნგის დინასტია | ||||||
ცენპო (იმპერატორი) | |||||||
- 618–650 | სონგცენ გამპო, 33-ე იმპერატორი | ||||||
- 650–655 | გუნგსონგ გუნგსტებნი, 34-ე იმპერატორი | ||||||
- 655–676 | მანგსონგ მანგსტენი, 35-ე იმპერატორი | ||||||
- 676–704 | ტრიდუ სონგსტენი, 36-ე იმპერატორი | ||||||
- 680–743 | მე აკსტომი, 37-ე იმპერატორი | ||||||
- 797–799 | ტრისონგ დეცენი, 38-ე იმპერატორი | ||||||
- 797–799 | მუნე ცემპო, 39-ე იმპერატორი | ||||||
- 800/804 – 815 | სადნალეგსი, მე-40-ე იმპერატორი | ||||||
- 815–838 | რალპაკანი, 41-ე იმპერატორი | ||||||
- 838–842 | ლანგდარმა, 42-ე იმპერატორი | ||||||
ლონჩენი (პრემიერ-მინისტრი) | |||||||
- 652–667 | გარ ტონგსტენ იულსუნგი | ||||||
- 685–699 | გარ ტრინრინგ ცენტო | ||||||
- 782?–783 | ნაგანლამ ტაკდრა ლუხონგი | ||||||
ისტორია | |||||||
- დაარსება | 618 | ||||||
- დაშლა | 842 | ||||||
← სუმპა ← ცანგცუნგი ქოჩო → ტანის დინასტია → |
იარლუნგის დინასტია ძვ. წ. 127 წელს იარლუნგის ხეობაში დაფუძნდა. 33-ე მეფე სონგსტენ გამპომ იარლუნგების დედაქალაქი გადაიტანა ლასაში. იმპერიული პერიოდ IX საუკუნემდე გრძელდებოდა. იმპერიული პერიოდი იქყება 33-ე მეფის სონგსტენ გამპოს მეფობის პერიოდში. ამ პერიოდში ტიბეტის სამხედრო ძლიერება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტრისონგ დესტენის დროს იმპერია უფრო ძლიერი და გავლენიანი გახდა. ამ პერიოდში 783 ხელშეკრულებით განისაზღვრა ტიბეტსა და ტანის დინასტიას შორის საზღვარი. რის აღსანიშნავად ლასაში აღმიმართა პოტალას სვეტი.[2] საზღვრები კიდევ ერთხელ დამტკიცდა 41-ე მეფის რალპაკანის მეფობის დროს, მასსა და ტანის დინასტიას შორის დადებული 821–823 წლების ხელშეკრულებით, რომელიც ასევე აღინიშნა სამი წარწერიანი სტელით.[3][2] IX საუკუნის დასაწყისში ტიბეტის იმპერია აკონტროლებდა ტერიტორიას როგორც ტარიმის ღრმულიდან ჰიმალაიმდე და ბენგალამდე, ასევე პამირიდან დღევანდელი ჩინეთის შემდეგ პროვინციებამდე: სიჩუანი, განსუ, იუნანი. 838 წელს მეფე რალპაკანის საკუთარი ძმის ლანგდარმას მიერ მკვლელობა და შემდეგ უკვე 842 წელს მისი მკვლელობაც იწვევს იმპერიის რღვევის პროცესს.[2]
იმპერიული პერიოდის დაწყებამდე, 28-ე მეფე იჰა-თო-თო-რიმ (თორი ნიასტენი) ბუდისტური წმინდა რელიკვიები აღმოაჩინა და საკუთარი დაცვის ქვეშ აიყვანა.[4] მეფეების ბუდიზმზე მოქცევამ ტიბეტში ბუდიზმის გარცელება გამოიწვია. შემდგომ ბუდისტური ტექსტების ტიბეტურად თარგმნამ განავითარა ტიბეტური ენა.[4] მეფე ტრისონგ დეცენის დროს გურუ პადმასამბჰავას მიერ ვაჯრაიანას სწავლებამ განავითარა ტიბეტური ბუდიზმი.[4]
ლანგდარმას მეფობის პერიოდშ იწყება იმპერიის ცენტრალური მმართველობის შესუსტება. ჩნდება ნახევრად-ავტონომიური პოლიტიკური ერთეულები. იმპერიის დასუსტების სხვა მიზეზებად მოიაზრება განსხვავებული გეოგრაფიული არეალები და ტრანსპორტირების სირთულეები, ასევე ისეთი ახალი იდეების გავრცელება რომელიც ცენტრალური ხელისუფლების შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა, მაგალითად ბონის რელიგიის გავრცელება.
ჯარი
რედაქტირებააღჭურვილობა
რედაქტირებატიბეტის იმპერიის ჯარისკაცები ატარებდნენ ლამელარულ აბჯარს და ჟაჭვის პერანგებს. დახელოვნებული იყვნენ ხმლის და შუბის გამოყენებაში. ტიბეტი ავტორის ტაში ნამგიალის 1524 წლილ ჩანაწერების მიხედვით, ტიბეტში ლამელარული აბჯრის ისტორია იყოფა სამ გამორჩეულ პერიოდად. უჯველესი ჯავშანი თარიღდება "მართალი მეფეების, ბიძის და ძმისშვილის" პერიოდით. რაც იარლუნგების დინასტიის მმართველობის ადრეული მეშვიდე და შუა მეცხრე საუკუნეებს მოიცავს.
დუ იუს (ჩინელი მეცნიერი, 735–812 წლები) ენციკლოპედიური ტექსტის ტუნდიანის მიხედვით, ტიბეტელები მშვილის გამოყნებაში ნაკლებად გაწაფული იყვნენ და შემდეგი სტილით იბრძოდნენ:
"მხედრებს და ცხენებსაც ყველას ჯაჭვის აბჯარი აცვიათ. მათი აბჯარი მახალი ხარისხისაა. ის მათ მთლიანად ფარავს და დატოვებული აქვთ მხოლოდ ორი თვალის ადგილი. ძლიერ ისრებს და მჭრელ ხმლებს არ შეუძლიატ მათი დაზიანება. ბრძოლაში, ცხენიდან უნდა ჩამოხტნენ და რიგებად განლაგდნენ. როდესაც ერთი კვდება სხვა იკავებს მის ადგილს. იბრძვიან ბოლომდე და უკან არ იხევენ. მათი შუბები უფრო გრძელი და წვრილია ვიდრე ჩინური. მათი მშვილდოსნები სუსტია, თუმცა აბჯარი ძლიერი. მებრძოლები ყოველთვის იყენებენ ხმალს. როდესაც ბრძოლაში არ არიან ხმალს მაინც ატარებენ."
ტიბეტის გაძლიერებამ მათი აბჯრის მეზობელი სტეპების მომტაბარეებში გავრცელება გამოიწვია. როდესაც ტიურგეშებმა არაბებს შეუტიეს, მათ ხაკან სულუკს ტიბეტური ჯავშანი ეცვა, რომელმაც ის ორი ისრისგან გადაარჩინა. მესამემ ჯავშანში შეაღწია, თუმცა მნიშვნელოვანი ჭრილობების გარეშე გადარჩა.
ორგანიზაცია
რედაქტირებატიბეტის იმპერიის ოფიცრები არ იყვნენ მუდმივ სამსახურში და მხოლოდ საჭიროების დროს ხდებოდა მათი გამოძახება. ამ მეომრებს ქონდათ გამორჩეული ნიშნაი - ოქროს ისარი, რომელიც მათ კუთვნილებას განსაზღვრავდა. ისინი ერთგულების ფიცის დასადებად წელიწადშიე რთხელ იკრიბებოდნენ. ასევე სამ წელიწადში ერთხელ მსხვერპლშეწირვის რიტულში მისაღებად იკრიბებოდნენ.
სამხედრო კამპანიის დროს ჯარს არ მიქონდა საკვები, ისინი მარბიელობით ირჩენდნენ თავს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Beckwith, Christopher I. The Tibetan Empire in Central Asia: A History of the Struggle for Great Power among Tibetans, Turks, Arabs, and Chinese during the Early Middle Ages' (1987) Princeton University Press. ISBN 0-691-02469-3
- Bushell, S. W. (1880), The Early History of Tibet. From Chinese Sources, Cambridge University Press
- Lee, Don Y. The History of Early Relations between China and Tibet: From Chiu t'ang-shu, a documentary survey (1981) Eastern Press, Bloomington, Indiana. ISBN 0-939758-00-8
- Pelliot, Paul. Histoire ancienne du Tibet (1961) Librairie d'Amérique et d'orient, Paris
- Powers, John. History as Propaganda: Tibetan Exiles versus the People's Republic of China (2004) Oxford University Press. ISBN 978-0-19-517426-7
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Kapstein, Matthew T. (2006). „The Tibetan Empire, late eighth-early ninth centuries“, The Tibetans. ჩიჩესტერი: Wiley-Blackwell, გვ. XX. ISBN 978-0-631-22574-4.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Claude Arpi."Glimpses on The History of Tibet". The Tibet Museum, 2013
- ↑ H.E.Richardson, "The Sino-Tibetan Treaty Inscription of AD 821–823 at Lhasa", JRAS, 2, 1978.
- ↑ 4.0 4.1 4.2 Khenchen Palden Sherab Rinpoche, "The Eight Manifestations of Guru Padmasambhava". Translated by Khenpo Tsewang Dongyal Rinpoche, edited by Padma Shugchang. Turtle Hill: 1992.