ტიანძინის მეტროპოლიტენი
ტიანძინის მეტროპოლიტენი (ჩინ.: 天津地铁, ფინინი Tiānjīn dìtiě) — ტრანსპორტის სახეობა ტიანძინში, რომელიც გაიხსნა 1984 წელს (მეორე მეტროპოლიტენი ჩინეთში პეკინის შემდეგ). დღეისათვის გახსნილია 21 სადგური 1 ხაზზე და 19 - 9-ზე (მსუბუქი მეტრო), ქალაქის ცენტრსა და ბოჰაის ზღვის სანაპიროზე არსებულ ბინჰაის შორის.
მგზავრობის ღირებულება
რედაქტირებამგზავრობის ღირებულება დამოკიდებულია მარშრუტზე. საშუალოდ 1 ხაზზე მგზავრობა ღირს 2-5 იუანი, 9 ხაზზე კი - 2-6 იუანი.
სამუშაო განრიგი
რედაქტირება- 1 ხაზი მუშაობს - 5:00-23:00 საათებში.
- 9 ხაზი - 6:30-21:00 საათებში.
ისტორია
რედაქტირებამეტროს მშენებლობა დაიწყო 1970 წელს. I ხაზი, რომელიც 8 სადგურისგან შედგებოდა, გაიხსნა 1984 წლის 28 დეკემბერს. სადგურები 2-3 მ. სიღრმეზე იყო. I ხაზი 2001 წლის 9 ოქტომბერს რეკონსტრუქციისათვის დაიხურა და 2006 წელს გაიხსნა 22 სადგურით.
დღეისთვის მოქმედი მე-9 ხაზის მშენებლობა დასრულდა 2003 წლის 30 სექტემბერს, საცდელად გაიხსნა 2004 წლის 28 მარტს. 2006 წლის 1 მარტს კი მოხდა მისი საბოლოო გახსნა. 2006 წლის 28 მარტიდან ხაზი მთლიანად ავტომატური მართვის სისტემაზე გადაიყვანეს.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტიანძინის მეტროპოლიტენი საიტზე urbanrail.net დაარქივებული 2008-07-28 საიტზე Wayback Machine.
- Binhai Mass Transit - მსუბუქი მეტროს ხაზის მმართველი კომპანია დაარქივებული 2008-09-29 საიტზე Wayback Machine.