მსუბუქი მეტრო
მსუბუქი მეტრო (მსუბუქი მეტროპოლიტენი) — მსუბუქლიანდაგიანი ტრანსპორტის ნაირსახეობა, საქალაქო ტრანსპორტის რეგულარული ჩქაროსნული, ძირითადად, არაქუჩაში მოძრავი, მიწისზედა (არსებობს მიწისქვეშაც) ლიანდაგიანი სახეობა.
მსუბუქი მეტროპოლიტენის მგზავრთა ნაკადი საათში 15-20 ათას ადამიანს არ აღემატება; ლიანდაგები, როგორც წესი, შემაღლებულ ადგილებზე, ხანდახან ესტაკადებზეა განლაგებული (ხანდახან კი მცირე ზომის საგვირაბო მონაკვეთებზე, მაგ: ქალაქის ცენტრებში, გადასაჯდომ აგდილებში და სხვა), მოძრავ შემადგენლობას ჩვეულებრივ რკინიგზაზე მცირე ზომის გაბარიტები აქვს და 2-3 ვაგონისგან შედგება, გვირაბების დიამეტრი 4-5 მეტრს შეადგენს, გვირაბებსა და ზედაპირებზე დაშვებულია მნიშვნელოვანი დახრები და მცირე მოსახვევი რადიუსები, სადგურებზე პლატფორმები 50-90 მ სიგრძისაა, ხოლო სიგანე 5-8 მ. მსუბუქი მეტროს ხაზები ხშირად არის დაკავშირებული აეროპორტებთან და მეტროსისტემებთან და ძალიან იშვიათად წარმოადგენენ ქალაქის დამოუკიდებელ სატრანსპორტო სისტემას.
სრულიად ან უმეტესწილად მიწისქვეშა მსუბუქი მეტრო შეიძლება მინი-მეტროდ იქნეს წოდებული.
ღირსება
რედაქტირება- მიწისზედა სადგურებისა და სარკინიგზო გადასარბენების მშენებლობა (რომელიც კონსტრუქციით მარტივია) უფრო იაფი ჯდება და გაცილებით ნაკლებ დროსაც იკავებს მიწისქვეშა სადგურების მოწყობასთან დაკავშირებით. (2006 წლის შეფასებით 1 კმ მიწისქვეშა გვირაბის აშენება ღია საშუალებით დაახლოებით 50 მლნ დოლარი ჯდება, ხოლო 1 კმ გვირაბის დახურული მეთოდით მშენებლობა 70-80 მლნ დოლარი. რაც შეეხება 1 კმ მსუბუქი მეტროს მშენებლობას 15-25 მლნ დოლარს შეადგენს.
- არ რჩება გიგანტური უსუფთაო ქვაბულები.
- არ გვხვდება ტიპური პრობლემები განიავებასთან, მცურავ სილებთან და ძვირ და არასაიმედო ესკალატორებთან
ნაკლი
რედაქტირება- საავტომობილო მაგისტრალების გადაკვეთა, რის გამოც აუცილებელი ხდება ძვირადღირებული ხიდების, ესტაკადებისა და გვირაბების აშენება ავტოტრანსპორტისთვის, ასევე მიწისზედა სივრცის გამოყენება, რომელზეც შეიძლება პრეტენზია ჰქონოდა ავტომაგისტრალებს - შედეგად კი ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლებელი შეფერხება და პიკის საათებში საცობების გაჩენა.
- მუდმივი ხმაური;
- სიცივე და პლატფორმების გაყინვა (ზამთრობით);
- დამატებითი საექსპლუატაციო დანახარჯები, თოვლსაწმენდების აუცილებლობა და გზების ხშირი რემონტი;
- დაზიანებული ლანდშაფტი.