ტვიშის მღვიმეები
მღვიმეები საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
ტვიშის მღვიმეები — მღვიმეები საქართველოში, ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტვიშის მახლობლად. მდებარეობს ხვამლის მასივზე, მდინარე რიონის აუზში. მღვიმეები მშრალია, ორივეს შესასვლელი ამოშენებულია დუღაბის კედლით. I მღვიმეში აღმოჩენილია არქეოლოგიური ნაშთები (ძვლები და სხვა), II მღვიმეში — მატერიალური კულტურის ნაშთები (კერამიკა და სხვა).
ტვიშის მღვიმეები | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 712.