ტექინფორმი
ტექინფორმი იგივე სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი — საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი (საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტრო), დაარსდა 1958 წელს. მისი საქმიანობა ორიენტირებულია უზრუნველყოს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო, სამეცნიერო-ტექნიკური, ტექნოლოგიური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა მომხმარებელთა ფართო სპექტრისთვის და ხელი შეუწყოს საქართველოში საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ამ მიზნით ეწევა სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ქმნის შესაბამის ელექტრონულ და ბეჭდურ საინფორმაციო სისტემებს, ქსელებს და ფონდებს, სხვადასხვა ფორმით ავრცელებს მათ. ახორციელებს მთარგმნელობით საქმიანობას, მონაწილეობს ევროკავშირის და სხვა საერთაშორისო პროექტებში, არის მრავალი საერთაშორისო და რეგიონალური საინფორმაციო ქსელის წევრი, ატარებს საერთაშორისო და ადგილობრივ ღონისძიებებს (სემინარები, ტრენინგები, გამოფენები), აყალიბებს საინფორმაციო სისტემებსა და ფონდებს, ახორციელებს საბიბლიოთეკო მომსახურებას.
ტექინფორმი | |
---|---|
შეიქმნა | 1958 |
ტიპი | დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი |
შტაბ-ბინა | 0179, კოსტავას ქ. 47 |
მდებარეობა | თბილისი, საქართველო |
დირექტორი | ნელი მახვილაძე |
ფერები | ცისფერი და ნაცრისფერი |
ოფიციალური ვებგვერდი |
ძირითადი მიმართულებები
რედაქტირება- სამეცნიერო კვლევებისა და საინფორმაციო ანალიზის ჩატარება;
- საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის ასახვა და სამეცნიერო პროდუქციის გავრცელება;
- სამეცნიერო-საინფორმაციო რესურსების შექმნა;
- მეცნიერებისა და განათლების საინფორმაციო მხარდაჭერა;
- ინფორმაციული და ანალიზური მომსახურება.
ისტორია
რედაქტირებატექინფორმი დაარსდა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1958 წლის 10 დეკემბერს № 801 დადგენილებით, როგორც სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტი. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1959 წლის 30 მარტის № 224 დადგენილებით იგი გაერთიანდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პროპაგანდის რესპუბლიკურ სახლთან და დაერქვა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და პროპაგანდის ინსტიტუტი.
საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1969 წლის 4 მარტის № 111 დადგენილებით ინსტიტუტი გარდაიქმნა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტად, ხოლო 1992 წლის 25 მარტის მეცნიერებისა და ტექნიკის სამინისტროს გადაწყვეტილების თანახმად ეწოდა საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი – ტექინფორმი. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის 1993 წლის 26 ნოემბრის № 898გ განკარგულებით ტექინფორმს დაევალა საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლობა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებში.
საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის № 58 დადგენილების საფუძველზე ინსტიტუტი ტექინფორმი დაფუძნდა საჯარო სამართლის იურიდიულ პირად სახელწოდებით სსიპ ინსტიტუტი ტექინფორმი.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს № 246 დადგენილების საფუძველზე მოხდა ტექინფორმის რეორგანიზაცია და ჩამოყალიბდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულად – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სახით[1].
დირექტორები
რედაქტირებასამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა
რედაქტირებასახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მიმდინარე სამუშაოები:
- სამეცნიერო და საინოვაციო საქმიანობის მონიტორინგისა და მართვის ინფორმაციული უზრუნველყოფა;
- სამეცნიერო და ინოვაციური სფეროების მდგომარეობის და განვითარების ტენდენციების შეფასება სტატისტიკურ-მათემატიკური მოდელირების მეთოდების გამოყენებით;
- სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პროდუქტიულობის შეფასება მეცნიერებათმზომელობის (scientometrics) მეთოდების გამოყენებით;
- აგრარული სფეროს მართვისა და ინფორმაციული უზრუნველყოფის საინფორმაციო- ანალიზური სისტემის ფორმირება (განვითარება)[2].
პერსპექტიული კვლევები
რედაქტირება- კვლევითი ორგანიზაციების ფინანსირება-პროდუქტიულობის ანალიზის საინფორმაციო სისტემის ფორმირება;
- საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული სამეცნიერო კვლევების (პროგრამების) რეგისტრაციის სისტემის ფორმირება;
- ქართული სამეცნიერო პერიოდული გამოცემების (პუბლიკაციების) მომზადების პროცესების სტანდარტიზაცია მათი საერთაშორისო ბაზებში ასახვის ხელშეწყობის მიზნით;
- საქართველოს სამეცნიერო პუბლიკაციების ეროვნული ინდექსის ფორმირება საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
საინფორმაციო საქმიანობა
რედაქტირებასხვადასხვა დროს ტექინფორმს შესრულებული აქვს სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი სამუშაოები, რომლებმაც ბიძგი მისცეს საქართველოში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. კერძოდ:
- ტექინფორმმა საქართველოში პირველმა აითვისა რელაციური და სრულტექსტოვანი მონაცემთა ბაზების შექმნისა და ექსპლუატაციის ტექნოლოგია; პირველმა აითვისა დაშორებულ მონაცემთა ბაზებთან დისტანციური მუშაობა.
- მულტიმედიური CD-ROM ტექნოლოგიის ათვისების დაჩქარების მიზნით ჩაატარა საერთაშორისო ტრენინგ-სემინარი, ხოლო 1997 წელს მოამზადა და გამოსცა პირველი ქართული ტირაჟირებული კომპაქტდისკი საქართველოს შესახებ (CD – on Georgia).
- ტექინფორმი სამეცნიერო ტექნიკური ინფორმაციით უზრუნველყოფდა ასობით სამეცნიერო, საწარმოო და ადმინისტრაციულ ორგანიზაციას მათი მუდმივად მოქმედი და ერთჯერადი შეკითხვების საფუძველზე, რითაც, სხვა დადებით შედეგთან ერთად, ქმნიდა ინსტიტუტის შესაძლებლობათა კომერციალიზაციის მექანიზმს (ინსტიტუტის დაფინანსების ნახევარს სახელშეკრულებო სამუშაოები ქმნიდნენ).
- ტექინფორმმა ქართველ მეცნიერებს გააცნო მეცნიერების ციტირების ინდექსი და მისი გამოყენების შესაძლებლობები მოაწყო რა აშშ-ის სამეცნიერო ინფორმაციის ინსტიტუტის გამოცემათა გამოფენა და ჩაატარა რამდენიმე სემინარი ინსტიტუტის დამფუძნებლისა და ციტირების ინდექსის ავტორის იუჯინ გარფილდის მონაწილებით. ამან საფუძველი დაუდო ციტირების მეთოდის გამოყენებას საქართველოში.
- ტექინფორმთან შეიქმნა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ინტერნეტ-პროვაიდერული სამსახური - მულტიმედია ცენტრი.
- ევროკავშირის პროექტის TACIS ფარგლებში ტექინფორმთან დაფუძნდა ბიზნეს კომუნიკაციის ცენტრი, რომლის დანიშნულება იყო მცირე ბიზნესის დახმარება. ფუნქციონირებდა 1994-2004 წწ.
- თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას ემსახურებოდა ვიდეო კონფერენციების და ყოველწლიური საერთაშორისო სემინარების (დისტანციური სწავლება, ელექტრონული კომერცია, ტელემედიცინა და სხვ.) ჩატარება.
- ტექინფორმში შეიქმნა პატენტების ძიების საინფორმაციო სისტემა PARIS. ამ სისტემის მონაცემთა ბაზა შეიცავდა 20 მილიონზე მეტ დოკუმენტს. სისტემა დაყენებული იყო საბჭოთა კავშირის საპატენტო ინფორმაციის 11 უმსხვილეს ცენტრში, მათ შორის, საბჭოთა კავშირის საპატენტო ინფორმაციის სათაო ინსტიტუტში. სისტემა PARIS ნომინირებული იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიაზე.
- UNESCO-ს პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი საერთაშორისო პორტალი: დსთ-ს ქვეყნების საინფორმაციო საზოგადოების გზამკვლევი; ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობა.
- გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მხარდაჭერით 1998 წლიდან ტექინფორმის ბაზაზე შეიქმნა პორტალი AgroWeb Georgia, რომელსაც ტექინფორმი უძღვებოდა 2005 წლის ჩათვლით. ის წარმოადგენს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სასოფლო-სამეურნეო ინფორმაციის ქსელის AgroWeb-ის ნაწილს.
- მონაწილეობდა სამეცნიერო-ტექნოლოგიური სამეწარმეო პროგრამა STEP-ის განხორციელებაში.
- განახორციელა პროექტი — ბრიტანული წიგნები მენეჯერთათვის. პროექტი მოიცავდა ბრიტანული გამოცემების ბაზრის შესწავლას სამხრეთ კავკასიაში და ბრიტანული თანამედროვე გამოცემების თარგმნის სქემას ქართულ ენაზე.
- განხორციელდა დსთ-ს ქვეყნებთან ტელემატიკის საშუალებათა გამოყენების სფეროში თანამშრომლობის მხარდაჭერის პროექტი.
- განხორციელდა პროექტი კვლევითი კოოპერაცია — გერმანიისა და საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის ახალი ქართული ტექნოლოგიების გადაცემის მხარდასაჭერად.
საინფორმაციო მომსახურება
რედაქტირება- საცნობარო-საინფორმაციო მომსახურება;
- საკონსულტაციო მომსახურება;
- სამეცნიერო რეიტინგის განსაზღვრა;
- საბიბლიოთეკო საქმიანობა;
- სემინარების, კონფერენციების, ტრენინგების, გამოფენების ორგანიზება.
კონცეფციები, რეკომენდაციები
რედაქტირებატექინფორმში შემუშავდა სახელმწიფო მნიშვნელობის ისეთი კონცეფციები და რეკომენდაციები, როგორიცაა კონცეფციები საქართველოს სამეცნიერო-ტექნიკური განვითარების, საქართველოს საპატენტო სისტემის სტრუქტურისა და ფუნქციონირების, საქართველოს ხელისუფლების საინფორმაციო უზრუნველყოფის, საქართველოში შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების და დისერტაციების რეგისტრაციის (აღრიცხვის), თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ; რეკომენდაციები სარედაქციო საბჭოებისათვის — სამეცნიერო ჟურნალების მომზადება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და სხვ.
მოხდა ზოგიერთი კონცეფციისა და რეკომენდაციის რეალიზაცია. მაგალითად, წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს პარლამენტის კვლევითი სამსახური და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი — საქპატენტი.
პერიოდიკა
რედაქტირებაქართული რეფერატული ჟურნალი
რედაქტირებაპერიოდული გამოცემა, გამოდის 2000 წლიდან. იგი თავს უყრის სამეცნიერო-ტექნიკური სფეროს 100-ზე მეტი დასახელების პერიოდულ გამოცემებში ასახული პუბლიკაციების რეფერატებს. ჟურნალი პოლითემატურია, რეფერატები დალაგებულია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის სამეცნიერო დარგების კლასიფიკატორის მიხედვით. ქართული რეფერატული ჟურნალი გამოდის წელიწადში ორჯერ ქართულ და ინგლისურ ენებზე[3].
CAJNN
რედაქტირებაელექტრონული რეფერატული ჟურნალის „Caucasus Abstracts Journal of Nanoscience and Nanotechnology“ პირველი ნომერი ტექინფორმმა განათავსა საიტზე 2019 წელს. ამ ჟურნალის შექმნა მიზნად ისახავს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გამოქვეყნებული შესაბამისი სფეროს სამეცნიერო პუბლიკაციების რეფერატების თავმოყრას ერთ გამოცემაში. პირველწყაროებად გამოყენებულ იქნება სამეცნიერო-პერიოდული ჟურნალები, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციების შრომათა კრებულები, სამეცნიერო კონფერენციების მასალები, დისერტაციები, მონოგრაფიები და სხვა სამეცნიერო გამოცემები. ჟურნალის თემატური რუბრიკები შერჩეულია ამიერკავკასიის ქვეყნებში დღეისათვის მიმდინარე კვლევების მიმართულებების მიხედვით. ასეთებია: ნანოფიზიკა, ნანოქიმია, ნანობიოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ნანოინჟინერია, ნანომედიცინა[4].
გამოცემები
რედაქტირება- სამეცნიერო პუბლიკაციების საერთაშორისო ბაზების კლასიფიკატორები, სტუ, თბ., 2017, ISBN 978-9941-20-752-5
- კოპალეიშვილი მ., მახვილაძე ნ., ჩუბინიშვილი თ., საინოვაციო საქმიანობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თბ., 2010, ISBN 978-99928-995-7-1
- საქართველო ინტერნეტში, თბ., 2004, ISBN 99928-995-2-2
- საქართველოს საკანონმდებლო აქტები, პერიოდული ჟურნალი ქართულ და ინგლისურ ენაზე. 1994 – 2004 წწ.
- საქმიანი საქართველო - საქართველოს კომპანიები, 2003, თბ., 2003, ISBN 99928-810-0-3
- GEORGIA TODAY- Investor's Guide, თბ., 2001, ISBN 99928-995-1-4
თარგმანები
რედაქტირება- ჯანსაღი კვების სწავლება დაწყებით სკოლებში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, ტექინფორმი, 2008, ტომი 1[მკვდარი ბმული] და ტომი 2[მკვდარი ბმული]
- შარლოტა პერკინს გილმანი, ქალი და ეკონომიკა, თბ., 2004 ISBN 99928-995-5-7
- კ. ბაროუ და სხვ., ბიზნეს-გეგმის სახელმძღვანელო, 2003, ISBN 99928-810-2-X
- დევიდ ქემპბელი, ბიზნესი არაბიზნესის სპეციალობის სტუდენტებისათვის, 2002, ISBN 99928-884-1-5
- ჯონ სპენსერი, ადრიან პრუსი, პროფესიონალი მდივანი წიგნი I, თბ., 2002, ISBN 99928-810-5-4
- ჯონ სპენსერი, ადრიან პრუსი, პროფესიონალი მდივანი წიგნი II, თბ., 2002, ISBN 99928-810-6-2
- დევიდ ფილიპი, როგორ დავიწყოთ, თბ., 2001, ISBN 99928-810-3-8
- ჯონ მოლი, თქვენი მანერების შესახებ, თბ., 2001, ISBN 99928-810-1-1
- მაიკლ სტივენსი, როგორ შევძლოთ პრობლემის წარმატებით გადაჭრა, თბ., 2001, ISBN 99928-884-0-7
- ქრის რაისი, შევიცნოთ მომხმარებელი, თბ., 2001, ISBN 99928-810-4-6
საერთაშორისო თანამშრომლობა
რედაქტირებასაქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტექინფორმს 1993 წლიდან დაევალა საქართველოს წარმომადგენლობა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ტექინფორმი წლების მანძილზე თანამშრომლობს რიგ საერთაშორისო ორგანიზაციასთან — UNESCO, UNIDO და სხვ. სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრში წარმოადგენს საქართველოს[5].
ტექინფორმში ფუნქციონირებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის სადეპოზიტო ბიბლიოთეკა.
2020 წლის 2-3 ივლისს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ ჩაატარა AGRIS-ის (მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო სისტემის) საზოგადოების რიგით მესამე წლიური შეკრება, სადაც ტექინფორმმა მონაწილეობა მიიღო, როგორც AGRIS-ის ეროვნულმა ცენტრმა საქართველოში.
შეკრება ეძღვნებოდა AGRIS-ის სისტემის მართვისა და მისი გამოყენების უპირატესობებს, სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროს სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების ხელშეწყობას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, ტაილანდი, მოლდოვა, გერმანია, ყაზახეთი, იტალია, უკრაინა, რუსეთი, ბელარუსი, საქართველო და სხვა.
აღნიშნულ ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობდა ტექინფორმის დირექტორის მოადგილე მარინა რაზმაძე და წარმოადგინა მოხსენება AGRIS-ის როლი საქართველოს სურსათისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერების განვითარებაში.[6][7]
ტექინფორმი არის გაეროს სოფლის მეურნეობის მრავალენოვანი თეზაურუსის AGROVOC-ის ტერმინების ქართული შესატყვისების ერთადერთი და ძირითადი მიმწოდებელი საქართველოდან[8].
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 853, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ ინსტიტუტი ტექინფორმი
- ↑ სამეცნიერო მიმართულებები
- ↑ ქართული რეფერატული ჟურნალი (ქრჟ)
- ↑ CAUCASUS ABSTRACTS JOURNAL OF NANOSCIENCE AND NANOTECHNOLOGY
- ↑ თანამშრომლობა
- ↑ 2020 Annual AGRIS Community Meeting Panel Session
- ↑ AGRIS Webinar: AGRIS – An excellent capability for developing Food and Agricultural Sciences in Georgia
- ↑ AGROVOC Multilingual Thesaurus - Vocabulary information