ტეტრაჰიდროფურანი — ორგანული ნივთიერება ფორმულით (CH2)4O. მიეკუთნება როგორც ჰეტეროციკლურ ნაერთებს, ისე ციკლური ეთერების ჯგუფს. არის უფერო, წყალში უხსნადი, არაბლანტი სითხე. აქვს ეთერების მსგავსი სუნი.

ტეტრაჰიდროფურანი
ტეტრაჰიდროფურანი: ქიმიური ფორმულა
ტეტრაჰიდროფურანი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდება1,4-ეპოქსიბუტანი, ოქსაციკლოპენტანი
ტრადიციული სახელწოდებაოქსოლანი, ტეტრაჰიდროფურანი, ციკლოტეტრამეთილენის ოქსიდი, დიქთილენის ოქსიდი, ტეტრა-მეთილენის ოქსიდი.
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა72.107 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0.8892 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−108.4 °C
დუღილის ტემპერატურა66 °C
უსაფრთხოება
LD501650
კლასიფიკაცია
CAS 109-99-9

წარმოება

რედაქტირება

საშუალოდ 200 000 ტონა ტეტრაჰიდროფურანი იწარმოება ყოველწლიურად[1]. ძირითადად იღებენ მჟავური კატალიზით 1,4-ბუტანდიოლის დეჰიდრატაციით. ეს რეაქცია დიეთილის ეთერისაგან ეთანოლის წარმოების მსგავსია.

ტეტრაჰიდროფურანს მეორენაირად იღებენ ფურანის ჰიდრირებით[2][3].

უსაფრთხოება

რედაქტირება

ტეტრაჰიდროფურანი არის ფეთქებადი ნივთიერება. განსაკუთრებით ფეთქებადია მისი ფეროქსიდი ჰაერზე.

 

ამ პრობლემის შესამცირებლად იყენებენ ბუტილირებულ ჰიდროქსიტოლუოლს.

  1. Karas, Lawrence; Piel, W. J. (2004). „Ethers“. Kirk‑Othmer Encyclopedia of Chemical Technology. John Wiley & Sons.
  2. Morrison, Robert Thornton; Boyd, Robert Neilson (1972) Organic Chemistry, 2nd, Allyn and Bacon, გვ. 569. 
  3. Starr, Donald; Hixon, R. M. (1943). "Tetrahydrofuran". Organic Syntheses.; Collective Volume, 2, p. 566