ფურანი — ხუთატომიანი ჰეტეროციკლური ნაერთი, რომელთა შორის ოთხი ნახშირბადისაა, ხოლო ერთი — ჟანგბადის. არის უფერო, ცეცხლსაშიში, ძლიერ აქროლადი ნივთიერება. იხსნება ისეთ ორგანულ გამხსნელებში, როგორებიცაა ალკოჰოლი, ეთერი და აცეტონი. წყალში მცირედ ხსნადია[2]. ფურანი ტოქსიკურია და შეიძლება ადამიანისთვის კანცეროგენული აღმოჩნდეს. სახელი ფურანი მომდინარეობს ლათინური სიტყვა furfur-ისაგან, რაც ნიშნავს ქატოს[3]. პირველად ფურანი აღწერა კარლ ვილჰელმ შეელემ 1780 წელს. ფურანისგან ხდება მრავალი ორგანული ნაერთის მიღება მაგალითად ტეტრაჰიდროფურანის.

ნახშირორჟანგი
ფურანი: ქიმიური ფორმულა
ფურანი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
სისტემური სახელწოდებაფურანი[1]
ტრადიციული სახელწოდება1,4-ეპოქსიბუტა-1,3-დიენი, 1,4-ეპოქსი-1,3-ბუტადიენი, 5-ოქსაციკლოპენტა-1,3-დიენი, 5-ოქსაციკლო-1,3-პენტადიენი, ფურფურანი, დივინილის ოქსიდი.
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა68.075 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე0.936 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა−85.6 °C
დუღილის ტემპერატურა31.3 °C

წარმოება

რედაქტირება

ფურანის ინდუსტრიული მიღების ხერხი მდგომარეობს შემდეგში: კატალიზატორად გამოყენებულია პალადიუმი და ხდება ფურფურალის დეკარბონილაცია. მეორე ხერხით კატალიზატორად იყენებენ სპილენძს (სპილენძის(II) ქლორიდს); რეაქცია მდგომარეობს 1,3-ბუტადიენის ოქსიდაციაში[4].

 
  1. (2014) Nomenclature of Organic Chemistry : IUPAC Recommendations and Preferred Names 2013 (Blue Book). Cambridge: The Royal Society of Chemistry, გვ. 392. DOI:10.1039/9781849733069-FP001. ISBN 978-0-85404-182-4. 
  2. Jakubke, Hans Dieter; Jeschkeit, Hans (1994) Concise Encyclopedia of Chemistry. Walter de Gruyter, გვ. 1–1201. ISBN 0-89925-457-8. 
  3. Senning, Alexander (2006). Elsevier's Dictionary of Chemoetymology. Elsevier. ISBN 0-444-52239-5. 
  4. Hoydonckx, H. E.; Van Rhijn, W. M.; Van Rhijn, W.; De Vos, D. E.; Jacobs, P. A. Furfural and Derivatives. DOI:10.1002/14356007.a12_119.pub2.