დიეთილის ეთერი
დიეთილის ეთერი — ეთერის კლასის ორგანული ნივთიერება ქიმიური ფორმულით . მისი ფორმულა ასევე გამოისახება შემდეგი სახით — . არის უფერო, ძლიერ აქროლადი და ცეცხლსაშიში სითხე. დღეისათვის ლაბორატორიაში ძირითადად გამოიყენება როგორც ორგანული გამხსნელი, უწინ კი გამოიყენებოდა ანესთეზიისათვის.
დიეთილის ეთერი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | ეტოქსიეთანი |
ტრადიციული სახელწოდება | დიეთილის ეთერი; დიეთერი; ეთილ ეთერი; ეთილის ოქსიდი; 3-ოქსაპენტანი; ეტოქსიეთანი; დიეთილის ოქსიდი; გამხსნელი ეთერი; გოგირდ ეთერი. |
ქიმიური ფორმულა | |
მოლური მასა | 74.123 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 0.7134 გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | −116.3 °C |
დუღილის ტემპერატურა | 34.6 [1] °C |
ხსნადობა ნივთიერებაში წყალი | 6.05 [2] გ/100 მლ |
წარმოება
რედაქტირებადიეთილის ეთერი იწარმოება ეთანოლისა და ძლიერი მჟავისაგან[3] ჩვეულებრივ იყენებენ გოგირდმჟავას (H2SO4). მჟავის თანაობისას წარმოიქმნება ჰიდრონიუმის იონი (H3O+). შედეგად, ეთანოლის მოლეკულა ხდება დადებითად დამუხტული, რადგან ხდება ელექტროუარყოფითი ჟანგბადატომის პროტონაცია.
- CH3CH2OH + H3O+ → CH3CH2OH2+ + H2O
ნუკლეოფილი ჟანგბადის ატომი ეთანოლს წაართმევს პროტონს და მიიღება წყალი, წყალბადის კატიონი და დიეთილის ეთერი.
- CH3CH2OH2+ + CH3CH2OH → H2O + H+ + CH3CH2OCH2CH3
აუცილებელია რეაქცია მიმდინარეობდეს 150 °C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება ეთანოლის მოლეკულაში შიგამოლეკულური დეჰიდრატაცია და მიიღება ეთილენი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Diethyl ether. ChemSpider. ციტირების თარიღი: 19 January 2017.
- ↑ Merck Index, 10th Edition, Martha Windholz, editor, Merck & Co., Inc, Rahway, NJ, 1983, page 551
- ↑ Cohen, Julius Berend (1920). A Class-book of Organic Chemistry, Volume 1. London: Macmillan and Co., გვ. 39.