ტეტიანა ჩორნოვოლი
ტეტიანა ჩორნოვოლი (უკრ. Тетяна Чорновол; დ. 4 ივნისი, 1979) — უკრაინის უმაღლესი საბჭოს (რადის) მე-8 მოწვევის დეპუტატი, ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე.
ტეტიანა ჩორნოვოლი | |
---|---|
უკრ. Тетяна Миколаївна Чорновол | |
დაბადების თარიღი | 4 ივნისი, 1979 (45 წლის) |
დაბადების ადგილი | კიევი |
მოქალაქეობა | უკრაინა[1] |
განათლება | Kyiv International University |
მეუღლე/ები | Mykola Berezovyj |
ჯილდოები | Order for Bravery 3rd Class of Ukraine |
chornovol.info | |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება და ჟურნალისტური საქმიანობა
რედაქტირებატეტიანა ჩორნოვოლმა კიევში 2001 წელს დაამთავრა ლინგვისტიკის და სამართლის საერთაშორისო ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1996 წელს იგი შეუერთდა მემარჯვენე პარტია უნა-უნსოს, სამი წლის შემდეგ კი მისი პრეს-სპიკერი გახდა. ჩეჩნეთის მიმართ სოლიდარობის ფარგლებში ის სათავეში ჩაუდგა კიევში გახსნილ ჩეჩნეთის საინფორმაციო ცენტრს, აგრეთვე, მონაწილეობდა ჩეჩენი დევნილების სარეაბილიტაციო ცენტრში "თავისუფალი კავკასია".
1998-2013 წლებში იგი მუშაობდა რამდენიმე წამყვან უკრაინულ მედია-გამოცემაში საგამოძიებო ჟურნალისტიკის განხრით და დაკავებული იყო უმაღლესი თანამდებობის პირების კორუფციული საქმიანობის მხილებით. 2006 წელს მან შეაგროვა მასალები კიევის გარეუბანში მდებარე "მილიონერთა დასახლებაზე". ანტიკორუფციული გამოძიების შედეგები ორ მედია-გამოცემაში გამოქვეყნდა, მათ შორის რეზონანსული სტატიები პრემიერ-მინისტრ მიკოლა აზაროვის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვიქტორ ზახარჩენკოს და სხვა ჩინოსნების წინააღმდეგ.
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებახელისუფლების შეცვლის შემდეგ 2014 წლის მარტში ტეტიანა ჩორნოვოლი დაინიშნა მთავრობის წარმომადგენლად ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით, მაგრამ აგვისტოში იგი გადადგა იმ მოტივით, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ გააჩნდა. სექტემბერში მან მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის მრჩევლად და მონაწილეობა მიიღო მარიუპოლის დაცვაში.
ტეტიანა ჩორნოვოლი 2014 წლის ნოემბერში რადის წევრი გახდა "სახალხო ფრონტის" სიით, რომელსაც სათავეში პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი ედგა. იგი მუშაობდა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის კომიტეტში.
2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩორნოვოლი კენჭს იყრიდა პეტრო პოროშენკოს პარტია "ევროპული სოლიდარობიდან", თუმცა გამსვლელ დეპუტატთა სიაში ვერ მოხვდა.[2]
სამოქალაქო აქციების მოწყობა
რედაქტირებაუნა-უნსოს წევრების დაპატიმრების პროტესტის ნიშნად ტეტიანა ჩორნოვოლმა 2001 წელს თანამოაზრესთან ერთად რკინიგზის ლიანდაგზე თავი მიიჯაჭვა. იგი რადიკალური ბრძოლის მომხრე იყო, ამიტომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დაწყების გამო პარტიას გაემიჯნა.
2012 წლის აგვისტოში რადამ მოიწონა კანონპროექტი სახელმწიფო ენის შესახებ, რომელიც ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. ჩორნოვოლმა იანუკოვიჩის რეზიდენციისკენ მიმავალ გზაზე კედელზე წარწერა დატოვა - იანუკოვიჩ, ენა შენი ვერდიქტია! [3]
იგი მონაწილეობდა ხმაურიან აქციებში კიევში მიწების უკანონო დატაცების და ისტორიული არქიტექტურის განადგურების წინააღმდეგ. 1 დეკემბერს 2013 ჟურნალისტმა კიევის საქალაქო საბჭოს შენობის ფანჯრები ჩაამსხვრია და მომხრეებთან ერთად შიგნით შეაღწია. ეს ქმედება მან იმით გაამართლა, რომ სიცივეში მყოფ პროტესტის მონაწილეებს შენობაში გათბობა ესაჭიროებოდათ.[4]
იგი პირადად ისროდა კვერცხებს, ასევე წერდა წარწერებს პრორუსული პოლიტიკური მოღვაწის ვიქტორ მედვედჩუკის სახლის კედელზე.[5]
ბრძოლა მრავალ დაბრკოლებას აწყდებოდა. ტეტიანა ჩორნოვილის სტატიის გამოქვეყნების შემდგომ ცნობილმა ოლიგარქმა რინატ ახმეტოვმა ლონდონის სასამართლოში იჩივლა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. კიევში მილიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო ჟურნალისტი 130 გრივნით (4 ევრო) დაჯარიმდა, ხოლო ხულიგნობის გამო - 113 გრივნით.[6]
ჩორნოვოლი ფიზიკური ძალადობის ობიექტიც გახდა. 2013 წლის 25 დეკემბერს მომხდარი ჯგუფური თავდასხმის შედეგად იგი საავადმყოფოში მოათავსეს ცხვირის მოტეხილობით, ტვინის შერყევით და მრავლობითი დაჟეჟილობით.[7]
მაიდანი
რედაქტირებატეტიანა ჩორნოვოლი ცნობილი იყო, როგორც მეამბოხე სულის მქონე, ენერგიული, შეუპოვარი და უკომპრომისო მებრძოლი, ამიტომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლო დროის ყველა ძირითად პოლიტიკურ აქციაში. თავისი რადიკალური შეხედულებების გამო იგი 2013-14 წლების იმ მასობრივი სახალხო გამოსვლების ერთ-ერთი ლიდერი გახდა, რომელმაც სამი თვის შემდეგ ვიქტორ იანუკოვიჩის ხელისუფლება შეიწირა.
საგამოძიებო ორგანოებმა 2020 წლის 15 დეკემბერს ჩორნოვოლს ბრალდება წაუყენეს განზრახ მკვლელობის მუხლით. მისი ორგანიზებით, 2014 წლის 18 თებერვალს პოლიტიკურმა აქტივისტებმა იერიში მიიტანეს მმართველი "რეგიონების პარტიის" ერთ-ერთ ოფისზე და მას ცეცხლი წაუკიდეს. ერთი ადამიანი დაიღუპა. სასამართლოში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ექს-დეპუტატს უვადო პატიმრობა ემუქრება.[8]
რუსეთის მიმართ დამოკიდებულება
რედაქტირება2018 წელს რუსეთის ფედერაციამ შემოიღო სანქციები უკრაინის 127 სახალხო დეპუტატის, მათ შორის ტეტიანა ჩორნოვოლის წინააღმდეგ.[9]
ჩორნოვოლმა მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, დაელოდოს რუსეთში უწესრიგობების დაწყებას, რათა ყირიმის დაბრუნების მიზნით სამხედრო ოპერაცია ჩაატაროს. ამის საპასუხად ნახევარკუნძულზე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების წარმომადგენელმა გამოთქვა აზრი, რომ განცხადების ავტორმა პასუხი უნდა აგოს რუსეთის კანონმდებლობის საწინააღმდეგო მოწოდების გამო.
რუსეთის შეჭრა უკრაინაში
რედაქტირებაუკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, ტეტიანა დამცველთა რიგებს შეუერთდა. სწავლების გავლის შემდეგ, ის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის „სტუგნას“ ოპერატორი გახდა და თავის შენაერთთან ერთად კიევის ოლქში მოწინააღმდეგის ჯავშანსატანკო კოლონებისგან ქალაქის დაცვის ოპერაციებში იღებდა მონაწილეობას.[10]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირებაჩორნოვოლის მეუღლე მიკოლა ბერეზოვოი თავდაპირველად უნა-უნსოს აქტივისტი იყო. 2012 წელს იგი ვიტალი კლიჩკოს პარტია "უდარში" გაწევრიანდა, ხოლო დონბასის ომის დაწყების შემდეგ ბატალიონ "აზოვის" მებრძოლი გახდა. დაიღუპა 2014 წლის 10 აგვისტოს ილოვაისკის მიდამოებში. პრეზიდენტ პოროშენკოს ბრძანებულებით, სიკვდილის შემდეგ მიენიჭა "ორდენი მამაცობისთვის".
წყვილს ორი შვილი შეეძინა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებატეტიანა ჩორნოვოლი გახდა მარკ ჯონათან ჰარისის და ოლეს სანინის დოკუმენტური ფილმის Breaking Point: The War for Democracy in Ukraine მთავარი მოქმედი პირი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ OpenSanctions
- ↑ Tatyana Chornovol obozrevatel.com
- ↑ Tatyana Chornovol: from a journalist to the heard of the anti-corruption bureau[მკვდარი ბმული] en.public-welfare.com
- ↑ Tetiana Chornovol celebsagewiki.com
- ↑ Profile: Tetyana Chornovol bbc.com, 25 December 2013
- ↑ Persons: Chornovol Tatyana file.liga.net
- ↑ Ukrainian journalist beaten cnn.com, 25 December 2013
- ↑ Charge of Euromaidan activist with non-existent murder slammed as revanche of pro-Russian forces euromaidanpress.com, 18 December 2020
- ↑ Под экономические санкции России попали 127 нардепов - Чесно pravda.com.ua, 1 November 2018
- ↑ From journalist to MP to anti-tank operator in Ukraine rte.ie, 21 March 2022