ტერესკენი
ტერესკენი (ლათ. Ceratoides) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთსახლიანი ბუჩქბალახები ან პატარა ბუჩქებია. ფოთლები და ერთწლიანი ყლორტები ვარსკვლავა ბეწვებით აქვთ მოფენილი.
ტერესკენი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Ceratoides | ||||||||||||
|
7—8 სახეობა გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, იშვიათად ჩრდილოეთ აფრიკაში. ველზე, ნახევრად უდაბნოსა და უდაბნოში. საქართველოში გვხვდება 1 სახეობა — Ceratoides latens (ადრე Eurotia ceratoides). იზრდება ქართლსა და მესხეთში, მთის შუა სარტყლამდე, მშრალ, ღორღიან ფერდობებზე. უდაბნოში იყენებენ საწვავად და აქლემის საკვებად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 697.