ტაშისკარის არხი

სარწყავი არხი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში

ტაშისკარის არხი, დოღლაურის არხი — საინჟინრო სარწყავი სისტემა შიდა ქართლის მხარეში. იწყება სოფელ ტაშისკართან, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მიემართება აღმოსავლეთისკენ, შემდეგ უხვევს ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ, სოფელ ზემო შაქშაქეთთან კვეთს მდინარე აღმოსავლეთის ფრონეს და მთავრდება სოფელ ბრეთის მახლობლად. სიგრძე 62 კმ, წყლის ხარჯი 12,0 მ³/წმ. მწყობრში ჩადგა 1959 წელს. რწყავს ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების სავარგულებს (10,4 ათასი ჰა).

ლიტერატურა

რედაქტირება