ტაილანდის ადმინისტრაციული დაყოფა
ტაილანდი იყოფა 77 პრივინციად (ტაი. จังหวัด; ქართ. ჩანგვათ), ტაილანდის დედაქალაქის ჩათვლით, რომელიც 1972 - 2013 წლებში იყო მუნიციპალიტეტი.[1]
შემდეგ, ყოველი პროვინცია იყოფა რაიონებად — 2011 წლის მონაცემებით 878 რაიონია (ტაი. อำเภอ; ქართ. ამფჰოე) და ასევე 50 დედაქალაქ ბანგკოკის რაიონი.[2] ყოველ პროვინციაში არის ერთი ცენტრალური რაიონი (ტაი. อำเภอเมือง; ქართ. ამფჰოე მუეანგ). გამონაკლისია პროვინცია აიუთთჰაია, სადაც პროვინციას და ცენტრალურ რაიონს ერთად ჰქვია „Phra Nakhon Si Ayutthaya“. 2007 წლამდე არსებობდა 81 მცირე რაიონი (ტაი. กิ่งอำเภอ; ქართ. კინგ ამფჰოე), რომელიც შემდეგ გადაკეთდა ჩვეულებრივ რაიონად.
ბანგკოკში ქალაქის რაიონებს ეწოდება — „ქჰეთ“-ი (ტაი. เขต), რომლებიც შემდეგში იყოფებიან „ქვენგ“-ებად (ტაი. แขวง). თითქმის ზუსტად ასე იყოფებიან რაიონები („თამბონ“-ებად) სხვა პროვინციებშიც.
თამბონ (ტაი. ตำบล) შემდეგ იყოფა „მუბან“-ებად (ტაი. หมู่บ้าน), ანუ სოფლებად.[3]
საქალაქო (მუნიციპალური) გაერთიანებები
რედაქტირებაზემოთ აღნიშნული ადმინისტრაციული დაყოფის გარდა ტაილანდში დასახლებული პუნქტები კიდევ იყოფებიან დიდ და საშუალო ქალაქებად, დასახლებებად და სოფლებად, რომლებსაც აქვთ მინიჭებული გარკვეული ფუნქციები რაიონების და მუნიციპალიტეტების.
საქალაქო (მუნიციპალური) (ტაი. เทศบาล; ქართ. თხეთსაბან) ადმინისტრაციული დაყოფის სამი დონე:
- დიდი ქალაქი — 50 ათასზე მეტი მოსახლე, მოსახლეობის სიმჭიდროვე 3 ათასზე მეტი ადამიანი თითო 1 კმ²-ზე.
- საშუალო ქალაქი ან პრივინციის ცენტრი — 10 ათასზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე 3 ათასზე მეტი ადამიანი თითო 1 კმ²-ზე.
- დასახლება (პატარა ქალაქი) — 5 ათასზე მეტი ადამიანი, მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია 1.5 ათას ადამიანზე თითო 1 კმ²-ზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ rirs3.royin.go.th/dictionary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-03. ციტირების თარიღი: 2016-02-04.
- ↑ www.dla.go.th
- ↑ www.ratchakitcha.soc.go.th. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2016-02-04.