ისანის რეგიონი
ისანი (ტაი. ภาคอีสาน) — რეგიონი ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთში[1], მოიცავს ქვეყნის 20 პროვინციას.
გეოგრაფია
რედაქტირებაფართობი - დაახლოებით 170 ათასი კვადრატული კილომეტრი. ისანის რეგიონი ესაზღვრება სამხრეთით კამბოჯის, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან - ლაოსს. დასავლეთში, რეგიონს დანარჩენ ქვეყნისგან გამოყოფს ფჰეტჩაბუნის მთიანი ქედი და სონგხრამის მთიანი ქედი. ისანის რეგიონის ძირირთადი ნაწილი დევს კორატის პლატოზე, საშუალო აბსოლუტური სიმაღლით 200 მ. დიდი მდინარეებია — მუნი, ჩი და სონგკხრამი.
რეგიონის კლიმატი ტროპიკულია, ხოლო მთებში — სუბტროპიკული. ისანის რეგიონი ძირითადად დაფარულია ტროპიკული ტყეებით, ტერიტორიების დიდი ნაწილი დაცული რეზერვებია.
დემოგრაფია
რედაქტირებაისანის რეგიონის მოსახლეობა 2010 წლისთვის შეადგენდა 19.226.578 კაცს. განსხვავებით დანარჩენი ქვეყნის საერთო დიალექტებისა აქ გავრცელებულია ლაოსური დიალექტი, რომელზეც გავლენას ახდენს ტაილანდური. კამბოჯის საზღვარზე მოსახლეობა საუბრობს კხმერულ ენაზე.[2]
ძირითადი რელიგია - ბუდიზმია.
ადმინისტრაციული დაყოფა
რედაქტირებაისანის რეგიონი იყოფა 20 პროვინციად.
№ | პროვინცია | ტაი. | ადმინისტრაციული ცენტრი | მოსახლეობა (2010) |
ფართობი კმ² |
სიმჭიდროვე კაცი/კმ² |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ამნატჩარენი | (อำนาจเจริญ) | ამნატჩარენი | 278 893 | 3 161 | 88,23 |
2 | ბურირამი | (บุรีรัมย์) | ბურირამი | 1 265 020 | 10 323 | 122,54 |
3 | ბენგკანი | (บึงกาฬ) | ბენგკანი | 418 566 | 4 305 | 97,2 |
4 | კალასინი | (กาฬสินธุ์) | კალასინი | 814 768 | 6 947 | 117,28 |
5 | კჰონკენი | (ขอนแก่น) | კჰონკენი | 1 735 096 | 10 886 | 159,39 |
6 | ლეი | (เลย) | ლეი | 537 226 | 11 425 | 47,02 |
7 | მაჰასარაკჰამი | (มหาสารคาม) | მაჰასარაკჰამი | 817 778 | 5 292 | 154,53 |
8 | მუკდაჰანი | (มุกดาหาร) | მუკდაჰანი | 356 312 | 4 340 | 82,10 |
9 | ნაკჰონფხანომი | (นครพนม) | ნაკჰონფხანომი | 578 363 | 5 513 | 104,91 |
10 | ნაკჰონრატჩასიმა | (นครราชสีมา) | ნაკჰონრატჩასიმა | 2 522 251 | 20 494 | 123,07 |
11 | ნონგბუალამფხუ | (หนองบัวลำภู) | ნონგბუალამფხუ | 479 905 | 3 859 | 124,36 |
12 | ნონგკჰაი | (หนองคาย) | ნონგკჰაი | 809 431 | 3 027 | 267,40 |
13 | როიეტი | (ร้อยเอ็ด) | როიეტი | 1 074 283 | 8 299 | 129,45 |
14 | საკონ-ნაკჰონი | (สกลนคร) | საკონ-ნაკჰონი | 932 315 | 9 606 | 97,06 |
15 | სისაკეტი | (ศรีสะเกษ) | სისაკეტი | 1 044 965 | 8 840 | 118,21 |
16 | სურინი | (สุรินทร์) | სურინი | 1 112 330 | 8 124 | 136,92 |
17 | უბონრატჩატჰანი | (อุบลราชธานี) | უბონრატჩატჰანი | 1 735 803 | 15 745 | 110,24 |
18 | უდონტჰანი | (อุดรธานี) | უდონტჰანი | 1 280 696 | 11 730 | 109,18 |
19 | ჩაიიაფუმი | (ชัยภูมิ) | ჩაიიაფუმი | 953 124 | 12 778 | 74,59 |
20 | იასოტჰონი | (ยโสธร) | იასოტჰონი | 479 453 | 4 162 | 115,20 |
ჯამში | 19 226 578 | 168 856 | 113,86 |
ეკონომიკა
რედაქტირებაამ რეგიონში ეკონომიკის საფუძველია — სოფლის მეურნეობა. აქ კლიმატი საშუალებას აძლევს, რომ გაიზარდოს სხვადასხვა ნათესები. ასევე აქ განვითარებულია მეთევზეობა და მეცხოველეობა.
მრეწველობა და ინფრასტრუქტურა აქ ნაკლებად განვითარებულია, ვიდრე დანარჩენ ქვეყანაში.
ისანი არის ტაილანდის ღარიბი რეგიონი. შემოსავლის დონე თითქმის ორჯერ დაბალია ქვეყნის საშუალო ნიშნულისგან, მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Klaus Glashoff. Spoken Sanskrit. Spokensanskrit.de. ციტირების თარიღი: 2010-05-02.
- ↑ Draper, John; Prasertsri, Paweena (2013), "The Isan Culture Maintenance and Revitalisation Programme's multilingual signage attitude survey", Journal of Multilingual and Multicultural Development (Tailor & Francis) 34 (7): 618, , ISSN 0143-4632, http://www.tandfonline.com/doi/abs/10.1080/01434632.2013.814659#.Ux1Gkc5UNpV
- ↑ www.bangkokpost.com/archive/farang-in-laws-add-b8-7bn-to-gdp/438812