ჩაიიაფუმის პროვინცია

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ჩაიიაფუმის პროვინცია (ტაი. ชัยภูมิ) — ტაილანდის 76 პროვინციიდან ერთ-ერთი. ის მდებარეობს ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთით. მას ასევე უწოდებენ ისანს. ჩაიიაფუმის მეზობელი პროვინციებია: ქონკენი, ნაქონ რატჩასიმა, ლოპბური და ფეტჩაბუნი.

პროვინცია
ჩაიიაფუმის პროვინცია
ტაი. ชัยภูมิ
დროშა გერბი


ชัยภูมิ เมืองผู้กล้า พญาแล
ქვეყანა ტაილანდის დროშა ტაილანდი
ადმ. ცენტრი ჩაიიაფუმი
შიდა დაყოფა Mueang Chaiyaphum, Ban Khwao, Khon Sawan, Kaset Sombun, Nong Bua Daeng, Chatturat, Bamnet Narong, Nong Bua Rawe, Thep Sathit, Phu Khiao, Ban Thaen, Kaeng Khro, Khon San, Phakdi Chumphon, Noen Sa-nga და Sap Yai
კოორდინატები 16°00′00″ ჩ. გ. 102°00′00″ ა. გ. / 16.00000° ჩ. გ. 102.00000° ა. გ. / 16.00000; 102.00000
ფართობი 12 778 კმ²
მოსახლეობა 1 138 777 კაცი (2018)
სიმჭიდროვე 89 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+7
სატელეფონო კოდი 044
საფოსტო ინდექსი 36
ოფიციალური საიტი chaiyaphum.go.th

სახელწოდება

რედაქტირება

სიტყვა ჩაია წარმოშობილია სანსკრიტული სიტყვიდან ჯაია, რაც ნიშნავს „გამარჯვებას“, ხოლო სიტყვა ფუმ სანსკრიტული ბჰუმიდან წარმოიშვა და ტარგმნება როგორც „მიწა“, „დედამიწა“. შესაბამისად პროვინციის სახელი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „გამარჯვების მიწას“. პროვინციის მოსახსენიებლად მალაიურში, სანსკრიტსა და ინდონეზიურში გამოიყენება ჯაიაბუმი.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ლუაკის ქედი და მდინარე სონტის ხეობა, პა ჰინ ნგამის ეროვნული პარკის სუტ ფენ დინის ხედი.

პროვინცია განლაგებულია ფეტჩაბუნის ქედის გასწვრივ, სადაც ჩაიიაფუმის უმაღლესი წერტილი მდებარეობს (სიმაღლე 1 222 ). პროვინციის აღმოსავლეთი ნაწილი ხორატის პლატოს შემადგენელია.

პროვინციაში ოთხი ეროვნული პარკი მდებარეობს. ტატ ტონის ეროვნული პარკი ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, სადაც რამდენიმე ჩანჩქერი და მშრალი დიპტეროკარპის ტყეებია. დასავლეთით მდებარე საი თონგის ეროვნული პარკის ღირსშესანიშნაობაა საი თონგის ჩანჩქერი, ასევე სიამის ტიტების მინდვრები. მსგავსი ველები მდებარეობს პროვინციის სამხრეთ ნაწილშიც, პა ჰინ ნგამის ეროვნულ პარკში, რომლის გახსაც უახლოეს მომავალში იგეგმება. ამ პარკის სახელი („ლამაზი კლდის ტყე“) მომდინარეობს იქ აღმოჩენილი უცნაური ფორმის კლდეებიდან. ფუ ლაენხას ეროვნული პარკი 200 კვ.კმ ფართობს მოიცავს, რომელიც ფარავს ტყიან ბორცვებს ქალაქ ჩაიიაფუმის ჩრდილო-დასავლეთით.

ქალაქ ჩაიიაფუმის ისტორია ქხმერის იმპერიის პერიოდიდან, XII საუკუნიდან იწყება, როდესაც ის იყო პატარა ქალაქი ანგკორიდან პრასატ სინგის გზაზე (კანჩაბურის პროვინციაში).

1817 წელს ტერიტორია დასახლებული იყო ლაოებით, რომლებსაც ხელმძღვანელობდა ნაი ლაე, ვიენტიანის მეფე ანუვონგის მოხელე. ეს სამმართველო, თავის მხრივ, ტაის მონარქზე იყო დამოკიდებული. ისინი დასახლდნენ ბაჰან ხუნ ნონგ ე ჩანში, ნახონ რატჩასიმას პროვინციაში, მაგრამ მალე მიატოვეს და ბან ლუანგში (დღევანდელი ქალაქი ჩაიაფუმი) დასახლდნენ. 1826 წელს ანუვონგის მოსახლეობა აჯანყდა ტაის მეფის რამა III-ის წინააღმდეგ, ისინი ცდილობდნენ სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას. ჩაო პრაია ტაიელმა მონარქმა ააშენა სიამელი ტომების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით. ქალაქის დამცველი ჩაო ფაია ლაე მოკლეს ანუვონგის ჯარებმა ქალაქის დაცვის დროს, მაგრამ თვითონ ანუვონგი ტაის ჯარმა დაიჭირა და ჯაჭვებით ხელ-ფეხ შეკრული ბანგკოკში წაიყვანა. მეფე რამა III-ს ახსოვდა ჩაო ფრაია ლაეს ერთგულება, ამიტომ მას ფრაია ფაკდი ჩუმფონის ტიტული უბოძა. ის პროვინციის გმირი დღესაცაა და სწორედ ის წარმოადგენს პროვინციის სიმბოლოს

ჩაიიაფუმის პროვინციაში ხალხის უმეტესობა ეთნიკურად ლაოა. ისინი საუბრობენ ისანურ ენაზე, რომელიც ლაოს დიალექტს წარმოადგენს.

ეკონომიკა

რედაქტირება

ჩაიაფუმის ძირითადი კულტურებია ბრინჯი, ტაპიოკა, შაქრის ლერწამი და ტაროს ფესვი. ჩულაბჰორნის კაშხალი, ტუნგ ლუი ლაის ქვეოლქში მდებარეობს, რომელიც მთავარ სარწყავ ობიექტს წარმოადგენს. 2019 წელს ძლიერი გვალვის გამო, სამეფო საირიგაციო დეპარტამენტმა (RID) ჩაიიაფუმში სამი ახალი კაშხლის მშენებლობა დაგეგმა, ესენია: ვანგ საფუნგის კაშხალი ნონგ ბუა დაენგის ოლქში, ლამ ნამ ჩეეს კაშხალი ბან ხვაოს ოლქში და პრონგ ხუნ პეტჩის კაშხალი ნონგ ბუა რავეს ოლქში. კაშხლებს უნდა ჰქონდეს 160 მლნ კუბური მეტრის წყლის მოცულობა და მას უნდა შეეძლოს 127,000 რაი სასოფლო-სამეურნეო მიწის წყლით უზრუნველყოფა.[1]

 
ბრინჯის მოყვანა, ჩაიაფუმის პროვინცია

სიმბოლოები

რედაქტირება

პროვინციის გერბზე გამოსახულია სამკუთხა დროშა, რომელიც ომში გამარჯვების სიმბოლოა.

პროვინციული ხე არის სიამის სენა (Cassia siamea) და პროვინციული ყვავილი სიამის ტიტა (Curcuma alismatifolia).

პროვინციის სლოგანია: „เมืองโบราณ บ้านนักสู้ ภูเสียดฟ้า ป่าช้างหลาย ทุ่งไพรรก น้ำตกใส ผ้าไหมดี สตรีงาม แดนธรรมแดน“, რომელიც ითარგმნება როგორც: „მომაჯადოვებელი ქალაქი, გმირების სახლი, მთის მწვერვალები, სპილოების ტყეები, ჩანჩქერები, ლამაზი აბრეშუმი, მშვენიერი ქალბატონები, კეთილსინდისიერი ბუდისტები.“

ადმინისტრაციული დანაყოფები

რედაქტირება

პროვინციული მთავრობა

რედაქტირება

პროვინცია დაყოფილია 16 ოლქად (ამფო). რაიონები შემდგომში იყოფა 124 ქვეოლქად (ტამბონები) და 1393 სოფლად (მუბანებად).

  1. მუეანგი ჩაიაფუმი
  2. ბან ხვაო
  3. ხონ სავანი
  4. კასეტ სომბუნი
  5. ნონგ ბუა დაენგი
  6. ჩატურატი
  7. ბამნეტ ნარონგი
  8. ნონგ ბუა რაუ
  1. თეპ სათიტი
  2. ფუ ხიაო
  3. ბან თაინი
  4. კაენგ ხრო
  5. ხონ სან
  6. ფაქდი ჩუმფონი
  7. ნოენ სა-ნაგა
  8. საპ იაი
 
რაიონების რუკა

ადგილობრივი მთავრობა

რედაქტირება

2019 წლის 26 ნოემბრისთვის არსებობს:[2] ერთი ჩაიაფუმის პროვინციული ადმინისტრაციული ორგანიზაცია და 36 მუნიციპალური რეგიონი პროვინციაში. ჩაიაფუმს აქვს მცირე ქალაქის სტატუსი. გარდა ამისა, 35 ქვეოლქი მუნიციპალიტეტის სტატუსით სარგებლობს. არა მუნიციპალური ტერიტორიების ადმინისტრირება ხდება 106 ქვეგანყოფილების ადმინისტრაციული ორგანიზაციის — SAO-ს მიერ.[3]

2017 წლის ადამიანის განვითარების ინდექსი

რედაქტირება
ჯანმრთელობა Განათლება დასაქმება შემოსავალი
       
59 64 20 57
საცხოვრებელი ოჯახი ტრანსპორტი Მონაწილეობა
 
 
   
13 22 63 39

2003 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ტაილანდში პროგრესი განიცადა. აქ ადამიანის გავითარება ქვეეროვნულ დონეზე ხდება, რომელიც მოიცავს ადამიანის განვითარების რვავე ძირითად სფეროს. ეკონომიკური და სოციალური განვითარების ეროვნულმა საბჭომ ცალკეულ პროვინციების განვითარებაზე (NESDB) პასუხისმგებლობა 2017 წლიდან აიღო.[4]

რანგი კლასიფიკაცია
1 — 15 „მაღალი“
16 — 30 „გარკვეულწილად მაღალი“
31 — 45 „საშუალო“
45 — 60 „გარკვეულწილად დაბალი“
61 — 77 „დაბალი“

.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Water restrictions in effect“. Bangkok Post. 26 December 2019. Retrieved 26 December 2019.
  2. Number of local government organizations by province. Department of Local Administration (DLA) (26 November 2019). ციტატა: „10 Chaiyaphum: 1 PAO, 1 Town mun., 35 Subdistrict mun., 106 SAO.“ ციტირების თარიღი: 10 December 2019
  3. „รายงานสถิติจำนวนประชากรและบ้านประจำปี พ.ศ.2561“ დაარქივებული 2020-06-21 საიტზე Wayback Machine. [Statistics, population and house statistics for the year 2018]. Registration Office Department of the Interior, Ministry of the Interior (in Thai). 31 December 2018. Retrieved 20 June 2019.
  4. Human achievement index 2017 by National Economic and Social Development Board (NESDB), pages 1-40, maps 1-9, retrieved 14 September 2019, ISBN 978-974-9769-33-1