აღმოსავლეთი ტაილანდი

აღმოსავლეთი ტაილანდი (ტაი. ประเทศไทยภาคตะวันออก) — რეგიონი ტაილანდში. აღმოსავლეთით ესაზღვრება კამბოჯა და დასავლეთით ცენტრალური ტაილანდი.

ჩრდილოეთი ტაილანდის რუკა შესაბამისად ექვსი რეგიონის დაჯგუფების სისტემით

გეოგრაფია

რედაქტირება

რეგიონის რელიეფი ხასიათდება მოკლე მთიანი ქედებით, რომელსაც ენაცვლება პატარა აუზების მდინარეები, რომლებიც მიედინება ტაილანდის ყურეში.

აღმოსავლეთ სანაპიროზე ტაილანდს აქვს რამდენიმე კუნძული: კო-სიჩანგი, კო-ლანი, კო-სამეთი და კო-ჩანგი.[1]

ეკონომიკა

რედაქტირება

ბოსტნეულის გაზრდა და მოვლა, ძირითადი კომპონენტია რეგიონში სოფლის მეურნეობის. ასევე მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში თამაშობს ტურიზმი.

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

აღმოსავლეთ ტაილანდის რეგიონი იყოფა 7 პროვინციად.

პროვინცია ტაი. ადმინისტრაციული ცენტრი მოსახლეობა
(2010)
ფართობი
კმ²
სიმჭიდროვე
კაცი/კმ²
1 ჩაჩენგსაო (ฉะเชิงเทรา) ჩაჩენგსაო 715 180 5 351,0 133,65
2 ჩანთაბური (จันทบุรี) ჩანტჰაბური 482 370 6 338,0 76,11
3 ჩონბური (ชลบุรี) ჩონბური 1 554 365 4 363 356,26
4 პრაჩინბური (ปราจีนบุรี) პრაჩინბური 469 652 4 762,4 98,61
5 რაიონგი (ระยอง) რაიონგი 637 736 3 552,0 179,54
6 საკეო (สระแก้วี) საკეო 555 236 7 195,1 77,17
7 ტრატი (ตราด) ტრატი 246 175 2 819,0 87,33
  1. Eastern Seaboard Development Programme - Rayong. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-08. ციტირების თარიღი: 2016-02-11.