სწორი გველის სურო

მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქენდირისებრთა ოჯახისა

სწორი გველის სურო[1] (ლათ. Vinca erecta) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ქენდირისებრთა ოჯახისა. აქვს ჰორიზონტალური ხისებრი ფესურა და მისგან გამომავალი ზონარისებრი ფესვები, სწორად მდგომი უბრალო ღერო (სიმაღლეში 30–40 სმ).[2]

სწორი გველის სურო
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Vinca erecta Regel & Schmalh. 1879

მცირე ზომის მჯდომარე ფოთლები სიგრძეში 5 სმ-მდეა, სიგანეში – 2,5 სმ-მდე; აქვთ ელიფსური, ზოგჯერ კვერცხისებრი ან მომრგვალო ფორმა; მათ მკვეთრად გასდევს რამდენიმე ძარღვი. მსხვილი ყვავილები თითო-თითოდ მდებარეობენ ფოთლის უბეებში. ისინი ჩვეულებრივ ღიაა, ზოგჯერ შიგნიდან თეთრი, ხოლო გარედან ვარდისფერი. ნაყოფი, როგორც გვარის სხვა მცენარეებს, ორფოთლურაა, მცირერიცხოვანი უქოჩრო თესლებით. ყვავის მარტ-აპრილში, მსხმოიარობს უკვე მაის-ივნისში.[2]

სწორი გველის სურო შუა აზიის ენდემია, გავრცელებულია მხოლოდ ტიან-შანისა და პამირ-ალაის მთებში. იზრდება მთების ქვიან და ღორღიან ფერდობებზე, კლდეებზე, ზოგჯერ ღვიის რაყებში. იშვიათ მცენარეებს არ მიეკუთვნება.[2]

სამკურნალო მცენარეა. ფესვები შეიცავს 3%-მდე ალკალოიდებს, ბალახი — 2%-მდე.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. სამკურნალო, დეკორატიული, ტექნიკური და თანამდევი მცენარეები – წარმოება, გამოყენება, მარკეტინგი (გ). medgeo.net. ციტირების თარიღი: 15 ივლისი, 2020.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Гаммерман А. Ф., Кадаев Г. Н., Яценко-Хмелевский А. А. Лекарственные растения (Растения-целители) : Справочник. — 3-е изд., перераб. и доп. — М.: «Высшая школа», 1984. — стр. 274, 400 c., 150 000 экз.