რატი I სურამელი
(გადამისამართდა გვერდიდან სურამელი, რატი I)
რატი I სურამელი — XII საუკუნის II ნახევრისა და XIII საუკუნის დასაწყისის ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი, შვილი ბეგა I სურამელისა და ხუაშაქ ცოქალისა. დემნა უფლისწულის აჯანყების შემდეგ გიორგი III-მ ქართლის ერისთავობა ჩამოართვა ამ აჯანყების მონაწილე ლიპარიტ სუმბატის ძე ორბელს და გადასცა რატი I სურამელს. ამის შემდეგ სურამელები გახდნენ ერისთავთერისთავები, ქართლის ერისთავები. გიორგი III-ის 1170 სიგელის ცნობით, სურამელის მღვიმის მონასტრისათვის შეუწირავს სოფ. კობალი. მისი ვაჟი ქართლის ერისთავი სულა.
რატი I სურამელი | |
---|---|
ქართლის ერისთავი | |
მმართ. დასაწყისი: | 1177 |
მმართ. დასასრული: | 1210 |
წინამორბედი: | ლიპარიტ ორბელი |
მემკვიდრე: | სულა სურამელი |
გარდ. თარიღი: | 1210 |
შვილები: | სულა სურამელი |
დინასტია: | სურამელები |
მამა: | ბეგა I სურამელი |
დედა: | ხუაშაქ ცოქალი |
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 609-610.