სულა სურამელი
სულა სურამელი, XIII საუკუნის I მეოთხედში მოღვაწე ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი. ქართლის ერისთავ რატი I სურამელის ძე. მამის შემდეგ თვით გახდა ქართლის ერისთავი. ლაშა-გიორგი სიგელის ცნობით, ქვათახევის მონასტერს შესწირა სოფ. სუელნეთი. მისი ვაჟი იყო ქართლის ერისთავი და მსახურთუხუცესი გრიგოლ სურამელი.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი, ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 610.