გრიგოლ სურამელი
გრიგოლ სურამელი — XIII საუკუნის 40-60-იანი წლების მოღვაწე ქართველი დიდგვარიანი ფეოდალი, ქართლის ერისთავ სულა სურამელის ძე. საქართველოს მეფეების: რუსუდანისა და დავით VII ულუს კარის მოხელე, მსახურთუხუცესი 40-იანი წლების ბოლოდან, ვარამ გაგელის გარდაცვალების შემდეგ. უმეფობის ხანაში (1245 - 1247) მონღოლებმა სურამელი ერთ-ერთი დუმნის — ქართლის გამგებლად დანიშნეს. ალამუთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს (მონღოლთა ლაშქრობები ასასინების წინააღმდეგ) მან, ჟამთააღმწერლის ცნობით, გონივრული რჩევით დაღუპვას გადაარჩინა ქართველები. მონაწილეობდა ეგარსლან ბაკურციხელის მოწინააღმდეგე დიდებულთა შეკრებაში, სადაც გადაწყდა რუმიდან ულუ დავითის ჩამოყვანა. სურამელმა, ისევე როგორც დიდებულთა ერთმა ჯგუფმა, მხარი არ დაუჭირა დავით ულუს აჯანყებას მონღოლთა წინააღმდეგ და მონღოლებს ეახლა ეგვიპტეში სალაშქროდ (1260).
გრიგოლის ვაჟი იყო ქართლის ერისთავი, მსახურთუხუცესი ბეგა სურამელი, ასული - ხათუთა, მეუღლე კახა თორელისა.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 609.