დიდგვარიანი
დიდგვარიანი — ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებული ტერმინი, ფეოდალთა კლასის ზედა ფენის წარმომადგენლის აღსანიშნავად. დიდგვარიანი იყო ყმამრავალი, დიდი ადგილ-მამულის პატრონი, რაიმე საპატიო „ხელის“ მქონე აზნაური ან თავადი, რომელიც თავის წარმოშობით უპირისპირდებოდა პირადი სამსახურით აღზევებულ პირებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 506.