სტიუარტის კუნძული

სტიუარტი (ინგლ. Stewart Island) ან რაკიურა (მაორი. Rakiura) — სიდიდით მესამე კუნძული ახალ ზელანდიაში. მდებარეობს სამხრეთი კუნძულიდან 30 კმ-ით სამხრეთით და მისგან გამოყოფილია ფოვოს სრუტით.

სტიუარტი
მშობ. სახელი: ინგლ. Stewart Island

სტიუარტის კუნძულის რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ფოვოს სრუტე
კოორდინატები 47°00′S 167°50′E / 47.00° ს. გ. 167.84° ა. გ. / -47.00; 167.84კოორდინატები: 47°00′S 167°50′E / 47.00° ს. გ. 167.84° ა. გ. / -47.00; 167.84
ფართობი 1746 კმ²
უმაღლესი წერტილი 979 მ
მთა ანგლემი
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
რეგიონი საუთლენდის რეგიონი
დემოგრაფია
მოსახლეობა 402 (2006)
სიმჭიდროვე 0,23 ად. /კმ²

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ხედი თანამგზავრიდან

კუნძულის ფართობი შეადგენს 1746 კმ²-ს. ზღვის დონიდან კუნძულის ყველაზე მაღალი წერტილი — მთა ანგლემი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპიროს ახლოს და მისი სიმაღლეა 979 მეტრი. კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი მთიანია, პატარა მდინარეებისაგან დაცალკევებულია დაჭაობებული ვაკეებით, რომელთაგან ყველაზე დიდია მდინარე ფრეშუოტერი. კუნძულის სამხრეთი ნაწილი უფრო ვაკიანია, აქ მოედინებიან მდინარეები რაკიჰუა, ტოიტოი, ბოგა და ზოგიერთი უფრო პატარა. სამხრეთ-დასავლეთის კონცხი კუნძულის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, კუნძულის და ახალი ზელანდიის კუნძულების მთელი მთლიანი ჯაჭვის ყველაზე სამხრეთი წერტილია.

სამი დიდი და ბევრი მომცრო კუნძულები გარს აკრავს სტიუარტის კუნძულს. მათ შორის ყველაზე დიდია: კუნძული რუაპიუკი, ფოვოს სრუტეში, 32 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთში ქალაქ ობანიდან; კუნძული კოდფიში (ვენუაჰოუ), ჩრდილო-დასავლეთი სანაპიროს სიახლოვეს; და კუნძული ბიგ საუტ კეიპი, კუნძულის სამხრეთ-დასავლეთი უკიდურესი წერტილის სიახლოვეს.

კუნძულის ტერიტორიის 80 %-ზე მეტი ეკუთვნის რაკიურას ეროვნულ პარკს — ეს ყველაზე ახალგაზრდა ეროვნული პარკია ახალ ზელანდიაში.

კუნძული პირველად 1770 წელს აღმოაჩინა კაპიტანმა ჯეიმზ კუკმა, მაგრამ მაშინ ის ვარაუდობდა, რომ მის მიერ აღმოჩენილი მიწა სამხრეთი კუნძულის ნაწილი იყო. 1809 წელს უილიამ სტიუარტმა «პეგასის» გემით, საკვლევი ექსპედიციის მიმდინარეობისას, დაამტკიცა რომ ეს მიწა კუნძულია. მოგვიანებით კუნძულმა მიიღო მისი სახელი.

მაორის ენაზე კუნძულს ჰქვია რაკიურა (მაორი. Rakiura), რაც ითარგმნება, როგორც «მბოლავი ზეცა» — სავარაუდოდ განთქმული ჩრდილოეთის ციალის პატივსაცემად, რაც დამახასიათებელია კუნძულისათვის.

1841 წელს კუნძულის მთელ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ახალი ზელანდიის სამი ახალი პროვინციიდან ერთ-ერთი, რომელსაც სახელად დაერქვა ახალი ლენსტერი. მაგრამ მან იარსება სულ ხუთი წელი, და კონსტიტუციის შესახებ მიღებული ახალზელანდიური კანონის საფუძველზე 1846 წელს პროვინცია გახდა ახალი მიუნსტერის ნაწილი, პროვინციის, რომელიც მოიცავდა მთელ სამხრეთ კუნძულს. 1853 წელს ახალი მიუნსტერი გაუქმდა, სტიუარტის კუნძული გახდა ოტაგოს პროვინციის ნაწილი. 1861 წელს ოტაგოს პროვინციას გამოეყო საუთლენდის პროვინცია, რომლის ნაწილიც გახდა სტიუარტის კუნძული. 1876 წელს ქვეყნის პროვინციებად დაყოფა გაუქმდა. მას შემდეგიდან დღევანდელ დღემდე კუნძული შედის საუთლენდის რეგიონის შემადგენლობაში.

მოსახლეობა

რედაქტირება

კუნძულზე ერთადერთი მუდმივად დასახლებული პუნქტია — ქალაქი ობანი, რომლის მოსახლეობა, 2006 წლის აღწერის თანახმად, შეადგენდა 402 ადამიანს. ადრე სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობდა კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი — პორტ-პეგასუსი, იქ მდებარეობდა რამდენიმე მაღაზია, ფოსტა, სასაწყობო შენობები, დღეისათვის — დაუსახლებელია.

ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა

რედაქტირება

სტიუარტის კუნძულს სამხრეთ კუნძულთან აკავშირებს რეგულარული საბორნე გადასასვლელი ბლაფი — ობანი.

ასევე არსებობს საჰაერო კავშირი ქალაქ ინვერკარგილთან, რომელსაც ასრულებს ავიაკომპანია «Stewart Island Flights». თვითმფრინავები ასევე ზოგჯერ ასრულებენ დაჯდომას მასონის უბის ქვიშოვან ნაპირზე.

კუნძულის შემოსავლების ძირითადი დარგებია თევზჭერა, ასევე, უფრო დაბალი ხარისხით, — სოფლის მეურნეობა, ხის გადამუშავება და ტურიზმი.

გეომაგნიტური ანომალია

რედაქტირება
 
პოლარული ციალი კუნძულის თავზე

მაგნიტური ანომალიების გამო, კუნძულზე, რომელიც მდებარეობს შედარებით ჩრდილოეთ განედზე (48° ს.გ.), არსებობს პოლარული ციალის დაკვირვების შესაძლებლობა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება