საუთლენდის რეგიონი
საუთლენდი (ინგლ. Southland Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი ქვეყნის უკიდეურეს სამხრეთ ნაწილში. მოიცავს სამხრეთ კუნძულის უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიასა და კუნძულ სტიუარტს.
რეგიონი | |
---|---|
საუთლენდის რეგიონი ინგლ. Southland Region | |
| |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | ინვერკარგილი |
შიდა დაყოფა | Southland District, Gore District და Invercargill City |
კოორდინატები | 45°42′00″ ს. გ. 168°06′00″ ა. გ. / 45.70000° ს. გ. 168.10000° ა. გ. |
დაარსდა | 1989 |
ფართობი | 34 347 კმ² |
მოსახლეობა | 93 339 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 2,8 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | https://www.es.govt.nz/ |
საუთლენდში ხდებოდა პირველი კონტაქტები ევროპელელ ვაჭრებს, მისიონერებსა და მაორებს შორის.
გეოგრაფია
რედაქტირებარეგიონის ფართობი 34 347 კმ²-ია. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ოტაგოს რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთით კი უესტ-კოსტის რეგიონი. დასავლეთით გასასვლელი აქვს ტასმანის ზღვაზე, აღმოსავლეთით — წყნარ ოკეანეზე.
დემოგრაფია
რედაქტირება2013 წლის მონაცემებით, საუთლენდის მოსახლეობა 93 339 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული რეგიონია. მოსახლეობის დაახლოებით 94,3 %-ს ევროპული წარმომავლობა აქვს, ძირითადად შოტლანდური. 10 %-ს მაორის ხალხი შეადგენს. უმსხვილესი ქალაქია ინვერკარგილი.
ეკონომიკა
რედაქტირებარეგიონის ეკონომიკა ეყრდნობა სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, მეტყევეობას და ენერგორესურსებს, მათ შორის ქვანახშირსა და ჰიდროენერგიას.[1]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Grant, David. (2 March 2009) Southland region: Overview. Te Ara Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 2010-02-18.