სტეპის ტინამუ (გვარი)
(გადამისამართდა გვერდიდან სტეპის ტინამუ)
სტეპის ტინამუ ან მთის ტინამუ (ლათ. Nothoprocta) — ფრინველთა გვარი ტინამუსებრთა ოჯახისა. მოიცავს 6 (ან 7) სახეობას. გავრცელებულნი არიან სამხრეთ ამერიკაში, ძირითადად ანდებში. მათი სხეულის სიგრძეა 26–36 სმ. ნისკარტი გრძელი აქვთ, რომელიც ქვევით არის მოღუნული. შეფერილნი არიან ნაცრისფერ-ყავისფრად, ზედ შავ-თეთრი ლაქები აყრია. ცხოვრების უდიდეს ნაწილს მიწაზე ატარებენ, მცირედ გადაადგილდებიან. იკვებებიან თესლებითა და მწერებთ. ბუდეს იკეთებენ მიწაზე. კრუხობს მამალი, კვერცხები შეიძლება 4-მდე სხვადასხვა დედლისა იყოს. სახეობების უმრავლესობაში ინკუბაცია 2–3 კვირა გრძელდება. ზოგჯერ პერუული სტეპის ტინამუ (ლათ. Nothoprocta kalinowskii) განიხილება, როგორც მე-7 სახეობა, მაგრამ უმთავრესად მას მორთული სტეპის ტინამუს ქვესახეობად თვლიან.[1]
სტეპის ტინამუ | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
სტეპის ტინამუ (Nothoprocta cinerascens) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Nothoprocta (Sclater & Salvin, 1873) | |||||||||||||
|
სახეობები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. Система рецентных и субрецентных палеогнат // Древненёбные птицы (очерки филогении, систематики, биологии, морфологии и хозяйственного использования) / под ред. О. Ф. Черновой, Е. А. Коблика. — М.: Т-во научных изданий КМК, 2010. — С. 53. — 212 с. — ISBN 978-5-87317-635-9
- Бёме Р. Л., Флинт В. Е. Пятиязычный словарь названий животных. Птицы. Латинский, русский, английский, немецкий, французский / Под общ. ред. акад. В. Е. Соколова. — М.: Рус. яз., «РУССО», 1994. — С. 12. — 2030 экз. — ISBN 5-200-00643-0.
- Remsen Jr., J. V.; et al. Proposal (#246) to South American Classification Committee : Eliminate Kalinowski's Tinamou Nothoprocta kalinowskii from the list of South American species. South American Classification Committee. American Ornithologists' Union (14 Feb 2007).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Krabbe, Niels & Schulenberg, Thomas S. (2005). "A mystery solved: the identity and distribution of Kalinowski's Tinamou (Nothoprocta kalinowskii)", Bulletin of the British Ornithologists' Club 125(4): 253-260