ტინამუსნაირნი, ფარულკუდიანები (ლათ. Tinamiformes) — ფრინველთა რიგი. მათი სხეულის სიგრძე 20-53 სმ, მასა 200 –1,5 კგ აღწევს. გავრცელებული არიან ამერიკის ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველებზე მექსიკიდან პატაგონიამდე. ფრენა არ უყვართ. ბუდედ იყენებენ მიწაში ამოთხრილ პატარა ორმოებს. დებენ 1–6 (12-მდე) კვერცხს, ინკუბაციის ხანგრძლივობა — 19–20 დღე-ღამე. კრუხობს მამალი. ფორმათა უმრავლესობა პოლიგამურია, ნაწილი - მონოგამიური. აღწერილია 47 თანამედროვე და რამდენიმე ამომწყდარი სახეობა.[1] ტინამუსნაირნი იკვებებიან მცენარეული და ცხოველური საკვებით (მწერებით, სხვა უხერხემლოებით, პატარ-პატარა ქვეწარმავლებით). სანადირო ობიექტებია.

ტინამუსნაირნი

დიდი ტინამუ (Tinamus major)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Tinamiformes (Huxley, 1872)

სისტემატიკა

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება