სტეისი აბრამსი

ამერიკული პოლიტიკა

სტეისი აბრამსი (/ˈbrəmz/; დ. 9 დეკემბერი, 1973) — ამერიკელი პოლიტიკოსი, იურისტი, ხმის უფლებათადაცვის აქტივისტი და ავტორი, რომელიც მსახურობდა ჯორჯიის წარმომადგენელთა პალატაში 2007 წლიდან 2017 წლამდე. დემოკრატიული პარტიის წევრმა აბრამსმა 2018 წელს დააარსა ორგანიზაცია Fair Fight Action. როგორც ხმის მიცემის უფლებათა აქტივისტი, მისი ძალისხმევა ფართოდ იქნა მიჩნეული ჯორჯიაში ამომრჩეველთა აქტივობის გაზრდით, [1] მათ შორის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, სადაც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

სტეისი აბრამსი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1973 (1973-12-09) (51 წლის)
მადისონი (უისკონსინი), აშშ
ეროვნება ამერიკელი
განათლება სპელმან კოლეჯი
ტეხასის უნივერსიტეტი, ოსტინი
იელის უნივერსიტეტი
საქმიანობა პოლიტიკოსი, იურისტი, ავტორი
პარტია დემოკრატიული პარტია (აშშ)
საიტი Official website

აბრამსი იყო დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 2018 წლის ჯორჯიის გუბერნატორის არჩევნებში და გახდა პირველი აფრო-ამერიკელი, რომელიც იყო აშშ-ს გუბერნატორის კანდიდატობაზე წარდგენილი. [2] მან არჩევნები წააგო რესპუბლიკელ კანდიდატთან ბრაიან კემპთან, მაგრამ უარი თქვა დათმობაზე და დაადანაშაულა კემპი ხმების გაყალბებაში. [3] 2021 წლის 1 დეკემბერს მან განაცხადა, რომ კვლავ იყრიდა კენჭს გუბერნატორის პოსტზე 2022 წლის ჯორჯიის გუბერნატორის არჩევნებში.

აბრამსმა მიაღწია წარმატებას, როგორც მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურის ავტორმაც. მისი არამხატვრული წიგნები, ჩვენი დრო ახლაა და ტყვია გარედან, იყო New York Times-ის ბესტსელერი. პოლიტიკის მიღმა აბრამსმა გამოაქვეყნა რვა მხატვრული წიგნი, 2021 წლამდე აქვეყნებდა სელენა მონტგომერის სახელით, ხოლო 2021 წლის 11 მაისს გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით, სანამ სამართალს სძინავს, ამჯერად თავისი სახელით. აბრამსმა ასევე დაწერა საბავშვო წიგნი, Stacey's Extraordinary Words, რომელიც გამოვიდა 2021 წლის დეკემბერში.

ადრეული ცხოვრება და განათლება

რედაქტირება

ექვსი და-ძმიდან მეორე, აბრამსი დაიბადა რობერტ და კაროლინ აბრამსების ოჯახში, მედისონში, ვისკონსინში და გაიზარდა გულფპორტში, მისისიპის შტატში. [4] [5] ოჯახი მოგვიანებით საცხოვრებლად გადავიდა ატლანტაში, ჯორჯიაში, სადაც მისმა მშობლებმა ემორის უნივერსიტეტი დაამთავრეს [6] და მოგვიანებით გახდნენ მეთოდისტი მღვდელმსახურები. [7] [8] აბრამსი დადიოდა ავონდეილის საშუალო სკოლაში, [9] სადაც ის აირჩიეს ტელურიდის ასოციაციის საზაფხულო პროგრამაში. [10] საშუალო სკოლაში სწავლის დროს იგი დაიქირავეს საბეჭდ მანქანაზე სამუშაოდ კონგრესის კამპანიისთვის. [10]

1995 წელს აბრამსმა მიიღო ხელოვნების ბაკალავრის წოდება ინტერდისციპლინურ კვლევებში (პოლიტიკის მეცნიერება, ეკონომიკა და სოციოლოგია) სპელმენის კოლეჯიდან. კოლეჯში სწავლის დროს იგი მუშაობდა ახალგაზრდული სერვისების განყოფილებაში ატლანტის მერის, მაინარდ ჯექსონის ოფისში. მოგვიანებით მან სტაჟირება გაიარა აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტოში. [10] როგორც პირველკურსელი, 1992 წელს, აბრამსმა მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში ჯორჯის კაპიტოლიუმის კიბეებზე.

აბრამსი საჯარო პოლიტიკას სწავლობდა ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტში, საჯარო ურთიერთობების სკოლაში, მან 1998 წელს მიიღო საზოგადოებრივ საქმეთა მაგისტრის ხარისხი. 1999 წელს აიღო იურიდიულის დოქტორის ხარისხი იელის უნივერსიტეტის სამართლის სკოლისგან. [11]

იურიდიული და ბიზნეს კარიერა

რედაქტირება

სამართლის სკოლის დამთავრების შემდეგ, აბრამსი მუშაობდა საგადასახადო ადვოკატად Sutherland Asbill & Brennan იურიდიულ ფირმაში, ატლანტაში, სადაც ორიენტირებული იყო გადასახადებისგან გათავისუფლებულ ორგანიზაციებზე, ჯანდაცვასა და საჯარო ფინანსებზე. [11] 2010 წელს, როდესაც იყო ჯორჯიის შტატის გენერალური ასამბლეის წევრი, აბრამსმა თანადააფუძნა და მუშაობდა ფინანსური მომსახურების ფირმის NOW Corp.-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. [12] [13]

აბრამსი არის Sage Works-ის აღმასრულებელი დირექტორი. ეს არის იურიდიული საკონსულტაციო ფირმა, რომელიც წარმოადგენს კლიენტებს, მათ შორის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის Atlanta Dream-ს. [14]

 
აბრამსი 2012 წელს

სამწერლო კარიერა

რედაქტირება

პოლიტიკის მიღმა, აბრამსმა წარმატებას მიაღწია, როგორც მხატვრული ლიტერატურის მწერალმა. 2021 წლამდე ის აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს სელენა მონტგომერის სახელით. ის ამტკიცებს, რომ სულ გაყიდულია მისი რომანის 100000-ზე მეტი ეგზემპლარი. [15] აბრამსმა დაწერა თავისი პირველი რომანი იელის იურიდიულ სკოლაში, მესამე კურსზე და 2009 წელს გამოსცა თავისი უახლესი წიგნი [16] . მისი იურიდიული თრილერი, სანამ სამართალს სძინავს, გამოქვეყნდა (მისი სახელით) 2021 წლის მაისში. [17]

მისი ორი არამხატვრული ნამუშევარი, ჩვენი დრო ახლაა და ტყვია გარედან, იყო New York Times-ის ბესტსელერი. [18]

აბრამსმა გამოაქვეყნა სტატიები საჯარო პოლიტიკის, გადასახადებისა და არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ. [19] იგი არის ავტორი წიგნისა, უმცირესობის ლიდერი: როგორ ვიხელმძღვანელოთ გარედან და მოვახდინოთ რეალური ცვლილება (გამოქვეყნებულია Henry Holt & Co.-ს მიერ, 2018 წლის აპრილში), [20] და ჩვენი დრო ახლაა: ძალა, მიზანი და ბრძოლა სამართლიანი ამერიკისთვის (გამოქვეყნებულია Henry Holt & Co.-ის მიერ 2020 წლის ივნისში). [21]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

აბრამსი დაიბადა მეუფე კეროლაინ და რობერტ ადამსების ოჯახში. ჰყავს 5 და-ძმა და არის მისისიპიდან. მისი და-ძმები არიან ანდრეა აბრამსი, აშშ-ს საოლქო მოსამართლე ლესლი აბრამს გარდნერი, რიჩარდ აბრამსი, უოლტერ აბრამსი და ჟანინ აბრამს მაკლინი. [22] [23]

2018 წლის აპრილში, აბრამსმა დაწერა სტატია Fortune- სთვის, სადაც გამოავლინა, რომ მას ჰქონდა 54,000 აშშ დოლარი ვალი ფედერალური გადასახადების სახით და ჰქონდა 174,000 აშშ დოლარი საკრედიტო ბარათისა და სტუდენტური სესხის ვალი. [24] იგი 2015 და 2016 წლების გადასახადების გადავადების შემდეგ შიდა შემოსავლების სამსახურს ეტაპობრივად უხდიდა ვალს, რაც, მისი თქმით, აუცილებელი იყო მისი ოჯახის სამედიცინო გადასახადებისთვის. 2018 წლის ჯორჯიის გუბერნატორის არჩევნებზე მან 50 000 დოლარი დახარჯა საკუთარ კამპანიაზე. [25] [26] 2019 წელს მან დაასრულა გადასახადების გადახდა IRS-ში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jones, Martha S. (2020). Vanguard: How Black Women Broke Barriers, Won the Vote, and Insisted on Equality for All. New York: Basic Books. 

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Hakim, Danny; Saul, Stephanie; Thrush, Glenn (November 7, 2020). „As Biden Inches Ahead in Georgia, Stacey Abrams Draws Recognition and Praise“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: January 15, 2021.
  2. Bradner, Eric (May 22, 2018). „Stacey Abrams wins Democratic primary in Georgia“. CNN. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 23, 2018. ციტირების თარიღი: May 23, 2018.
  3. Multiple sources state that Abrams did not concede:
  4. Fouriezos, Nick. Georgia's Daring Heroine on a Secret Mission. Yahoo! News (January 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 22, 2017. ციტირების თარიღი: May 9, 2017
  5. Sands, Darren (August 17, 2017). „Stacey Abrams Wants To Be The First Black Woman Governor. But First She Has To Win The Nomination“. BuzzFeed News. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 24, 2020. ციტირების თარიღი: March 21, 2019. ციტატა: „Born in Madison, Wisconsin, to parents who were then a library sciences student and a shipyard worker, Abrams grew up in Gulfport, Mississippi.“
  6. Gilbert, Kathy L.. Georgia candidate has deep United Methodist roots (June 25, 2018). ციტირების თარიღი: November 6, 2020
  7. Galloway, Jim. The possibility of a Democratic race for governor between two Staceys (March 25, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 25, 2017. ციტირების თარიღი: May 9, 2017
  8. Ford, Ashley. State Representative Stacey Abrams Is the Bright Future of American Politics. Lenny (September 28, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 27, 2017. ციტირების თარიღი: May 9, 2017
  9. Lyall, Sarah; Richard Fausset (2018-10-26). „Stacey Abrams, a Daughter of the South, Asks Georgia to Change (Published 2018)“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 7, 2020. ციტირების თარიღი: 2020-11-06.
  10. 10.0 10.1 10.2 Graves, Lucia. Meet the Democrat who wants to be America's first black female governor (May 3, 2017). ციტირების თარიღი: May 9, 2017
  11. 11.0 11.1 Honorary Degree Recipient Stacey Yvonne Abrams. Spelman College (March 2017). ციტირების თარიღი: May 9, 2017"Honorary Degree Recipient Stacey Yvonne Abrams". Spelman College. March 2017. Archived from the original on December 1, 2017. Retrieved May 9, 2017.
  12. Small business payment firm NOWAccount Network raises $2M (April 28, 2014). ციტირების თარიღი: May 9, 2017
  13. NOWaccount. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 27, 2018. ციტირების თარიღი: July 26, 2018
  14. House Minority Leader Abrams Talks New Georgia Project, Gig Economy and Upcoming Session (October 15, 2015). ციტირების თარიღი: May 9, 2017
  15. Bio - Representative Stacey Abrams. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 30, 2012. ციტირების თარიღი: June 6, 2012
  16. Krug, Nora (October 22, 2018). „How Stacey Abrams turned heartbreak into a career plan — and romance novels“. The Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 19, 2020. ციტირების თარიღი: April 29, 2020.
  17. Kramer Brussel, Rachel. Stacey Abrams Thriller 'While Justice Sleeps' to be Published in May 2021 (2020-10-14). ციტირების თარიღი: November 16, 2020
  18. Egan, Elisabeth (25 June 2020). „Want to Be in Stacey Abrams's Book Club? Sorry, It's Family Only“. The New York Times. ციტირების თარიღი: May 9, 2021.
  19. Stacey Abrams Author References. ციტირების თარიღი: December 12, 2019
  20. Minority Leader – Stacey Abrams. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 26, 2018. ციტირების თარიღი: January 25, 2018
  21. Our Time Is Now: Power, Purpose, and the Fight for a Fair America – Stacey Abrams. ციტირების თარიღი: April 27, 2020
  22. Malloy, Daniel. Obama nominates Leslie Abrams – Stacey's sister – for federal judgeship. Atlanta Journal-Constitution (March 11, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 12, 2014. ციტირების თარიღი: May 21, 2018
  23. U.S. Senate Roll Call Votes 113th Congress – 2nd Session. Vote Summary: Vote Number 281. ციტირების თარიღი: May 21, 2018
  24. Georgia governor candidate Stacey Abrams is $200,000 in debt. She's not alone. CNN Money (April 25, 2018). ციტირების თარიღი: May 23, 2018
  25. Georgia 2018: Abrams owes more than $50K to IRS (March 14, 2018). ციტირების თარიღი: April 28, 2019
  26. 2017 - Amended Financial Disclosure Statement -- Candidate for Public Office. State of Georgia. ციტირების თარიღი: April 28, 2019