სტალინის აგარაკი სოჭში
სტალინის აგარაკი სოჭში (რუს. Дача Сталина в Сочи; ცნობილია ასევე როგორც აგარაკი „Зелёная роща“ („მწვანე ბუჩქნარი“), ან აგარაკი „Новая Мацеста“) — მუზეუმის კომპლექსი, სახლ-მუზეუმი სანატორიუმის „Зелёная роща“ ტერიტორიაზე სოჭის ხოსტინსკის რაიონის ნოვაია მაცესტას მიკრორაიონში, რომელიც მდებარეობს სტალინის ყოფილი აგარაკის შენობაში. აქ ის რეგულარულად ისვენებდა და მკურნალობდა 1920-იანი წლების ბოლოდან. 1991 წლიდან აგარაკი კერძო საკუთრებაშია.
სტალინის აგარაკი სოჭში | |
---|---|
დაარსდა | 1931 |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | სოჭი, რსფსრ |
სტატუსი | კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი |
ოფიციალური საიტი | dachastalina.ru |
ისტორია
რედაქტირებააგარაკი მდებარეობს ყოფილი მიხაილოვსკოეს მამულის ტერიტორიაზე, რომელიც ეკუთვნოდა მრეწვეელსა და მეწარმე მიხაილ ზენზინოვს. მამულის ტერიტორიაზე აშენდა ქვის დიდი სახლი, გაშენდა დიდებული ბაღი და დაირგო თუთის ხეები აბრეშუმის მრეწველობისთვის.[1] უკვე საბჭოთა პერიოდში, 1931 წელს ტერიტორიაზე სპეციალურად სტალინისთვის აშენდა აგარაკი მირონ მერჟანოვის პროექტით.[2] [3] არქიტექტორთან ერთად შენობისთვის ადგილის შერჩევაში მედიკოსებიც მონაწილეობდნენ. იდეალურად მიიჩნიეს ზღვის დონიდან 160 მ., სადაც ზღვის და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის და საუკეთესო მიკროკლიმატს ქმნის სამკურნალოდ. უფრო მეტიც, გათვალისწინებული იყო ლიდერის ყველა საჭიროება, მაგალითად: აგარაკზე ყველა კიბე დაბალი საფეხურებით იყო გაკეთებული, რათა სტალინისთვის ასვლა მოსახერხებელი ყოფილიყო.[4] მინა მთის ბროლისგან და შიდა აგარაკის პერიმეტრისა და იატაკის მოპირკეთება ხით.[5] სტალინის ქალიშვილი სვეტლანა იხსენებდა, რომ საზაფხულო მოგზაურობა სოჭში ტრადიცია იყო სტალინისა და მისი მეუღლისთვის. ბელადი იქ რევმატიზმისგან მკურნალობდა. 1930 და 1931 წლებში მშობლებთან ერთად ეწვია აგარაკს, რომელსაც მან უწოდა „პატარა აგარაკი“.[2] მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სტალინი სვეტლანასა და უმვროს ვაჟ ვასილისთან ერთად დადიოდა აგარაკზე.
1937 წელს აგარაკი მთლიანად აღადგინეს. ძველი სახლის ადგილზე გაჩნდა ახალი მუქი მწვანე შენობა ორსართულიანი ცენტრალური ნაწილით და ერთსართულიანი ფრთებით (ომის შემდეგ აშენებული). სამეზობლოში აშენდა სასახლეები პოლიტბიუროს სხვა წევრებისთვის: ბერიას, მალენკოვის, ვოროშილოვისა და მოლოტოვისთვის.[3] სტალინი თავის აგარაკზე ისვენებდა ყოველწლიურად, ჩვეულებრივ აგვისტოდან ოქტომბრის დასაწყისამდე. იგი მას ბოლოს 1950 წელს ეწვია.[6] აგარაკზე იყო საცურაო აუზი, რომელსაც ზღვის წყლით ავსებდნენ კასრებით. იქვე იყო დასასვენებელი ოთახი ჭადრაკის მაგიდით, მოწნული სკამი, გრამოფონი და ჩანაწერების დიდი კოლექცია. როგორც ყველა სხვა აგარაკზე, იყო კინოდარბაზი და ბილიარდი.[5]
1941 წლის ივნისის ბოლოს სწორედ აქ გამოგზავნა სტალინმა თავისი ახლობელი ადამიანები: ქალიშვილი სვეტლანა, გარდაცვლილი მეუღლის — ნადეჟდა ალილუევას მშობლები, ასევე ფრონტზე წასული უფროსი შვილის — იაკობის მეუღლე იულია.
1953 წლის მარტში ბელადის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე ხანი აგარაკი ინერციით არსებობდა: მომსახურე პერსონალი ყოველდღიურად დადიოდნენ სამსახურში, ყარაულები აკონტროლებდნენ პერიმეტრს ღობის გასწვრივ, მებაღეები პარკის ხეებს უვლიდნენ. თითქოს ყველა ელოდებოდა ახალი მეპატრონის მოსვლას.
1958 წელს სამი სახელმწიფო აგარაკის (სტალინის, მოლოტოვისა და ვოროშილოვის) ბაზაზე შეიქმნა დასასვენებელი სახლი „ზელიონაია როშჩა“
1972 წელს ტერიტორიაზე აშენდა სანატორიუმი „ზელიონაია როშჩა“.[7] 1991 წელს სტალინის ყოფილი აგარაკი გადავიდა სკკპ ცენტრალური კომიტეტის ბალანსიდან სააქციო საზოგადოება „Зелёная роща“-ს მფლობელობაში. მოიჯარე ამჟამად არის შპს „ილიმი“ (მოსკოვი). აგარაკის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სასტუმრო 12 ნომრით, ტარდება ექსკურსიები.[8] ყველა შენობაში შემონახულია ოთახების პირველადი შიგა მოპირკეთება ძვირფასი ხისგან; ნამდვილი სტალინისდროინდელი ჭაღები; ბელადის დივანი, რომელიც მისი სპეციალური შეკვეთით იყო დამზადებული; ვერცხლის სამაგიდო ნაკრები, რომელიც სტალინს მაო ძედუნმა აჩუქა; დაცვის ოთახი და ნიკოლაი ვლასიკის კაბინეტი.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ История комплекса. ციტირების თარიღი: 2021-04-25
- ↑ 2.0 2.1 Светлана Аллилуева. Двадцать писем к другу. — Harper & Row. — Нью-Йорк, 1967.
- ↑ 3.0 3.1 Дачи для вождя: где и как отдыхал товарищ Сталин. ციტირების თარიღი: 2021-04-25
- ↑ Вождь на отдыхе: 5 дач Иосифа Сталина. ციტირების თარიღი: 2021-04-25
- ↑ 5.0 5.1 Дни и ночи Сталина в Сочи. ციტირების თარიღი: 2021-04-25
- ↑ Как архитектор выбирал место для «Дачи Сталина» › Дача Сталина в Сочи. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-11. ციტირების თარიღი: 2021-04-25
- ↑ ФСБ: Экс-директор "Дачи Сталина" нанесла ущерб санаторию в 27 млн. ციტირების თარიღი: 2021-04-25
- ↑ Владельцев «Дачи Сталина» принуждают взять на себя охранные обязательства. ციტირების თარიღი: 2021-04-25