სტავროპოლური ცხვარი
სამატყლე მიმართულების წმინდამატყლიანი ჯიშის ცხვარი
სტავროპოლური ცხვარი — სამატყლე მიმართულების წმინდამატყლიანი ჯიშის ცხვარი. გამოყვანილია სტავროპოლის მხარის სამომშენებლო „სოვეტსკოე რუნოში“ (1923-1950) ახალკავკასიური მერინოსების შეჯვარებით ჯერ ამერიკული რამბულიეს ერკემლებთან, შემდეგ გროზნოულ ჯიშებთან.
სტავროპოლური ცხვარი გამოირჩევა მაღალპროდუქტიული მატყლით. ერკემლის მატყლის ნაპარსი შეადგენს 14–19 კგ (უდიდესი 25 კდ-მდე), ნერბისა 7–8 კგ (უდიდესი 13 კგ-მდე). მატყლი ხშირია, მაგარი, ერთგვაროვანი, აბრეშუმისებრი. 64-ე, 70-ე ხარისხისა, სიგრძე 8–10 სმ. სუფთა მატყლის გამოსავალი 40–43%. ერკემლის მასა 100–115 კგ. ნერბისა — 50-55 კგ. ნაყოფიერება — 120–140 ბატკანი 100 ნერბზე. გავრჩელებულია ჩრდილოეთ კავკასიის რაიონებში და ქვემო ვოლგისპირეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 543.