ერკემალი
ერკემალი — ვერძი, მწარმოებელი ცხვარი. მწარმოებლად იყენებენ წლინახევრიდან 7-8 წლამდე. მწარმოებელი უნდა იყოს ჯიშისათვის ტიპური, მაგარი კონსტიტუციის კარგი აგებულებია, ჯანმრთელი, ენერგიული, შეეძლოს შთამომავლობისათვის ძვირფას თვისებათა გადაცემა. მწარმოებლის გამოსაზრდელად არჩევენ საუკეთესო მშობლების ნაშიერს. ინდივიდუალური ბონიტირების საშუალებით გადარჩევას ატარებენ დაბადებიდანვე, 3½-4 თვისა და 1 წლის ასაკში. წლინახევრის ერკემალს აწყვილებენ 50-100 ნერბს და ამის შემდეგ აფასებენ შთამომავლობის ხარისხის მიხედვით. თითოეული ერკემლის დატვირთვა დღეში 3-4 გოლვაა. ხელოვნური დათესლვისას დაგრიალების სეზონზე (დაახლოებით 45 დღე) ერთი მწარმოებლის სპერმით ანაყოფიერებენ 200-500, ხოლო მოწინავე მეურნეობაში — 3 ათასამდე ნერბს. ერკემალი უნდა შევინახოთ სანაშენე კონდიციაში, დაგრილების სეზონზე ჩვეულებრივზე უკეთ უნდა ვკვებოთ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, თბ., 1979. — გვ. 196.