სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნები (1989)

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა 1989 წლის არჩევნები (რუს. Выборы народных депутатов СССР 1989) — სსრ კავშირის XII მოწვევის უმაღლესი საბჭოს ნაწილობრივ თავისუფალი არჩევნები, რომელიც გაიმართა 1989 წლის 26 მარტს, „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ სსრკ-ის კანონის შესაბამისად (1 დეკემბერი, 1988). კენჭისყრის შედეგად სსრ კავშირის მოსახლეობამ უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს შემადგენლობა დააკომპლექტა. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა I ყრილობა მოწვეულ იქნა 1989 წლის 25 მაისს კრემლში[1].

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნები 1989
საბჭოთა კავშირის დროშა
26 მარტი, 1989 (1989-03-26)

 


პარტია [[სკკპ|თარგი:სკკპ/მეტა/მოკლესახელი]]

1988 წლის 1 დეკემბერს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილებით სსრ კავშირის კონსტიტუციის 90 მუხლისა და „სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ“ კანონის 14 და 16 მუხლების საფუძველზე, სსრ კავშირის სახახლო დეპუტატთა არჩევნები დაინიშნა 1989 წლის 26 მარტს[2]. იმავე დღეს ჩამოყალიბდა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა[3].

სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში კენჭი იყარეს დეპუტატებმა 2250 საარჩევნო ოლქიდან, საიდანაც:

  1. 750 საარჩევნო ოლქში დეპუტატები იყვნენ — ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებიდან;
  2. 750 საარჩევნო ოლქში დეპუტატები იყვნენ — ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქებიდან;
  3. 750 საარჩევნო ოლქში დეპუტატები იყვნენ — საზოგადოებრივ ორგანიზაციებიდან.

2250 საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩატარდა ხუთ ტურად. პირველი ტური გაიმართა 1989 წლის 26 მარტს, რომელიც მიმდინარეობდა ადგილობრივი დროით 7-დან 20 საათამდე, განმეორებთი არჩევნები — 9 აპრილს, 14 მაისს და 18-21 მაისს. საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არჩევნები მიმდინარეობდა 11-23 მარტს (ზოგიერთ ორგანიზაციებში განმეორებითი არჩევნები ჩატარდა აპრილის თვეში).

გასულის ნაცვლად, გათავისუფლებული მანდატების დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა 28 საარჩევნო ოლქში, 1989 წლის 14 მაისიდან — 1991 წლის 13 ოქტომბრამდე[4].

შედეგები

რედაქტირება

საზოგადოებრივ ორგანიზაციებისაგან არჩევნების შედეგები

რედაქტირება

1989 წლის 11-23 მარტს ჩატარდა არჩევნები საზოგადოებრივ ორგანიზაციებისაგან. საერთო საკავშირო ორგანოების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში, ამ ორგანიზაციების ყრილობებზე, კონფერენციებზე, მათი საკავშირო ორგანოების პლენუმებზე 750 დეპუტატის მანდატზე კენჭს იყრიდა 871 კანდიდატი. დეპუტატად აირჩიეს 732 კაცი. 18 დეპუტატი ხუთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არ იქნა არჩეული. სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოეწყო განმეორებითი არჩევნები, რომელიც გაიმართა 26 მარტ - 19 მაისის რიცხვებში.

ყოველ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შედეგების შესახებ ცნობები გამოქვეყნდა პრესაში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შესახებ კანონის 57-ე მუხლის საფუძველზე რეგისტრაციაში გაატარა საარჩევნო ოლქებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან არჩეული ყველა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი.

შედეგები (ძირითადი არჩევნები)

რედაქტირება

საარჩევნო ოლქებში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებისათვის ამომრჩეველთა სიებში შეტანილი იყო 192.575.165 კაცი, კენჭისყრაში მონაწილეობდა 172.840.130 კაცი, ანუ 89,8%.

მოკავშირე რესპუბლიკებში კონჭისყრაში მონაწილეობა მიიღო:

  1. რსფსრ-ში — 87,0%;
  2. უკრაინის სსრ-ში — 93,4%;
  3. ბელორუსიის სსრ-ში — 92,4%;
  4. უზბეკეთის სსრ-ში — 95,8%;
  5. ყაზახეთის სსრ-ში — 93,7%;
  6. საქართველოს სსრ-ში — 97,0%;
  7. აზერბაიჯანის სსრ-ში — 98,5%;
  8. ლიტვის სსრ-ში — 82,5%;
  9. მოლდავეთის სსრ-ში — 90,5%;
  10. ლატვიის სსრ-ში — 86,9%;
  11. ყირგიზეთის სსრ-ში — 97,0%;
  12. ტაჯიკეთის სსრ-ში — 98,9%;
  13. სომხეთის სსრ-ში — 71,9%;
  14. თურქმენეთის სსრ-ში — 96,1%;
  15. ესტონეთის სსრ-ში — 87,1%.

არჩევნები ტერიტორიულ ოლქებში

რედაქტირება

ქვეყნის ტერიტორიაზე სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების მოწყობისათვის შეიქმნა 750 ტერიტორიული საარჩევნო ოლქი. მათში კენჭი იყარა 1431 დეპუტატობის კანდიდატმა. ამასთან საარჩევნო ბიულეტინში შეტანილი იყო თითო კანდიდატი 196 ოლქში, ორ-ორი კანდიდატი 473 ოლქში, სამსამი და მეტი კანდიდატი — 81 ოლქში.

1989 წლის 26 მარტს არჩევნები გაიმართა 749 საარჩევნო ოლქში. სახალხო დეპუტატები აირჩიეს 590 ოლქში. 46 ოლქში, რომელთაგან თითოეულში კენჭს იყრიდა ორ კანდიდატზე მეტი და არც ერთი არ იქნა არჩეული, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ მე-60 მუხლით განსაზღვრული იყო განმეორებითი კენჭისყრის მოწყობა.

113 საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა 1-2 დეპუტატობის კანდიდატი, კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ამომრჩეველტა ხმების საჭირო რაოდენობა და არ იქნენ არჩეული დეპუტატებად. ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნები ჩაუტარებლად მიიჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ მასში მონაწილეობდა სიაში შეტანილ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. ყველა ამ ოლქში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის თაახმად მოეწყო განმეორებითი არჩევნები. ერთ-ერთ ოლქში დეპუტატის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოეწყო გარდაცვლილი დეპუტატის შესაცვლელად.

საქართველო წარმოდგენილი იყო 16 საარჩევნო ტერიტორიული ოლქით:

საარჩევნო უბანი დეპუტატები
1 თბილისის №654 ლენინის საარჩევნო ოლქი გურამ არჩილის ძე მეტონიძე
2 თბილისის №655 პირველი მაისის საარჩევნო ოლქი ჯუმბერ ილიას ძე პატიაშვილი
3 თბილისის №656 26 კომისრის საარჩევნო ოლქი ვახტანგ ვლადიმერის ძე კუბლაშვილი
4 თბილისის №657 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქი ნოდარ სარდიონის ძე ამაღლობელი
5 თბილისის №658 კიროვის საარჩევნო ოლქი ვიოლეტა სიმონის ასული ზორინა
6 ბათუმის №659 საარჩევნო ოლქი მარინე რიზას ასული კონცელიძე
7 ბორჯომის №660 საარჩევნო ოლქი იგორ ნიკოლოზის ძე როდიონოვი
8 გორის №661 საარჩევნო ოლქი ზოია ალექსის ასული პავლიაშვილი
9 გურჯაანის №662 საარჩევნო ოლქი სტანისლავ ანდრიას ძე ბატიაშვილი
10 ზესტაფონის №663 საარჩევნო ოლქი ომარ ალექსანდრეს ძე მემანიშვილი
11 ზუგდიდის №664 საარჩევნო ოლქი ვახტანგ ვალიკოს ძე ძიძარია
12 ქუთაისის №665 საარჩევნო ოლქი შორენა შალვას ასული ყანჩაველი
13 ფოთის №666 საარჩევნო ოლქი ირმა აკაკის ასული ჟღერია
14 რუსთავის №667 საარჩევნო ოლქი ბორის ვასილის ძე ნიკოლსკი
15 სამტრედიის №668 საარჩევნო ოლქი ოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაური
16 სოხუმის №669 საარჩევნო ოლქი ბორის ვიქტორის ძე ადლეიბა

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1991 წლის 16 მარტს გააუქმა სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების №669 სოხუმის ტერიტორიული საარჩევნო ოლქის საოლქო საარჩევნო კომისია.

არჩევნები ეროვნულ-ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში

რედაქტირება

ყველა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლლიკის, ავტონომიური ოლქისა და ავტონომიური ოკრუგის ტერიტორიაზე სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების მოწყობისათვის შეიქმნა 750 ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქი. მასში კენჭს იყრიდა 1419 დეპუტატობის კანდიდატი. ამასთან საარჩევნო ბიულეტინებში შეტანილი იყო თითო კანდიდატი 203 ოლქში, ორ-ორი კანდიდატი — 479 ოლქში, სამ-სამი და მეტი კანდიდატი — 68 ოლქში.

არჩევნები გაიმართა 748 საარჩევნო ოლქში. სახალხო დეპუტატები აირჩიეს 636 ოლქში. 30 ოლქში, რომელთაგან თითოეულში კენჭს იყრიდა ორ კანდიდატზე მეტი და არც ერთი არ იქნა არჩეული, სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის მე-60 მუხლის შესაბამისად მოეწყო განმეორებითი კენჭისყრა.

82 საარჩევნო ოლქში, სადაც კენჭს იყრიდა 1-2 დეპუტატეობის კანდიდატი, კანდიდატებმა ვერ მოაგროვეს ამორჩეველთა ხმების საჭირო რაოდენობა და არ იქნენ არჩეულნი დეპუტატებად. ორ საარჩევნო ოლქში საოლქო საარჩევნო კომისიებმა არჩევნები ჩაუტარებლად მიიჩნიეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათში მონაწილეობდა სიებში შეტანილ ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები. ყველა ამ ოლქში სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად მოეწყო განმეორებითი არჩევნები.

ყველა ტერიტორიულ და ეროვნულ-ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების შესახებ ცნობები საოლქო საარჩევნო კომისიებმა გამოაქვეყნეს ადგილობრივ პრესაში.

ძირითადი არჩევნების დასასრულს სულ არჩეული იქნა 1958 სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი 2250-დან. განმეორებითი არჩევნები ჩატარდა 292 საარჩევნო ოლქში, აქედან 160 — ტერიტორიულ საარჩევნო ოლქებში, 114 — ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქებში, 18 — საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

საქართველო წარმოდგენილი იყო 59 ეროვნულ-ტერიტორიული საარჩევნო ოლქით:

საარჩევნო უბანი დეპუტატები განმეორებითი არჩევნები
(14 მაისი)[5]
1 თბილისის №161 ლენინის საარჩევნო ოლქი ზურაბ გიორგის ძე ფირცხალაიშვილი
2 გურჯაანის №162 საარჩევნო ოლქი ზეინაბ გივის ასული ყურაშვილი
3 თბილისის №163 ოქტომბრის საარჩევნო ოლქი ვალერიან სერგის ძე ადვაძე
4 თბილისის №164 26 კომისრის საარჩევნო ოლქი ბეგლარ დიმიტრის ძე მახარაშვილი
5 თბილისის №165 საქარხნო საარჩევნო ოლქი ანატოლი დიმიტრის ძე დიხტიარი
6 თბილისის №166 ორჯონიკიძის საარჩევნო ოლქი პარმენ იორამის ძე მარგველაშვილი
7 თბილისის №167 საბურთალოს საარჩევნო ოლქი აკაკი ვიქტორის ძე ბაქრაძე
8 ახალქალაქის №168 საარჩევნო ოლქი მიასნიკ ვაჰანის ძე ოჰანესიანი
9 ახალციხის №169 საარჩევნო ოლქი ტელმან სერგის ძე სტეფნაძე
10 ბათუმის №170 საარჩევნო ოლქი რევაზ შალვას ძე თაბუკაშვილი
11 ბოლნისის №171 საარჩევნო ოლქი ფლორა მუსა ყზი დემურჩიევა
12 გეგეჭკორის №172 საარჩევნო ოლქი გურამ დავითის ძე მგელაძე
13 გორის №173 საარჩევნო ოლქი ქეთევან გივის ასული ეგნატაშვილი
14 გურჯაანის №174 საარჩევნო ოლქი ბესარიონ გიორგის ძე ბერიკაშვილი
15 ზესტაფონის №175 საარჩევნო ოლქი გივი გრიგოლის ძე გუმბარიძე
16 ზუგდიდის №176 საარჩევნო ოლქი ოთარ ამბაკოს ძე ფაცაცია
17 ქობულეთის №177 საარჩევნო ოლქი მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი
18 ქუთაისის №178 საარჩევნო ოლქი გივი სერგის ძე აბზიანიძე
19 მახარაძის №179 საარჩევნო ოლქი ავთანდილ ვალერიანის ძე გუჯაბიძე
20 მცხეთის №180 საარჩევნო ოლქი თენგიზ ნიკოლოზის ძე მენთეშაშვილი
21 ოჩამჩირის №181 საარჩევნო ოლქი ბაგრატ ვასილის ძე შინკუბა
22 რუსთავის №182 საარჩევნო ოლქი თამაზ მიხეილის ძე სპანდერაშვილი
23 სამტრედიის №183 საარჩევნო ოლქი ანზორ ანტონის ძე ჩიტია
24 სიღნაღის №184 საარჩევნო ოლქი ვიქტორია მოსეს ასული სირაძე
25 სოხუმის №185 საქალაქო საარჩევნო ოლქი ვიოლეტ ზოსიმეს ასული აგრბა
26 სოხუმის №186 სასოფლო საარჩევნო ოლქი ვიქტორ ბორისის ძე ბლაჟიევსკი
27 თელავის №187 საარჩევნო ოლქი გურამ ზაქარიას ძე ოთარაშვილი
28 თეთრი წყაროს №188 საარჩევნო ოლქი თალიკო ივანეს ასული აბიათარი
29 ცხაკაიას №189 საარჩევნო ოლქი ელენე გიორგის ასული ჭილაია
30 წყალტუბოს №190 საარჩევნო ოლქი ავთანდილ დავითის ძე გვენეტაძე
31 ცხინვალის №191 საარჩევნო ოლქი ნაფი გრიგოლის ძე ჯუსოითი
32 ჭიათურის №192 საარჩევნო ოლქი გრიგოლ აბელის ძე ტყემალაძე
33 სოხუმის №481 ლენინის საარჩევნო ოლქი რევაზ გიორგის ძე სალუქვაძე
34 სოხუმის №482 საქალაქო საარჩევნო ოლქი ფაზილ აბდულის ძე ისკანდერი
35 სოხუმის №483 სასოფლო საარჩევნო ოლქი ალბერტ ნიკიფორეს ძე თავხელიძე
36 გაგრის №484 საქალაქო საარჩევნო ოლქი ოთარ გიორგის ძე ზუხბაია
37 გალის №485 საარჩევნო ოლქი ლარისა ნოდარის ასული ქობალია
38 გუდაუთის №486 საქალაქო საარჩევნო ოლქი ვლადისლავ გრიგოლის ძე არძინბა
39 გუდაუთის №487 სასოფლო საარჩევნო ოლქი ტარასი მირონის ძე შამბა
40 გულრიფშის №488 საარჩევნო ოლქი კარუზი სარქისის ასული ჩოლოქიანი
41 ოჩამჩირის №489 საქალაქო საარჩევნო ოლქი ოთარ ევტიხის ძე ჩერქეზია
42 ოჩამჩირის №490 სასოფლო საარჩევნო ოლქი ალექსი ნოჩის ძე გოგუა
43 ტყვარჩელის №491 საარჩევნო ოლქი რუსლან არდევანის ძე არშბა
44 ბათუმის №492 ლენინის საარჩევნო ოლქი ზურაბ ამბროსის ძე ჩხეიძე
45 ბათუმის №493 შაუმიანის საარჩევნო ოლქი თენგიზ პავლეს ძე ბუაჩიძე
46 ბათუმის №494 ლეონიძის საარჩევნო ოლქი ვახტანგ მამიას ძე შამილაძე
47 ბათუმის №495 ზღვისპირა საარჩევნო ოლქი ალეკო რაფაელის ძე გოგეშვილი
48 ახალშენის №496 საარჩევნო ოლქი თამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე
49 ქედის №497 საარჩევნო ოლქი იამზე ბინალის ასული საკანდელიძე
50 ქობულეთის №498 საარჩევნო ოლქი გურამ იაგორის ძე ჩიგოგიძე
51 ხელვაჩაურის №499 საარჩევნო ოლქი გურამ ჰუსეინის ძე ემირიძე
52 ხულოს №500 საარჩევნო ოლქი ციალა ოთარის ასული სურმანიძე
53 ჩაქვის №501 საარჩევნო ოლქი ნინო უსუფის ასული ბაჯელიძე
54 შუახევის №502 საარჩევნო ოლქი ნანული ტარიელის ასული ზოიძე
55 ცხინვალის №736 საქალაქო საარჩევნო ოლქი ანატოლი გიორგის ძე ჩეხოევი
56 ცხინვალის №737 სასოფლო საარჩევნო ოლქი ვასილ ალექსანდრეს ძე ხუბაევი
57 ჯავის №738 საარჩევნო ოლქი დიანა ვარლამის ასული ხუგაევა
58 ზნაურის №739 საარჩევნო ოლქი ლევ რაჟდენის ძე თედეევი
59 ლენინგორის №740 საარჩევნო ოლქი მერაბ ისიდორეს ძე ბერძენიშვილი

არჩევნები საზოგადოებრივ ორგანიზაციებში

რედაქტირება

საერთო საკავშირო ორგანოების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისაგან სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნებში, ამ ორგანიზაციების ყრილობებზე, კონფერენციებზე, მათი საკავშირო ორგანოების პლენუმებზე 750 დეპუტატის მანდატზე კენჭს იყრიდა 871 კანდიდატი, დეპუტატად აირჩიეს 732 კაცი. 18 დეპუტატი ხუთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში არ იქნენ არჩეული. სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა არჩევნების შესახებ კანონის 61-ე მუხლის შესაბამისად ამ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მოეწყო განმეორებითი არჩევნები[6].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №66 (12932), 6 აპრილი, 1989

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გაზ. „კომუნისტი“, №89 (20430), 16 აპრილი, 1989
  2. Ведомости Верховного Совета СССР, 1988 г., № 49, ст.731.
  3. Ведомости Верховного Совета СССР, 1988 г., № 49, ст.732.
  4. Алфавитный список народных депутатов СССР
  5. გაზ. „კომუნისტი“, №77 (20418), 2 აპრილი, 1989
  6. გაზ. „კომუნისტი“, №79 (20420), 5 აპრილი, 1989