სპირიდონ მელიქიანი

სპირიდონ მელიქიანი (სომხ. Սպիրիդոն Մելիքյան, დ. 1 სექტემბერი, 1880, ეჩმიაძინი — გ. 4 მაისი, 1933, ერევანი) — სომეხი კომპოზიტორი და მუსიკათმცოდნე. სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1933).

სპირიდონ მელიქიანი
ArmenianStamps-344.jpg
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1 დეკემბერი, 1880
დაბ. ადგილი ეჩმიაძინი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 4 მაისი, 1933 (52 წლის)
გარდ. ადგილი ერევანი, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
დასაფლავებულია Q42794380?
ჟანრ(ებ)ი სომხური მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი, მასწავლებელი, მუსიკადმცოდნე, {{{link alias-s}}} დროშა, სომხეთის სსრ–ის დროშა
ინსტრუმენტ(ებ)ი ფორტეპიანო
ჯილდოები სომხეთის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
სპირიდონ მელიქიანი ვიკისაწყობში

ბიოგრაფიარედაქტირება

სომხეთის სსრ-ის კულტურის დამსახურებული მოღვაწე, მუსიკათმცოდნე, კომპოზიტორი და ფოლკლორისტი სპირიდონ მელიქიანი დაიბადა 1880 წლის 1 დეკემბერს ეჩმიაძინში. მან დაამთავრა გრიგორიანული, სასულიერო სემინარია, რომელიც ასევე კომიტასის სასწავლებელიც იყო. 1904–1908 წლებში სწავლობდა ბერლინში რობერტ შმიდტის კერძო კონსერვატორიაში, რისი დამთავრების შემდეგაც ასწავლიდა სიმღერას ქალაქ შუშა-ში. 1912 წელს თბილისში დააარსა სომხური მუსიკალური საზოგადოება. სპირიდონ მელიქიანი 1909–1914 წლებში მოღვაწეობდა, როგორც მომღერალი, 1909–1921 წლებში იყო მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი თბილისის ნერსისიანის სემინარიაში, 1921–1924 წლებში იყო მუსიკალური გუნდის ხელმძღვანელი ერევანისა და ეჩმიაძინის სკოლებში. 1924 წლიდან ასწავლიდა ერევნის კონსერვატორიაში, 1931 წლიდან კი იყო მისი დირექტორი. 1925 წელს სპრიდონ მელიქიანი გახდა სომხეთის მეცნიერებისა და ხელოვნების ინსტიტუტის წევრი.

გარდაცვალებარედაქტირება

სპირიდონ მელიქიანი გარდაიცვალა 1933 წლის 4 მაისს, ერევანში. დაკრძალულია კომიტასის პანთეონში.

საინტერესო ფაქტებირედაქტირება

2006 წელს გამოშვებულ იქნა სომხეთის საფოსტო მარკა, რომელიც მიეძღვნა სპირიდონ მელიქიანის ხსოვნას.

ჯილდოებირედაქტირება

1933 წელს მიენიჭა სომხეთის სსრ-ის კულტურის დამსახურებული მოღვაწის წოდება.[1]

შემოქმედებარედაქტირება

სპირიდონ მელიქიანმა ჩაიწერა 1000-ზე მეტი სომხური ხალხური სიმღერა, რომელიც შევიდა მუსიკალურ ნაკრებში „შირაქული სიმღერები“ (1927-1928), „სომხური ხალხური სიმღერები და ცეკვები“ (1949-1953). დაწერა საბავშვო ოპერა „ძმა-ბატკანი“ (1914). გუნდისა და ორკესტრისთვის დაწერა ლეგენდა „აღთამარი“ ოვანეს თუმანიანის ტექსტებზე დაყრდნობით (1908). რომანსები ავეტიქ ისააკიანი-ს და იოანესიანის ტექსტის მიხედვით. დაამუშავა ხალხური სიმღერების საგუნდო და სოლო ვარიანტები.

დაწერა ბერვი ლიტერატურული თხზულება:

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Ով ով է. Հայեր. Կենսագրական հանրագիտարան, հատոր 2, Երևան, 2007