სპირიდონ ესაძე
სპირდონ იოსების ძე ესაძე (დ. 1813, ოზურგეთი, — გ. 6 სექტემბერი, 1875, თბილისი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1874). ბორის, სიმონ და სპირიდონ ესაძეების მამა.
სპირდონ ესაძე | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 1813 |
დაბადების ადგილი | ოზურგეთი |
გარდაცვალების თარიღი | 1875 |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
წოდება | გენერალ-მაიორი |
ბრძოლები/ომები | ყირიმის ომი |
გურიის აზნაურთა საგვარეულოს წარმომადგენელი. 1835 წლიდან მსახურობდა ბრესტის ქვეით და ლიტვის ეგერთა პოლკებში. მონაწილეობდა ყირიმის (1853–1856) ომში, იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროზე. მსახურობდა კავკასიის კორპუსის შტაბში. 1860 წელს გადაიყვანეს ჟანდარმთა ცალკე კორპუსში. 1863 წელს მიენიჭა პოლკოვნიკის, 1874 წელს — გენერალ-მაიორის წოდება. 1865–1875 წლებში იყო თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი. დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავის, წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში.
ლიტერატურა
რედაქტირება- დოლიძე ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 98.