სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ესაძე.

სიმონ სპირიდონის ძე ესაძე (დ. 4 თებერვალი, 1868, რუსეთი — გ. 15 თებერვალი, 1927, თბილისი) — ქართველი სამხედრო ისტორიკოსი, პოლკოვნიკი, კავკასიის ომების მკვლევარი, კავკასიისმცოდნე. გამოქვეყნებული ჰქონდა მრავალი გამოკვლევა რუსეთისა და კავკასიის ისტორიაზე.

სიმონ ესაძე

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა რუსეთში, ქართველი თავადის, რუსეთის არმიის ოფიცრის სპირიდონ ესაძის ოჯახში. საშუალო განათლება მიიღო სიმბირსკის კადეტთა კორპუსში, ხოლო უმაღლესი კონსტანტინოვსკის საარტილერიო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1888 წელს ოფიცრის ჩინით. 1898 წლიდან მუშაობს კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბთან არსებული სამხედრო-საისტორიო განყოფილების რედაქტორად, ხოლო 1913 წლიდან განყოფილების უფროსად.

სიმონ ესაძე იყო ცნობილი რუსი სამხედრო ისტორიკოსის ვ. ა. პოტოს მოწაფე. მათ დიდი ღვაწლი მიუძღვით კავკასიის სამხედრო-ისტორიული მუზეუმებისათვის („დიდების ტაძარი“)[1], მასალის მიკვლევა-მოძიებასა და კლასიფიკაციაში, გამოსცეს გზამკვლევი. 1912 წლიდან ს. ესაძე ამ მუზეუმის დირექტორია. 1917 წელს იგი ხელმძღვანელობდა კავკასიის საისტორიო კომისიას, რომელმაც აღწერა თურქეთთან წარმოებული ომი. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ს. ესაძე დანიშნა ფრონტის სამხედრო საისტორიო განყოფილების უფროსად. 1921 წლის 10 აგვისტოდან ხელმძღვანელობს სახელმწიფო საარქივო სამმართველოს სამხედრო სექციას, ხოლო 1923 წლიდან გარდაცვალებამდე სათავეში ედგა სამხედრო-საისტორიო არქივს. მისი რედაქტორობით გამოიცა „კავკასიის კრებულის“ 14 ტომი, რომელშიც გაშუქებულია 1826-1828 წლები. სპარსეთთან და 1823-1845 წლების მიურიდიზმთან ომების ისტორია.

სამეცნიერო მოღვაწეობა ს. ესაძემ დაიწყო გასული საუკუნის მიწურულს. 1898 წელს გამოვიდა მისი წიგნები: „ტვერის დრაგუნები კავკასიაში“ და „აღმოსავლეთის ომი“. შემდეგ მეცნიერმა შექმნა ფუნდამენტური ნაშრომები კავკასიის ისტორიის საკითხებზე: „ისტორიული წერილები კავკასიის მმართველობის შესახებ“, „ღუნიბის აღება და შამილის დატყვევება“, „ისტორიული ნარკვევი კავკასიის ომების შესახებ ჩაჩნეთსა და დაღესტანში“, „დასავლეთ კავკასიის დამორჩილება და კავკასიის ომების დასასრული“.

ესაძე იყო ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთი პიონერი. 1908-1909 წლებში შექმნა კინოქრონიკა კავკასიის არმიის ცხოვრებიდან, ხოლო 1915 წელს გადაიღო ფირი კავკასიის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების შესახებ. 1913 წელს ოქტომბერში ეკრანებზე გამოვიდა მისი სცენარითა და მონაწილეობით შექმნილი ფილმი „ღუნიბის აღება“[2] რომელიც გადაიღეს კინომრეწველებმა ტალდიკინმა და დრაკნოვმა. 1915 წელს ესაძეს მიეცა კინოფოტოგადაღებების უფლება კავკასიის ფრონტზე. მან გადაიღო ფილმები „არზრუმის დაცემა“, „ტრაპეზუნდის აღება“, „დაპყრობილი თურქული ქალაქები“. 1917-1918 წლებში მან გამოყო გადასაღები აპარატი კინოფილმ „ქრისტინეს“ გადასაღებად.[3] ესაძე თან ახლდა მოიერიშე ჯარის ნაწილებს, რომლებიც არზრუმს უტევდნენ და ამავე დროს აწარმოებდა კინოგადაღებას. ესაძემ ფირზე აღბეჭდა ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაში როგორიც იყო ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია 1921 წელს.

ესაძე მეგობრობდა ლევ ტოლსტოისთან. მან ტოლსტოის „ჰაჯი მურატზე“ მუშაობისას გაუგზავნა თავისი ხელით ამონაწერი საარქივო მასალა, რისთვისაც მიიღო მწერლის ავტოგრაფიანი თხზულებათა კრებული. ესაძე აპირებდა ფილმის გადაღებას ჰაჯი მურატის შესახებ, მაგრამ ვერ მოახერხა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Историч. очерк распространения русской власти на Кавказе, (напеч. в Кав. календаре на 1913 г.) / Сост. ред. Воен.-ист. отд. при Штабе Кавк. окр. подполк. Семен Эсадзе. - Тифлис : тип. Канцелярии наместника е. и. в. на Кавказе, 1913. - [2], 71 с.; 24.
  • Историческая записка об управлении Кавказом / Сост. ред. Воен.-ист. отд. Окр. штаба Семен Эсадзе. Т. 1-2. - Тифлис : тип. "Гуттенберг", 1907. - 2 т.; 26.
  • Штурм Гуниба и пленение Шамиля : Ист. очерк Кавк.-гор. войны в Чечне и Дагестане / Сост. ред. Воен.-ист. отд. подполк. Семен Эсадзе. - Тифлис : Воен.-ист. отд., 1909. - [6], II, 208, 4 с.; 25.
  • Покорение Западного Кавказа и окончание Кавказской войны : Ист. очерк Кавк. гор. войны в Закубан. крае и Черноморск. побережье / Сост. нач. Воен.-ист. отд. полк. Семен Эсадзе. - Тифлис : тип. Штаба Кав. воен. окр., 1914. - [16], 182 с., 1 л. карт. : ил.; 25.
  • Тверские драгуны на Кавказе Восточная война 1854-1856 / Сост. Борис и Семен Эсадзе; Под ред. ген.-лейт. Чернявского; Воен.-ист. отд. - Тифлис : тип. Канц. главноначальствующего гражд. ч. на Кавказе, 1898. - [2], VI, 234 с., 17 л. ил., карт.; 30.
  • Историческая записка об управлении Кавказом / Сост. ред. Воен.-ист. отд. Окр. штаба Семен Эсадзе. Т. 1-2. - Тифлис : тип. "Гуттенберг", 1907. - 2 т.; 26.

Т. 2. - [2], VI, 310, 246 с

  • Историческая записка об управлении Кавказом / Сост. ред. Воен.-ист. отд. Окр. штаба Семен Эсадзе. Т. 1-2. - Тифлис : тип. "Гуттенберг", 1907. - 2 т.; 26.

Т. 1. - [6], VI, 616 с

  • Покорение Западного Кавказа и окончание кавказской войны : Ист. очерк кавк.-горской войны в Закубан. крае и Черномор. побережье : [К 50-летию окончания войны, 21 V 1864-1914] / Сост. С. Эсадзе; [Авт. предисл. К. Ачмиз]. - Майкоп : Меоты, 1993. - 119,[1] с.; 20 см.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-07. ციტირების თარიღი: 2015-04-02.
  2. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,
  3. გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 70, ISBN 978-9941-0-5910-0.