დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიათბილისში, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე მდებარე რენესანსულ-ბაროკოული სტილის გუმბათოვანი მართლმადიდებლური ეკლესია. აშენებულია 1884 წელს (არქიტექტორი ა. ჩიჟოვი). 1979–1988 წლებში ეკლესია მოხატა ა. ბანძელაძემ (რესტავრირებულია 2007). დღევანდელი ეკლესია სავარაუდოდ დგას იმ ადგილას, სადაც მდებარეობდა თამარ მეფის სახელთან დაკავშირებული ეკლესია, რომელიც თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე ბევრჯერ დაინგრა და აღადგინეს.

ღვთისმშობლის ეკლესია

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია — თბილისი
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°43′46″ ჩ. გ. 44°47′08″ ა. გ. / 41.7296639° ჩ. გ. 44.7857667° ა. გ. / 41.7296639; 44.7857667
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ნაძალადევის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათიანი
თარიღდება 1884
დეტალები
დიდუბის ეკლესია 1900-იან წლებში

შუა საუკუნეებში დიდუბეში, რომელიც ქალაქის სანახებს წარმოადგენდა, მეფის სასახლე იდგა. აქვე იყო ეკლესიაც, რომელშიც 1189 წელს დაიწერეს ჯვარი თამარ მეფემ და დავით სოსლანმა. საეკლესიო ტრადიციით, დიდუბის ეკლესიის მთავარი, ღმრთისმშობლის ხატი თამარ მეფის მიერ არის შეწირული. 1760 წელს ეკლესია ლეკების შემოსევის დროს დაზიანდა, მაგრამ მალევე შეკეთდა. 1795 წელს ის დაანგრია აღა მაჰმად ხანის ლაშქარმა. 1880-84 წლებში მღვდელ პეტრე იმნაძისა და დეკანოზ ბესარიონ ზედგინიძის ძალისხმევით, მეცენატ გიორგი ქართველიშვილის შემწეობით დიდუბის ღმრთისმშობლის ეკლესია ხელახლა აშენდა (ეკლესიის განახლება დაიწყო 1872 წელს ხოლო გუმბათი 1889 წელს დაადგეს). მისი არქიტექტურა ე. წ. რუსული სტილის ნიმუშია. ეკლესია აკურთხეს 1884 წლის 23 სექტემბერს. მისი პირველი მღვდელი იყო კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი.

 
„კვირას, 23 სექტემბერს აკურთხეს დიდუბის ეკლესია. ეს ეკლესიაიმ ძველ ნაშთთაგანია ჟამთა-ვიტარებას ნახეევრობით დანგრეულ-დაქცეული, რომ დაუტოვებია. აქ უკურთხებიათ მეფედ ქართველტა სათაყვანებელი თამარი. ეკლესია აკურთხა ეგზარხოსმა და წარმოსთქვა სიტყვა, რომელშიც, სხვათა შორის თამარ დედოფლის სახელიც იყო მოხსენიებული... ეკლესია აშენებულია სხვადასხვა პირთა შემწირველთა საშუალებითა და საფასით. ხოლო და გულის მოდგინება ყოფილა დეკანოზის იმნაძისა, მღვდელი ზედგენიძისა და აზნაურ გიორგი ქართველიშვილისა[1].“

XIX საუკუნის ბოლოს აუცილებელი შეიქმნა აგრეთვე ეკლესიის კანკელის შეკეთება.

 
„1897 წლის 6 ივლისს საქართველოს ეგზარხოსმა ვლადიმერმა, არქიმანდრიტ ლეონიდისა, დეკანოზ სოლომონ შოშიაშვილისა და სხვათა თანამწირველობით აკურთხა დიდუბის ახლად შეკეთებული კანკელი. შემდეგ ასხურა წმ. წყლით მთელი ეკლესია და წირვა გადაიხადა. წირვის დროს მღვდელმა კალისტრატე ცინცაძემ სიტყვა წარმოსთქვა[2].“

სამლოცველო ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით აიგო 1900 წელს.

ინტერიერი მოიხატა ალექსანდრე ბანძელაძის მიერ (დაიწყო 1979 წკის აგვისტოში და დაასრულა 1991 წელს).

ლეგენდა ხატის შესახებ

რედაქტირება

ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.“

მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამას და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა-ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს „გიხაროდენ“ უგალობა და მხურვალედ შეევედრა: „ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე, და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!“

მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყვსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან.

ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელმაც XIX საუკუნემდე მოაღწია (პლ. იოსელიანი). ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.

წინამძღვრები

რედაქტირება

პანთეონი

რედაქტირება

ეკლესიის გვერდით არის პანთეონი, რომელშიც დაკრძალულნი არიან ისტორიკოსები პლატონ იოსელიანი, დიმიტრი ბაქრაძე და მიხეილ თამარაშვილი, მწერლები და პოეტები გიორგი წერეთელი, არტურ ლაისტი, პაოლო იაშვილი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე არჩილ ჯორჯაძე, კომპოზიტორი დიმიტრი არაყიშვილი, მხატვარი დავით კაკაბაძე და სხვანი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
  • დიდუბის ღმრთისმშობლის ტაძარი, 2007 წელი. ექვთიმე კოჭლამაზაშვილი
  • საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი, 2006, ISBN 99940-0-923-0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „დროება“, 1884წ, №207
  2. „დროება“, 1897წ, №136