ალექსანდრე ბანძელაძე

ალექსანდრე ბანძელაძე (დ. 27 თებერვალი, 1927, ტულუნი, ირკუტსკის ოლქი — გ. 13 ივნისი, 1992, თბილისი) — ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1965).

ალექსანდრე ბანძელაძე
დაიბადა 27 თებერვალი, 1927(1927-02-27)[1]
გარდაიცვალა 13 ივნისი, 1992(1992-06-13) (65 წლის)

ბიოგრაფია

რედაქტირება

1942–1947 სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1963 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შექმნილი აქვს ფერწერული პორტრეტები, მნიშვნელოვანი გრაფიკული ნაწარმოებები. ძირითადი ნამუშევრები: გ. ტაბიძის (1951), დ. ჭიჭინაძის (1952) და ნ. ჩიქოვანის (1957) პორტრეტები. ილუსტრაციების სერიები: "არსენას ლექსი" (16 ფურცელი, 1957 წელს მიიღო საკავშირო აკადემიის ვერცხლის მედალი), რ. კიპლინგის - "მაუგლი" (104 ილუსტრაცია, 1960) და სხვა. "არსენას ლექსი" (ტუში, 1964, წიგნის გაფორმების კალიგრაფიული, გრაფიკული და ილუსტრაციული გადაწყვეტისათვის 1966 წელს მიიღო პრიზი ბრნოს საერთაშორისო ბიენალეზე, ხოლო 1968 - მსოფლიოს საუკეთესო წიგნის გამოფენაზე ლაიფციგში). ბანძელაძემ მოხატა თბილისის დიდუბის ეკლესია (1979-1988). საქართველოს სახელმწიფო პრემია (1993, სიკვდილის შემდეგ).

დაკრძალულია დიდუბის ეკლესიის გალავანში უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. The Fine Art Archive — 2003.