ბორის სპირიდონის ძე ესაძე (დ. 24 ივლისი, 1864 — გ. 31 იანვარი, 1914, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, საზოგადო და სამხედრო მოღვაწე, გამომცემელი, ჟურნალისტი, რუსეთის იმპერიის არმიის პოდპოლკოვნიკი (1911).

ბორის ესაძე
დაბ. თარიღი 24 ივლისი (5 აგვისტო), 1864 ან 24 ივლისი, 1864(1864-07-24)
გარდ. თარიღი 31 იანვარი (13 თებერვალი), 1914 (49 წლის) ან 31 იანვარი, 1914(1914-01-31) (49 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა ჟურნალისტი ისტორიკოსი საზოგადო მოღვაწე
ალმა-მატერი Tver cavalry school
მამა სპირიდონ ესაძე
ჯილდოები წმინდა ანას მე-4 ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა სტანისლავის ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გენერალ-მაიორ სპირიდონ ესაძის ოჯახში. მისი ძმები იყვნენ პოლკოვნიკი სიმონ ესაძე და პოდპოლკოვნიკი სპირიდონ ესაძე.

ბორის ესაძემ დაამთავრა ქალაქ ტვერის იუნკერთა საკავალერიო სასწავლებელი. 1882 წელს სამსახური დაიწყო ნოვოროსიისკის დიდი მთავრის ვლადიმერ ალექსანდრეს ძის სახელობის დრაგუნთა პოლკში. იმავე წელს ჩაირიცხა ტვერის საკავალერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ 1886 წელიდან მსახურობდა კავკასიის არმიის სხვადასხვა ნაწილში უმეტესად საშტაბო თანამდებობებზე. პასუხსაგები თანამდებობები ეკავა ყარსის ოლქში. 1911 მიენიჭა პოდპოლკოვნიკის ჩინი.

ესაძეს ეკუთვნის ნაშრომები რუსეთის არმიის ცალკეული სამხრეთ ნაწილების ისტორიის, გამოჩენილი მხედართმთავრების ცხოვრება-მოღვაწეობის, რუსეთის არმიაში ქართველების ღვაწლის შესახებ. იყო რუსეთის სამხედრო-ისტორიული და რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებების კავკასიის განყოფილების ნამდვილი წევრი. ბორისს ეკუთვნის დაკვირვებები რუსეთ-საქართველოს ისტორიის ურთიერთობის შესახებ. დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის პროპაგანდაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი კრებული „საქართველოს მატიანე“ (ნაკვ. I, თბ., 1913) და „მთელი კავკასია“ (№1, თბ., 1903, ორივე რუსულ ენაზე). დიდი ენერგია შეალია ქართული ისტორიის ძეგლების მოვლა-პატრონობას, აქტიურად მონაწილეობდა „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ დაარსებაში.

1905 გამოაქვეყნა ნიკოლოზ ბარათაშვილის გარდაცვალების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი კრებული „საქართველოს გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება. ბარათოვის ტომი“ (თბ., 1905, რუსულ ენაზე), რომლის შემოსავალი მოხმარდა ნ. ბარათაშვილის საფლავის ძეგლის მოწყობას. ძეგლი, რომელიც დაიდგა დიდუბის პანთეონში, 1938 გადატანილი იქნა მთაწმინდის პანთეონზე. ბორისმა დააარსა რამდენიმე რუსული პერიოდული ორგანო „კავკაზსკი კრაი“ (1905), „კავკაზსკაია არმია“ (1907), რომელსაც ჰქონდა ორი ყოველკვირეული დამატება „კავკაზსკი ვეტერან“ (ჯარისკაცებისათვის) და „კავკაზსკი ვოენნი ვესტნიკ“ (ოფიცრებისათვის). იყო გაზეთ „ყარსის“ რედაქტორი 1910 წლის 26 იანვრიდან 1911 წლის 2 ივლისამდე. აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს (ფსევდონიმები: „ბუდილნიკი“, „ბლაგოჟელატელი“, „ბეზ პსევდონიმა“, „გ. კარტველი“, „ზემეცი“ და სხვა).

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Очерк ношений России с единоверной Грузией. Прибытие русских в Иверию, Тфл., 1899.
  • Краткий исторический очерк боевой славы, мирной жизни 43-го Драгунского Тверского полка и празднование тверцами 100-летнего юбилея 1798–1898 гг., Тфл., 1900.
  • Карсская область в ее прошлом и настоящем (Исследования, наблюдения и заметки), Тфл., 1912.
  • Первый генерал-фельдцейхмейстер русской артиллерии при Петре Великом царевич Имеретинский Александр Арчилович, СПб., 1913.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჟორდანია ო., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 97.
  • ჟორდანია ო., ბორის ესაძე და საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 2004
  • წოწელია ვ., ჟორდანია ო., ქართველი კავკასიოლოგები (ბორის და სიმონ ესაძეები), თბ., 1992