ენეოლითის ხანა

(გადამისამართდა გვერდიდან სპილენძის ხანა)

ენეოლითის ხანა (ლათ. aeneus - სპილენძი; ბერძ. lithos - ქვა) — ნეოლითიდან ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი პერიოდი, როდესაც ჩნდება თვითნაბადი სპილენძის ცივი დამუშავების გზით დამზადებული იარაღი. ადამიანი თანდათან ეუფლება სპილენძის მადნის ჩამოსხმის ხერხს, ჩნდება სპილენძის ჩამოსხმული იარაღი და სამკაული. ენეოლოთის ეპოქაში ქვის იარაღის გვერდით სპილენძის იარაღიც იხმარებოდა. მეცნიერთა უმრავლესობა ენეოლითს განიხილავს არა როგორც ცალკე ეპოქას, არამედ როგორც ბრინჯაოს ხანის ადრინდელ ეტაპს – სპილენძის ხანას. შუამდინარეთსა და ეგვიპტეში ენეოლითი იწყება ძვ. წ. IV ათასწლეულში, ევროპაში – ძვ. წ. III ათასწლეულში. საქართველოს ტერიტორიაზე ენეოლითის ძეგლებია: ამირანის გორა, არუხლოს გორა, იმირის გორა, შულავრის გორა, თეთრი წყაროს ნასოფლარი.

ენეოლითის ხანის გალავნიანი სოფლის რეკონსტრუქცია, ლოს მირალესი, პირენეს ნახევარკუნძული

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: