მუჰამად I ან აბუ აბდ-ალაჰ მუჰამად იბნ აბდ ალ-რაჰმანი (არაბ. محمد بن عبد الرحمن الأوسط; დ. 823 — გ. 886) — კორდოვის საამიროს მეხუთე ომაიანი ამირა, რომელიც ალ-ანდალუსიას 852-886 წლებში მართავდა.

მუჰამად I
محمد بن عبد الرحمن الأوسط

მუჰამად I-ის მმართველობისას მოჭრილი ვერცხლის დირჰემი
კორდოვის საამიროს მეხუთე ამირა
მმართ. დასაწყისი: 852
მმართ. დასასრული: 886
წინამორბედი: აბდ ალ-რაჰმან II
მემკვიდრე: ალ-მუნზირი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 823
დაბ. ადგილი: კორდოვა
გარდ. თარიღი: 886
გარდ. ადგილი: კორდოვა
დინასტია: ომაიანები
მამა: აბდ ალ-რაჰმან II

მუჰამად I დაიბადა 823 წელს კორდოვაში. მისი მმართველობა აღინიშნება მულადებისა (იბერიული ეთნიკური წარმომავლობის მაჰმადიანები) და მოზარაბების (მაჰმადიანთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ქრისტიანები) რამდენიმე აჯანყებითა და სეპარატისტული მოძრაობის გაძლიერებით. 880 წელს უმარ იბნ ჰაფსუნმა, სავარაუდოდ ვესტგოთური წარმოშობის პიროვნებამ, წამოიწყო აჯანყება, რომლის ჩახშობაც მხოლოდ 928 წელს, აბდ ალ-რაჰმან III-ის მმართველობისას მოხერხდა.

მუჰამად I გარდაიცვალა 886 წელს, რის შემდეგაც ტახტზე ავიდა მისი ვაჟი, ალ-მუნზირი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Altamira, Rafael (1999). "Il califfato occidentale". Storia del mondo medievale II. pp. 477–515.
წინამორბედი:
აბდ ალ-რაჰმან II
ამირა
852–886
შემდეგი:
ალ-მუნზირი