გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვერდისუბანი (მრავალმნიშვნელოვანი).

გვერდისუბანი — ნასოფლარი ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თორის ქვაბულში, მთა ბარძიმ-ჯვარის სამხრეთ კალთაზე, მდინარე გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1520 მეტრი, ბორჯომიდან 32 კილომეტრი. წარმოადგენდა თემის ცენტრს, რომელშიც შედიოდა სოფლები: ვარდევანი, მაჭარწყალი, ღვთისმშობელი, წინუბანი. როგორც სოფელი გვერდისუბანი, ასევე მის თემში შემავალი სოფლების უმრავლესობა ამაჟამად დაცლილია მოსახლეობისგან. დასახლებული სოფლები კი შედიან ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სოფელი
გვერდისუბანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ბორჯომის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°47′05″ ჩ. გ. 43°38′34″ ა. გ. / 41.78472° ჩ. გ. 43.64278° ა. გ. / 41.78472; 43.64278
ცენტრის სიმაღლე 1510
მოსახლეობა 0[1] კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)
გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი) — ბორჯომის მუნიციპალიტეტი
გვერდისუბანი (ბორჯომის მუნიციპალიტეტი)

დემოგრაფია რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 34[2]
2014 0  

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 16 აგვისტო 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.