ქალაქ ბერლინის ისტორია მისი დაარსებიდან, XIII საუკუნიდან იწყება და შემდეგ ხდება პატარა ქვეყნის პრუსიის დედაქალაქი. პრუსიის სწრაფი ზრდა დაიწყო XVIII-IXX საუკუნეში და 1871 წელს საფუძველი ჩაუყარა გერმანიის იმპერიას. 1900 წელს ბერლინი გახდა წამყვანი მსოფლიო ქალაქი. ლიდერობდა ისეთ დარგებში როგორიც არის: მეცნიერება, მუსიკა, მუზეუმები, განათლება, მმართველობა, დიპლომატია და სამხედრო სფერო. ასევე, დიდ როლს თამაშობდა მრეწველობასა და ფინანსებში. მეორე მსოფლიო ომის დროს ბერლინი თითქმის მთლიანად განადგურდა დაბომბვის, არტილერიისა და სასტიკი ხელჩართული ბრძოლების გამო. ამ ყველაფერმა ქალაქი წამყვანი როლი დროებით დააკაგვინა. 1990 წელს ორად გახლეჩილი ბერლინის გაერთიანებამ ბერლინს დაუბრუნა მსოფლიოს წამყვანი ქალაქის როლი.[1]

ალბრეხტ დათვის ძეგლი გამარჯვების ხეივანში, ბერლინში, ვალტერ შოტის ნამუშევარი, ამჟამად შპანდაუს ციტადელშია.
ბერლინის და კელნის რუკა, 1652
ბერლინი 1688 წელს (1935 წლის ნახატი)

პირველი მოსახლეები (1100 – 1400) რედაქტირება

თავდაპირველად სლავური ქალაქი ბერლინი მდებარეობდა მდინარე შპრეეს აღმოსავლეთ ნაწილში, დაახლოებით იქ სადაც დღეს Nikolaiviertel (ნიკოლასის კვარტალი) არის. პირველი გერმანული დასახლება სავარაუდოდ XI-XII საუკუნეში იყო. მათ დაარსდეს მეორე ქალაქი კელნი, რომელიც დღევანდელ მუზეუმთა კუნძულზე მდებარეობდა. XII საუკუნეში ქალაქი გახდა ბრანდენბურგის საკურფიურსტოს ნაწილი, რომელის დამაარსებელი 1157 წელს იყო ალბრეხტ I დათვი. მან ბერლინს დაუტოვა ანდერძი, რომ მისი ემბლემა ყოფილიყო დათვი, რომელიც შემდგომში გამოსახეს ბერლინის გერბზე. ბერლინი ქალაქად იხსენიება 1244 წლიდან, კელნი - 1237 წლიდან. 1400 წელს ბერლინის და კელნის მოსახლეობა დაახლოებით 8 000 მოსახლეს შეადგენდა. 1307 წელს ბერლინისა და კელნის გაერთიანებით შეიქმნა ქალაქი ბერლინ-კელნი, ხოლო ფორმალურად 1432 წელს გაერთიანდა. უფრო ადრეული ქალაქების სტატუსი გააჩნიათ დღევანდელი ბერლინის ფარგლებში შემავალ ქალაქებს, შპანდაუს (ქალაქად იხსენიება 1197 წლიდან) და კეპენიკს (1204), რომლებიც ძველი სლავური დასახლებების ადგილას შექმნა. ამასთან, ნახსენები ქალაქები მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ბერლინის მოქიშპენი იყვნენ და ისტორიამ საამისო ბევრი მაგალითი შემოინახა, მაგალითად, 1567 წლის "ხელკეტების ომად" წოდებული გრანდიოზული ჩხუბი ბერლინელ და შპანდაუელ ახალგაზრდებს შორის, რომელიც პირველთა გალახვით და გაქცევით დასრულდა.

1462 წელს გაერთიანებული ქალაქი ბრანდენბურგის საკურფიურსტოს დაექვემდებარა და საქალაქო დამოუკიდებლობა დაკარგა. 1710 წელს ბერლინი ბრანდენბურგის საკურფიურსტოსა და პრუსიის საჰერცოგოს გაერთიანების შედეგად შექმნილი პრუსიის სამეფოს დედაქალაქი გახდა და გარეუბნების (დოროთეენშტადტი, ფრიდრიხსვერდერი, ფრიდრიხშტადტი) ხარჯზე მნიშვნელოვნად გაფართოვდა. შემდგომი დიდი გაფართოების შედეგად, 1860 წელს ბერლინის შემადგენლობაში მოხვდა შემდეგი დღევანდელი რაიონები: ვედინგი, მოაბიტი, ტემპელჰოფი, შენებერგი, ხოლო თანამედროვე მასშტაბები ქალაქმა 1920 წელს, დიდი ბერლინის შექმნით შეიძინა, როცა ბერლინს რამდენიმე ქალაქი და თემი შემოემატა, მისი ნახსენები ისტორიული კონკურენტების, შპანდაუსა და კეპენიკის ჩათვლით.[2]

ბრანდენბურგის საკურფიურსტო (1400 – 1700) რედაქტირება

1415 წელს ფრედერიკ I გახდა ბრანდენბურგის კურფიურსტმა (ინგ.:Prince-elector, გერ.:Kurfürst. ტიტული, ვისაც მეფის არჩევის უფლება ჰქონდა), რომლის მმართველობას 1440 წლამდე გაგრძელდა. ბრანდენბურგის მომდევნო კურფიურსტი, ბერლინში, ჰოენცოლერნთა დინასტია იყო, რომელიც 1918 წლამდე მმართვდა, შემდგომში კი როგორც პრუსიის მეფეები და ბოლოს გერმანიის იმპერატორები. როდესაც ბერლინი გახდა ჰოენცოლერების რეზიდენცია, უარი თქვა სამხედრო-სავაჭრო ჰანზის კავშირის თავისუფალი ქალაქის სტატუსზე.

  • 1443-1451 წელი - მდინარე შპრეეს სანაპიროზე აშენდა ბერლინის პირველი სასახლე (გერ.:Berliner Stadtschloss). ამ დროს ბერლინი-კოლნი შეადგენდა დაახლოებით 8 000 მაცხოვრებელს. მოსახლეობის ზრდასთან ერთად იზრდებოდა სიღარიბე.
  • 1448 წელს - ბერლინში მოხდა აჯანყება ახალი სამეფო სასახლის აშენების წინააღმდეგ, რომელსაც ხელმძღვანელობდა კურფიურსტი ფრედერიკ II. აჯანყება არ იყო წარმატებული, მოქალაქეებმა დაკარგეს დიდი ეკოომიკური და პოლიტიკური პრივილიგიები.
  • 1451 წელს - ბერლინი ხდება ჰოენცოლერთა რეზიდენცია და უარს ამბობს სამხედრო-სავაჭრო ჰანზის კავშირის თავისუფალი ქალაქის სტატუსზე.
  • 1510 წელს - 100 ებრაელი იქნა ბრალდებული ქურდობაში და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან დანაშაულში. 38 მათგანი დაწვეს. დანარჩენები გააძევეს ქალაქიდან.
  • 1539 წელს - ბერლინის კურფიურსტი გახდა ლუთერანი, ხოლო ბერლინი ლუთერანული.
  • 1576 წელს - ბუბონის ჭირის გამო გარდაიცვალა დაახლოებით 6 000 ადამიანი. დაახლოებით 1600 წელს - ბერლინი-კელნის მოსახლეობა 12 000 ადამიანს შეადგენდა.
  • 1618-1648 - ოცდაათწლიანი ომი დამანგრეველი აღმოჩნდა ბერლინისთვის. სახლების მესამედი იყო განადგურებული და ქალქქმა დაკარგა თითქმის მოსახლეობის ნახევარი,
  • 1640 წელს - ბრანდენბურგის კურფიურსტი გახდა ფრიდრიხ ვილჰელმი, ცნობილი როგორც „დიდებული კურფიურსტი“ (ინგ.:”Great Elector”). მისი ინიცირებული იყო ტოლერანტული საემიგრაციო და რელიგიური პოლიტიკა. მომდევნო დეკადა ბერლინისთვის წარმატებული აღმოჩნდა, იგი გაიზარდა და დაარსდა ახალი უბნები: Friedrichswerder-ი and Dorotheenstadt-ი. მისი მმართველობის დროს ბერლინში დაახლოებით 20 000 ადამიანი ცხოვრობდა და ბერლნი, პირველად, მნიშვნელოვანი ქალაქი გახდა ცენტრალურ ევროპაში. ფრიდრიხ ვილჰელმმა, ასევე განავითარა მუდმივი არმია.
  • 1971 წელს - ავსტრიიდან ბერლინში გამოსახლდა 50 ებრაული ოჯახი და მიიღო სახლი. ფრიდრიხ ვილჰემმა ბერლინში მიიწვია ფრანგი კალვინისტები. 1687 წლისთვის ბერლინის მოსახლეობა 20%-ით გაიზარდა, რომელთა უმეტესობაც იყვნენ ბანკირები, მეწარმეები და ინვესტორები.[3]

პრუსიის სამეფო (1701–1871) რედაქტირება

1701 წელს კურფიურსტმა ფრედერიკ III-მ (1688-1701) საკუთარ თავს მიანიჭა პრუსიის მეფის სტატუსი და დაირქვა ფრედერიკ I (1701-1713). მან ბერლინს მიანიჭა პრუსიის სამეფოს დედაქალაქის სტატუსი. 1709 წელს ბერლინში ცხოვრობდა 55 000 ადამიანი, რომლიდანაც 5 000 მსახურობდა პრუსიის არმიაში. 1710 წლის 1 იანვარს ქალაქი ბერლინი, კელნი, Friedrichswerder-ი, Dorotheenstadt-ი და Friedrichstadt გაერთიანდნენ ერთი სახელის ქვეშ: ,,ბერლინის სამეფო დედაქალაქი და რეზიდენცია”

ბერლინის მოსახლეობის ზრდა რედაქტირება

  • 1400 წელი: 8,000 ადამიანი (ბერლინი და კელნი)
  • 1600 წელი: 16,000
  • 1618 წელი: 10,000
  • 1648 წელი: 6,000
  • 1709 წელი: 60,000 (Friedrichswerder-ის, Dorotheenstadt-ისა და Friedrichstadt-ის გაერთიანება)
  • 1755 წელი: 100,000
  • 1800 წელი: 172,100
  • 1830 წელი: 247,500
  • 1850 წელი: 418,700
  • 1880 წელი: 1,124,000
  • 1900 წელი: 1,888,000
  • 1925 წელი: 4,036,000 (1920 წელს გაფართოებული ტერიტორიები)
  • 1942 წელი: 4,478,102
  • 2003 წელი: 3,388,477
  • 2007 წელი: 3,402,312
  • 2012 წელი: 3,543,676

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Bernd Stöver (2013). Berlin: A Short History. C.H.Beck. p. 98.
  2. Richie, Faust's Metropolis pp 41-50
  3. Alexandra Richie, Faust's Metropolis (1998) p 55