კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
(განსხვავება არ არის)

03:13, 1 სექტემბერი 2021-ის ვერსია

კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (ინგლ. Caucasus hunter-gatherer; CHG), ასევე ცნობილი როგორც საწურბლიის კლასტერი[1]თანამედროვე ადამიანის გენეტიკური ხაზი, პირველად გამოვლინდა 2015 წლის კვლევაში,[2][3] დასავლეთ ევრაზიის (ევროპა, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი) მოსახლეობაზე ჩატარებული გენეტიკური კვლევების საშუალებით.[4][5]

კავკასიის რეგიონის რუკა

კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის ხაზი წარმოიშვა დასავლეთ ევრაზიის მოსახლეობის იმ ფუძე ხაზიდან, რომელიც, თავდაპირველად, დაახლოებით 45.000 წლის წინ, დაიყო უსტ-იშიმის ადამიანის, ოასე1-ისა და ევროპელ მონადირე-შემგროვებლის შტოებად; და საბოლოოდ გამოეყო „ადრეულ ანატოლიელ მიწათმოქმედების“ ხაზს, დაახლოებით 25.000 წლის წინ, გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში.[3][3] გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები იზოლაციაში დამოუკიდებელი პოპულაციის სახით გადარჩნენ.[2]

ნეოლითის დასაწყისში, ძვ. წ. 8.000 წელს, ისინი სავარაუდოდ სახლობდნენ დასავლეთ ირანსა და კავკასიაში,[6] და ხალხი რომელიც ჰგავდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ირანის პლატოს მონადირე-შემგროვებლებს ძვ. წ. 6.000 წლამდე სახლდებიან პაკისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.[7] აღმოსავლელ მონადირე-შემგროვებლები პონტურ-კასპიურ სტეპებში შეერივნენ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს, რამაც წარმოშვა დასავლეთ სტეპის მესაქონლეები. დასავლეთ სტეპის მესაქონლეებმა კი საფუძველი დაუდეს იამნაიას კულტურას და გვიანი ნეოლითისა და ადრეულ ბრინჯაოს ხანის მანძილზე გავრცელდნენ მთელი ევროპის მაშტაბით.[8]

წარმომავლობა

 
ერთ-ერთი კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი აღმოჩენილ იქნა საწურბლიის მღვიმეში (საქართველო).
 
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის, დასავლეთის მონადირე-შემგროვებლისა და ადრეული მიწათმოქმედებს შორის კავშირი ჯონსის თანახმად (2015).

ჯონსმა და სხვ. (2015) ანალიზი ჩაუტარეს დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ გვიანი ზედა პალეოლითისა (13.300 წელი) და მეზოლითის (9,700 წელი) მამაკაცის გენომებს. როგორც გაირკვა, ეს ორი მამაკაცი ატარებდა Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფ: J* და J2a-ს, რომელიც მოგვიანებით დახარისხებულ იქნა J1-FT34521, და J2-Y12379* ინიციალებით, და K3 და H13c მიტოქონდრიულ ჰაპლოჯგუფებს.[9] მათმა გენომებმა აჩვენა, რომ კავკასიელი და ახლო აღმოსავლელი მოსახლეობის აღრევა გრძელდებოდა 25.000 წლის წინამდე, იქამდე, სანამ გამყინვარების ძალზე ცივი პერიოდი დაიწყებოდა.[4]

კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის წარმომავლობა გამოვლინდა დასავლეთ საქართველოში: საწურბლიის მღვიმეში ზედა პალეოლითის (დაახლ. ძვ. წ. 11.000 წ.) და კოტიას კლდის მღვიმეში მეზოლითის (დაახლ. ძვ. წ. 7700 წ.) ნიმუშებიდან. საწურბლიის ნიმუში ახლოს დგას სამხრეთ კავკასიის თანამედროვე მოსახლეობასთან.[2]

ფუ და სხვ. (2016), კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის ნიმუშები შეადარეს 13.700 წლით დათარიღებული ბიშონის ადამიანის გენომს (შვეიცარია). კვლევის შედეგად აღოჩნდა, რომ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებსა და დასავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებელს შორის“ ხაზი დაახლ. 45.000 წლის წინ გაიყო, რაც ევროპის დასახლების სავარაუდო პერიოდად ითვლება. კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი გამოეყო „ადრეულ ანატოლიელ მიწათმოქმედების“ ხაზს გვიან, 25.000 წლის წინ, უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში.[3]

მარგარიანმა და სხვ. (2017) ძველი სამხრეთ კავკასიური მიტოქონდრიული დნმ-ის ანალიზის შედეგად აღმოაჩნეს მოსახლეობის მკვეთრი ზრდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულის ჟამს, დაახლ. 18.000 წლის წინ. კვლევამ ასევე აჩვენა დედობრივი წარმომავლობის 8.000 წლიანი უწყვეტი ხაზი.[10]

იარდუმიანმა და სხვ. (2017) სვანების გენეტიკური კვლევისას აღმოაჩნინეს მიტოქონდრიული დნმ-ის არაერთგვაროვნება, გავრცელებული ჰაპლოჯგუფები მოიცავდა U1‐U7, H, K, და W6-ს, მაშინ როცა Y დნმ-ის ჰაპლოჯგუფები იყვნენ ნაკლებად მრავალფეროვანი, სვანების 78% მიეკუთვნება G2a Y-ჰაპლოჯგუფს.[11]

ნარასიმჰანის და სხვ. (2019) თანახმად ირანელი მიწათმოქმედების მონათესავე ხალხი 6.000 წლის წინამდელ პერიოდში დასახლდნენ პაკისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. მკლევარები ვარაუდობენ, რომ „ირანელი მიწათმოქმედების მონათესავეთა წარმომავლობა [...] იყო [ასევე] დამახასიათებელი ჩრდილოეთ კავკასიელი და ირანის პლატოს მონადირე-შემგროვებლებისთვისაც“[7]

პროტო-ინდო-ევროპელები

 
ადრეული იამნაიას კულტურა და მისი სიახლოვე კავკასიასთან.

პროტო-ინდო-ევროპელები ე.ი. იამნაიას ადამიანები და მონათესავე კულტურები, როგორც ჩანს წარმოადგენდნენ აღმოსავლეთ ევროპელი მონადირე-შემგროვებლებისა და იმ ადამიანთა ჯგუფის ნაზავს, რომლებიც კავშირში არიან ახლო აღმოსავლეთთან,[12] სავარაუდოდ ან კავკასიელი მონადირე-შემგროვებლების[2] ან ირანის ენეოლითური ადამიანების მეშვეობით, კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის კომპონენტით.[13][4][note 1] ორივე პოპულაცია იამნაიას დნმ-ის ნახევარს აყალიბებს.[15][4] ანდრეა მანიკას თქმით:

კითხვა თუ საიდან მოდის იამნაია დღემდე საიდუმლოს წარმაოდგენდა [...] ჩვენ ახლა შეგვიძლია ვუპასუხოთ ამას, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ მათი გენეტიკური შემადგენლობა განეკუთვნება აღმოსავლეთ ევროპის მონადირე-შემგროვებელთა და იმ კავკასიელ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფს, რომელმაც უკანასკნელი გამყინვარება აშკარა იზოლაციაში გადაიტანა.[4]

ჯონსის და სხვ. (2015) აზრით, კავკასიელი მონადირე-შემგრვებლების გენომმა მნიშვნელოვანი მონაწეილობა მიიღო იამნაიას სტეპის მესაქონლეებში, რომლებიც ძვ. წ. 3.000 წელს გადასახლდნენ ევროპაში, რითიც გავლენა იქონიეს ადრე ბრინჯაოს კულტურის ფორმირებაზე. კავკასიელმა მონადირე-შემგროვებლებმა კვალი დატოვეს თანამედროვე კავკასიისა და ასევე ცენტრალური და სამხრეთ აზიის თანამედროვე მოსახლეობაზე, რამაც შესაძლოა ასევე გამოიწვია ინდო-არიანული ენების გამოჩენა.[16]

ლაზარიდისი და სხვ. (2016) ასახელებს სხვა ხალხს, სავარაუდოდ ირანიდან, როგორც იამნაიას ხალხის ახლო აღმოსავლელ წინაპრებად, კვლევის შედეგად ირკვევა, რომ ენეოლითური ირანის მონათესავე მოსახლეობამ 43%-იანი წვლილი შეიტანა ადრეული ბრინჯაოს ხანის სტეპის მოსახლეობაზე.[17][note 2] ეს კვლევა ამტკიცებს, რომ ეს ირანელი ენეოლითის ხალხი იყო "ნეოლითის ხანის დასავლეთ ირანის, ლევანტისა და კავკასიის მონადირე-შემგროვებელთა ხალხის" ნაზავი.[17]

გალეგო-ლორენტე და სხვ. (2016) ასკვნის რომ ირანის მოსახლეობა არ უნდა იყოს იამნაიას „სამხრეთის“ კომპონენტის სავარაუდო წყაროვიდრე ავკასიელი მონადირე-შემგროვებლები.[18]

ვანგმა და სხვ. ჩრდილოეთ კავკასიის გენეტიკური ნაშთების კვლევის საფუძველზე, რომლებიც ძვ. წ. IV და I ათასწლეულებით თარიღდება, შეამჩნია კორელაცია სამხრეთ კავკასიის თანამედროვე ჯგუფებთან, რითიც დაასკვნა, რომ დღევანდელობისგან განსხვავებით - კავკასია ფუნქციონირებდა როგორც ხიდი და არა გადაულახავი ბარიერი ხალხთა მიგრაციებისთვის.[19]

კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის მინარევი ასევე აღმოჩენილ იქნა სამხრეთ აზიაში, რაც სავარაუდოდ აქ ინდო-არიანელების მიგრაციასთან არის დაკავშირებული.[2]

ლიტერატურა

  • Anthony, David (2009b), „Ancient DNA, Mating Networks, and the Anatolian Split“, Dispersals and Diversification: Linguistic and Archaeological Perspectives on the Early Stages of Indo-European, BRILL
  • Fu, Q.; Posth, C.; Hajdinjak, M.; Petr, Martin; et al. (2016). „The genetic history of Ice Age Europe“. Nature. 534 (7606): 200–205. Bibcode:2016Natur.534..200F. doi:10.1038/nature17993. hdl:10211.3/198594. PMC 4943878. PMID 27135931.
  • Jeong, Choongwon; Balanovsky, Oleg; Lukianova, Elena; Kahbatkyzy, Nurzhibek; Flegontov, Pavel; Zaporozhchenko, Valery; Immel, Alexander; Wang, Chuan-Chao; Ixan, Olzhas; Khussainova, Elmira; Bekmanov, Bakhytzhan; Zaibert, Victor; Lavryashina, Maria; Pocheshkhova, Elvira; Yusupov, Yuldash; Agdzhoyan, Anastasiya; Koshel, Sergey; Bukin, Andrei; Nymadawa, Pagbajabyn; Turdikulova, Shahlo; Dalimova, Dilbar; Churnosov, Mikhail; Skhalyakho, Roza; Daragan, Denis; Bogunov, Yuri; Bogunova, Anna; Shtrunov, Alexandr; Dubova, Nadezhda; Zhabagin, Maxat; Yepiskoposyan, Levon; Churakov, Vladimir; Pislegin, Nikolay; Damba, Larissa; Saroyants, Ludmila; Dibirova, Khadizhat; Atramentova, Lubov; Utevska, Olga; Idrisov, Eldar; Kamenshchikova, Evgeniya; Evseeva, Irina; Metspalu, Mait; Outram, Alan K.; Robbeets, Martine; Djansugurova, Leyla; Balanovska, Elena; Schiffels, Stephan; Haak, Wolfgang; Reich, David; Krause, Johannes (29 April 2019). „The genetic history of admixture across inner Eurasia“. Nature Ecology & Evolution. 3 (6): 966–976. doi:10.1038/s41559-019-0878-2. PMC 6542712. PMID 31036896.
  • Jones, E.; Gonzalez-Fortes, G.; Connell, S.; Siska, V.; et al. (2015). „Upper Palaeolithic genomes reveal deep roots of modern Eurasians“. Nature Communications. 6 (8912): 8912. Bibcode:2015NatCo...6.8912J. doi:10.1038/ncomms9912. PMC 4660371. PMID 26567969.
  • Lazaridis, I.; Nadel, D.; Rollefson, G.; Merrett, D.; et al. (2016). „Genomic insights into the origin of farming in the ancient Near East“. Nature. 536 (7617): 419–424. Bibcode:2016Natur.536..419L. doi:10.1038/nature19310. PMC 5003663. PMID 27459054.
  • Narasimhan, Vagheesh M.; Patterson, N.J.; Moorjani, Priya; Rohland, Nadin (2019), "The Formation of Human Populations in South and Central Asia", Science 365 (6457): eaat7487, , PMID 31488661, https://scholar.harvard.edu/vagheesh/centralsouthasia
  • თარგი:Cite bioRxiv

დამატებითი ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Human genetics

სქოლიო

  1. Eisenmann, S.; Bánffy, E.; van Dommelen, P.; et al. (2018). „Reconciling material cultures in archaeology with genetic data: The nomenclature of clusters emerging from archaeogenomic analysis“. Scientific Reports. 8 (1): 13003. Bibcode:2018NatSR...813003E. doi:10.1038/s41598-018-31123-z. PMC 6115390. PMID 30158639.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Jones et al. 2015.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Fu et al. 2016.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 „Europe's fourth ancestral 'tribe' uncovered“. BBC. 16 November 2015.
  5. Dutchen, Stephanie. History on Ice. Harvard Medical School (May 2, 2016). ციტირების თარიღი: 11 May 2016
  6. Anthony 2009b, p. 29.
  7. 7.0 7.1 Narasimhan et al. 2019, p. 11.
  8. Jeong 2019.
  9. YFull | NextGen Sequence Interpretation.
  10. Margaryan, Ashot; Derenko, Miroslava; Hovhannisyan, Hrant; Malyarchuk, Boris; Heller, Rasmus; Khachatryan, Zaruhi; Avetisyan, Pavel; Badalyan, Ruben; Bobokhyan, Arsen; Melikyan, Varduhi; Sargsyan, Gagik; Piliposyan, Ashot; Simonyan, Hakob; Mkrtchyan, Ruzan; Denisova, Galina; Yepiskoposyan, Levon; Willerslev, Eske; Allentoft, Morten E. (July 2017). „Eight Millennia of Matrilineal Genetic Continuity in the South Caucasus“. Current Biology. 27 (13): 2023–2028.e7. doi:10.1016/j.cub.2017.05.087. PMID 28669760.
  11. Yardumian, Aram; Shengelia, Ramaz; Chitanava, David; Laliashvili, Shorena; Bitadze, Lia; Laliashvili, Irma; Villanea, Fernando; Sanders, Akiva; Azzam, Andrew; Groner, Victoria; Edleson, Kristi; Vilar, Miguel G.; Schurr, Theodore G. (December 2017). „Genetic diversity in Svaneti and its implications for the human settlement of the Highland Caucasus“. American Journal of Physical Anthropology. 164 (4): 837–852. doi:10.1002/ajpa.23324. PMID 29076141. Lay summary.
  12. Haak 2015, p. 3.
  13. Lazaridis 2016, p. 8: "The spread of Near Eastern ancestry into the Eurasian steppe was previously inferred without access to ancient samples, by hypothesizing a population related to present-day Armenians as a source."
  14. Eurogenes.blogspot, The genetic structure of the world's first farmers (Lazaridis et al. preprint)
  15. Mathieson 2015.
  16. Jones და სხვები. 2015: "Caucasus hunter-gatherers (CHG) belong to a distinct ancient clade that split from western hunter-gatherers ~45 kya, shortly after the expansion of anatomically modern humans into Europe and from the ancestors of Neolithic farmers ~25 kya, around the Last Glacial Maximum."
  17. 17.0 17.1 Lazaridis et al. 2016, p. 5.
  18. Gallego-Llorente, M.; Connell, S.; Jones, E. R.; Merrett, D. C.; Jeon, Y.; Eriksson, A.; et al. (2016). „The genetics of an early Neolithic pastoralist from the Zagros, Iran“. Scientific Reports. 6: 31326. Bibcode:2016NatSR...631326G. doi:10.1038/srep31326. PMC 4977546. PMID 27502179.
  19. Wang et al. 2018.


შეცდომა ციტირებაში ჯგუფი „note“ არსებული ტეგებისათვის <ref> ვერ მოიძებნა შესაბამისი ტეგი <references group="note"/>, ან გამოტოვებულია დამხურავი ტეგი </ref>; $2