1848 წლის რევოლუციები: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: ფაილი:Eugène Delacroix - La liberté guidant le peuple.jpg|right|300px|thumb|''[[თავისუფლება - ხალხის წინ...
(განსხვავება არ არის)

09:56, 25 მარტი 2013-ის ვერსია

რევოლუციური 1848 წელი, ამ წელს აჯანყებებმა და საპროტესტო გამოსვლებმა მთელი ევროპა მოიცვა, რაც მთავრობებისადმი ხალხის უკმაყოფილებამ განაპირობა. ამ აჯანყებების უმრვალესობას საფუძვლად იგივე მიზეზები ედო, რაც საფრანგეთის რევოლუციას. ევროპის მრავალი ქვეყნის მოსახლეობას გაუჩნდა იმის შეგნება, რომ ხალხი უფრო მთავარია, ვიდრე „სახელმწიფო“ და მასაც უნდა ჰქონდეს სიტყვის უფლება საკუთარ მთავრობებში. აჯანყებებისა და მძაფრი პოტესტების საპასუხოდ, ზოგიერთ ქვეყნის ხელისუფლება შეეცადა, აღედგინა ძველი სახელისუფლებო სისტემები, მაგრამ 1848 წლის მოვლენებმა ცხადყო, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო.

თავისუფლება - ხალხის წინამძღოლი, ეჟენ დელაკრუას ნახატი, რომელიც 1830 წლის ივლისის რევოლუციას მიეძღვნა, თუმცა საყოველთაოდ მიღებულია, როგორც ფრანგი ხალხის მონარქიის წინააღმდეგ აჯანყებისა და, კერძოდ, საფრანგეთის რევოლუციის სიმბოლო.

რევოლუციების მიზეზი

1848 წლის რევოლუციების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ერთ ენაზე მოლაპარაკე ხალხის სურვილი, შეექმნათ საკუთარი ერთიანი დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს განსაკუთრებით იგრნობოდა მრავალ პატარ-პატარა სახელმწიფოდ დაყოფილ იტალიაში, გერმანიასა და ავსტრიის იმპერიაში. ზოგიერთი აჯანყებების მეთაურები აყენებდნენ უფრო სოციალურ პრობლემებს — იბრძოდნენ სიღარიბის წინააღმდეგ და მიწის საკუთრების უფლებისათვის.

ჩარტიზმი

ზოგიერთ ქვეყანაში ხალხის ძირითადი მოთხოვნა საარჩევნო ხმის უფლება იყო. ეს იყო ერთ-ერთი იმ რეფორმათაგანი, რომლის გატარებასაც მოითხოვდა ბრიტანეთის ჩარტისტული მოძრაობა. „სახალხო ქარტია“ პირველად 1838 წლის მაისში გამოქვეყნდა. 1200000 ადამიანის მიერ ხელმოწერილი პეტიცია პარლამენტს 1839 წლის ივნისში გადაეცა, რომლებმაც იგი არ დააკმაყოფილა. 1848 წლის თებერვალში, საფრანგეთის რევოლუციის კვალდაკვალ, პეტიცია საბოლოო სახით ჩამოყალიბდა და მას ხელს აწერდა უკვე სამ მილიონ ადამიანზე მეტი. 1848 წელს 10 აპრილს ლონდონში პარლამენტისთვის პეტიციის წარსადგენად გაიმართა მასობრივი მსვლელობა. პეტიცია ისევ არ მიიღეს და ჩარტიზმმაც ძალა დაკარგა.

ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა აჯანყებები გაადვილა, რადგან სულ უფრო მეტმა ადამიანმა ისწავლა წერა-კითხვა და ხალხი უკვე გაზეთებიდან იგებდა, რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში. რადგან პოლიციური ძალები მცირერიცხოვანი იყო, მეამბოხეთა წინააღმდეგ ჯარს იყენებდნენ. 1848 წლის რევოლუციების უმეტესობამ გადაუდებელი მოთხოვნები დააყენა, მაგრამ უშედეგოდ; მომდევნო ხუთ წელიწადში გაძლიერდა ნაციონალიზმი და ბევრი ქვეყნის მთავრობა მიხვდა, რომ დემოკარტიული რეფორმების გატარება აუცლიებელი იყო.

რევოლუციური ევროპაში

საფრანგეთში ნაპოლეონ ბონაპარტის ძმიშვილმა, ლუი ნაპოლეონმა, „პრინც-პრეზიდენტის„ რანგში, მეორე რესპუბლიკა დააფუძნა. აჯანყებები გავრცელდა იტალიის სეპარატისტულ სახელმწიფოებშიც, მაგრამ წლის ბოლოსთვის ჩაახშეს. გადადგა ავსტრიის კანცელარი მეტერნიხი, ხოლო იმპერატორმა ფერდინანადმა ტახტი ფრანც იოსებს დაუთმო.

საპროტესტო გამოსვლები იყო ბერლინში, ვენაში, პრაღაში, ბუდაპეშტში, კატალონიაში, ვალახეთში, პოლონეთსა და ბრიტანეთში. გერმანიაში, ფრანკფურტში, მოიწვიეს ეროვნული კრება, ხოლო ნიდერლანდში ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია.

ბელგიაში გამოქვეყნდა კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის „კომუნისტური პარტიის მანიფესტი“. მთელ ევროპაში არმიამ და გლეხობამ თავიანთ მონარქეების მიმართ ლოიალობა შეინარჩნა. აჯანყებები ჩაახშვეს პრისიასა და იტალიაში, თუმცა გატარდა გარკვეული რეფორმები.