ნაპოლეონ III

საფრანგეთის იმპერატორი
(გადამისამართდა გვერდიდან ლუი ნაპოლეონი)
ტერმინს „ნაპოლეონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაპოლეონი (მრავალმნიშვნელოვანი).

ნაპოლეონ III, შარლ ლუი ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Charles Louis Napoléon Bonaparte) ( დ. 20 აპრილი, 1808, პარიზი ― გ. 9 იანვარი, 1873, ჩიზლჰერსტი, ლონდონის მახლობლად) — საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1848–1852), საფრანგეთის იმპერატორი ( 1852–1870 ), ნაპოლეონ I-ის ძმის, ლუი ბონაპარტის ვაჟი, ნაპოლეონ II-ის გარდაცვალების შემდეგ (1832) ბონაპარტისტებმა იგი ტახტის მემკვიდრედ აღიარეს. ამბოხებათა (1836 და 1840) მოწყობის ცდისათვის ნაპოლეონ III-ს (1840) სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. 1846 წელს ინგლისში გაიქცა. 1848 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა. მსხვილი ბურჟუაზიის დახმარებით 1848 წლის 10 დეკემბერს პრეზიდენტად აირჩიეს. 1851 წლის 2 დეკემბერს მოაწყო კონტრრევოლუციური გადატრიალება. საკანონმდებლო კრება დაითხოვეს, ლუი ნაპოლეონი გამოცხადდა იმპერატორად ნაპოლეონ III-ის სახელით. ნაპოლეონ III-ის რეჟიმი ბონაპარტიზმის ტიპურ გამოვლინებას წარმოადგენდა. საგარეო პოლიტიკის წარუმატებლობამ, განსაკუთრებით კი მექსიკის ექსპედიციის (1862–1867) მარცხმა ძლიერ შეარყია ნაპოლეონ III-ის პოზიციები, ხოლო საფრანგეთ-პრუსიის 1870–1871 წლების ომმა გამოამჟღავნა მეორე იმპერიის უძლურება. 1870 წლის 2 სექტემბერს ნაპოლეონ III სედანთან ტყვედ ჩაბარდა პრუსიელებს. სექტემბრის რევოლუციის (1870) შედეგად ნაპოლეონ III ტახტიდან ჩამოაგდეს.

ნაპოლეონ III
Napoléon III

ნაპოლეონ III
საფრანგეთის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 2 დეკემბერი, 1852
მმართ. დასასრული: 4 სექტემბერი, 1870
წინამორბედი: მეორე რესპუბლიკა
მემკვიდრე: მესამე რესპუბლიკა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 20 აპრილი, 1808
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 9 იანვარი, 1873
გარდ. ადგილი: ჩიზლჰერსტი, ინგლისი
მეუღლე: ეუხენია დე მონტიხო
დინასტია: ბონაპარტი
მამა: ლუი ბონაპარტი
დედა: ჰორტენზია ბოჰარნე
რელიგია: კათოლიკე

ადრეული წლები

რედაქტირება

საფრანგეთის იმპერატორი, ნაპოლეონ III იყო ლუის ბონაპარტის (ნაპოლეონ I ძმა) შვილი. ნაპოლეონ I მართველობის დროს ლუის ბონაპარტე ნიდერლანდებს განაგებდა (1806–1810). 1815 წელს ნაპოლეონ I საბოლოოდ დამარცხებისა და საფრანგეთის ტახტზე ბურბონთა რესტავრაციის შემდეგ ბონაპარტების ოჯახის ყველა წევრი გადასახლებულ იქნა. ლუი ბონაპარტი გაგზავნილ იქნა შვეიცარიასა (ცხოვრობდა დედამისთან ერთად ერთ-ერთ კანტონაში) და შემდგომ გერმანიაში (განათლების მისაღებად დაიწყო სწავლა აუგსბურგის გიმნაზიაში). შემდეგ კი იგი საცხოვრებლად გადავიდა იტალიაში და პოლიტიკურ საქმიანობას მიჰყო ხელი.

 
ბონაპარტების ოჯახი

ლიტერატურა

რედაქტირება